სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიასა და პრემიერს შორის კომუნიკაცია შედგა
ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიასა და პრემიერს შორის კომუნიკაცია შედგა

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ჰქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან.

რო­გორც ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ "რუს­თა­ვი 2"-ს გა­ნუ­ცხა­და, მად­ლო­ბას უხ­დის პრე­მი­ერს იმის­თვის, რომ და­ინ­ტე­რეს­და ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით და ყვე­ლას აღუთ­ქვა მხარ­და­ჭე­რა, თუკი სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა სა­მე­დიც­ნო რე­სურ­სე­ბი მო­ახ­მა­როს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

"მე­ო­რე, რაც ჩემ­თვის იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არის ის, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ძა­ლი­ან და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი სა­უ­ბა­რი შედ­გა ჩვენს შო­რის. მი­თხრა, რომ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც აქვს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან, სა­ფუძ­ველს აძ­ლევს თქვას, რომ ეს თავ­დას­ხმა ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­ზე, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა არ დარ­ჩე­ბა გა­უხ­სნე­ლი.

მე სი­მარ­თლეს გე­ტყვით, რად­გან ცხელ კვალ­ზე ვერ მო­ხერ­ხდა საქ­მის გახ­სნა, ნელ-ნელა იმე­დი მე­წუ­რე­ბო­და, რომ შე­დე­გი და­ი­დე­ბო­და გა­მო­ძი­ე­ბის მიერ. დღეს პრე­მი­ერ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ ეს იმე­დი ისევ გა­მიჩ­ნდა და იმე­დი მაქვს, რომ ძა­ლი­ან მალე ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ეს ცი­ნი­კუ­რი, სა­ში­ნე­ლი, არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი და ამო­რა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, მალე აგე­ბენ პა­სუხს", - გა­ნა­ცხა­და "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დერ­მა.

რო­გორც ალა­სა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა დე­ტა­ლებ­შია ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, მას ჰქონ­და არა­ერ­თი შეხ­ვერ­და და ასე­ვე მას და­უ­კავ­შირ­და არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის დიპ­ლო­მა­ტი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

"პო­ლი­ტი­კოს­ზე რომ ასე­თი თავ­დას­ხმა და­უს­ჯე­ლი რჩე­ბა, ეს ვნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის იმიჯს. სხვა­თა შო­რის კვი­რი­კაშ­ვილ­მაც აღ­ნიშ­ნა, ეს იყო თავ­დას­ხმა არა მხო­ლოდ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ, არა­მედ ეს იყო გა­მოწ­ვე­ვა მთე­ლი ქვეყ­ნის და მათ შო­რის მთავ­რო­ბის მი­მარ­თაც.

ამ ეტაპ­ზე "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" ვთვლით, რომ გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს შე­დე­გით და ვე­ლო­დე­ბით ამ შე­დეგს. მე­ო­რეს მხრივ, ასე­ვე შევ­თან­ხმდით, რომ შედ­გე­ბა ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან", - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიასა და პრემიერს შორის კომუნიკაცია შედგა

ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიასა და პრემიერს შორის კომუნიკაცია შედგა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, მას ჰქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

როგორც ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, მადლობას უხდის პრემიერს იმისთვის, რომ დაინტერესდა ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ყველას აღუთქვა მხარდაჭერა, თუკი საჭირო იქნება სამედიცნო რესურსები მოახმაროს მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

"მეორე, რაც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, არის ის, რომ პრაქტიკულად ძალიან დამაიმედებელი საუბარი შედგა ჩვენს შორის. მითხრა, რომ ინფორმაცია, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, საფუძველს აძლევს თქვას, რომ ეს თავდასხმა ალექსი პეტრიაშვილზე, მკვლელობის მცდელობა არ დარჩება გაუხსნელი.

მე სიმართლეს გეტყვით, რადგან ცხელ კვალზე ვერ მოხერხდა საქმის გახსნა, ნელ-ნელა იმედი მეწურებოდა, რომ შედეგი დაიდებოდა გამოძიების მიერ. დღეს პრემიერთან საუბრის შემდეგ ეს იმედი ისევ გამიჩნდა და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ის ადამიანები, ვინც ეს ცინიკური, საშინელი, არაქრისტიანული და ამორალური დანაშაული ჩაიდინა, მალე აგებენ პასუხს", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობა დეტალებშია ინფორმირებული, მას ჰქონდა არაერთი შეხვერდა და ასევე მას დაუკავშირდა არაერთი საერთაშორისო დონის დიპლომატი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი.

"პოლიტიკოსზე რომ ასეთი თავდასხმა დაუსჯელი რჩება, ეს ვნებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. სხვათა შორის კვირიკაშვილმაც აღნიშნა, ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ, არამედ ეს იყო გამოწვევა მთელი ქვეყნის და მათ შორის მთავრობის მიმართაც.

ამ ეტაპზე "თავისუფალი დემოკრატები" ვთვლით, რომ გამოძიების მიმდინარეობა შეიძლება დასრულდეს შედეგით და ველოდებით ამ შედეგს. მეორეს მხრივ, ასევე შევთანხმდით, რომ შედგება ჩვენი წარმომადგენლების შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან", - განაცხადა ალასანიამ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."