სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქუჩები თბილისში, სადაც საღამოს საათებში სადისტრიბუციო მანქანების გაჩერება შეიზღუდება
ქუჩები თბილისში, სადაც საღამოს საათებში სადისტრიბუციო მანქანების გაჩერება შეიზღუდება

თბი­ლის­ში, 17 ქუ­ჩა­ზე სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ე­ბის მან­ქა­ნე­ბის დგო­მა და გა­ჩე­რე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის მე­რი­ამ დამ­საქ­მე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან და 26-მდე სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა. მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით მე­რია სა­დის­ტრი­ბუ­ციო მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბის სა­პი­ლო­ტე საც­დელ რე­გუ­ლი­რე­ბას იწყებს.

სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რას დე­და­ქა­ლა­ქის მერი და მე­რის მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ.

რო­გორც მე­მო­რან­დუ­მის ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, 15 მარ­ტი­დან 1 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, 17 ქუ­ჩა­ზე 17.00-დან 20.00 სა­ა­თამ­დე დის­ტრი­ბუ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით სა­დის­ტრი­ბუ­ციო მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა. ნარ­მა­ნი­ას თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვით ქა­ლა­ქის გა­დატ­ვირ­თულ ქუ­ჩებ­ზე სა­დის­ტრი­ბუ­ციო მან­ქა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წეს­რი­გი დამ­ყარ­დე­ბა.

"ვიწ­რო და ისე­დაც გა­დატ­ვირ­თულ ქუ­ჩებ­ზე სა­დის­ტრი­ბუ­ციო მან­ქა­ნე­ბის შეს­ვლა და­მა­ტე­ბით სირ­თუ­ლე­ებს ქმნის", - აღ­ნიშ­ნა მერ­მა.

სა­დის­ტრი­ბუ­ციო მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა დის­ტრი­ბუ­ცი­ის მიზ­ნით შე­ი­ზღუ­დე­ბა შემ­დეგ ქუ­ჩებ­ზე: აბა­ში­ძე, ფა­ლი­აშ­ვი­ლის, ბარ­ნო­ვის, დო­ლი­ძის, ცინ­ცა­ძის, ნუ­ცუ­ბი­ძის, შარ­ტა­ვას, კოს­ტა­ვას, პე­კი­ნის, გამ­სა­ხურ­დი­ას, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის, ჯა­ვა­ხე­თის, ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის (მეტ­რო ახ­მე­ტე­ლის მე­ო­რე მხა­რე), ლე­სე­ლი­ძის, ლე­ო­ნი­ძის და ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩე­ბი.

თა­ვის მხრივ, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის მო­ად­გი­ლემ ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მათ წი­ნას­წარ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბი ჰქონ­დათ 250-მდე სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ას­თან და ამ პრო­ცეს­ში სხვა სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ე­ბიც შემ­დგომ ეტა­პობ­რი­ვად ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

"ეს არის ერ­თგვა­რი ჯენტლმე­ნუ­რი შე­თან­ხმე­ბა, სა­დაც ყვე­ლა მხა­რე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას დრო­ის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ში დე­და­ქა­ლაქ­ში რამ­დე­ნი­მე გა­დატ­ვირ­თულ ქუ­ჩა­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­დის­ტრი­ბუ­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა. აქ არის სა­უ­ბა­რი სა­დის­ტრი­ბუ­ციო მან­ქა­ნე­ბის დგო­მა­სა და გა­ჩე­რე­ბა­ზე და არა გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე. ჩვე­ნი აზ­რით, ეს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ პრობ­ლე­მას არ შექ­მნის", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას "სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნე­სა­სო­ცი­ა­ცი­ის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნიკა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქუჩები თბილისში, სადაც საღამოს საათებში სადისტრიბუციო მანქანების გაჩერება შეიზღუდება

ქუჩები თბილისში, სადაც საღამოს საათებში სადისტრიბუციო მანქანების გაჩერება შეიზღუდება

თბილისში, 17 ქუჩაზე საღამოს საათებში სადისტრიბუციო კომპანიების მანქანების დგომა და გაჩერება შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიამ დამსაქმებელთა ასოციაციასთან და 26-მდე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელთან მემორანდუმი გააფორმა. მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივით მერია სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის საპილოტე საცდელ რეგულირებას იწყებს.

სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას დედაქალაქის მერი და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდნენ.

როგორც მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, 15 მარტიდან 1 სექტემბრის ჩათვლით, 17 ქუჩაზე 17.00-დან 20.00 საათამდე დისტრიბუციის განხორციელების მიზნით სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა შეიზღუდება. ნარმანიას თქმით, აღნიშნული შეზღუდვით ქალაქის გადატვირთულ ქუჩებზე სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით წესრიგი დამყარდება.

"ვიწრო და ისედაც გადატვირთულ ქუჩებზე სადისტრიბუციო მანქანების შესვლა დამატებით სირთულეებს ქმნის", - აღნიშნა მერმა.

სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა დისტრიბუციის მიზნით შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე: აბაშიძე, ფალიაშვილის, ბარნოვის, დოლიძის, ცინცაძის, ნუცუბიძის, შარტავას, კოსტავას, პეკინის, გამსახურდიას, მარჯანიშვილის, აღმაშენებლის გამზირის, ჯავახეთის, ხიზანიშვილის (მეტრო ახმეტელის მეორე მხარე), ლესელიძის, ლეონიძის და ასათიანის ქუჩები.

თავის მხრივ, დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ მათ წინასწარ კონსულტაციები და შეხვედრები ჰქონდათ 250-მდე სადისტრიბუციო კომპანიასთან და ამ პროცესში სხვა სადისტრიბუციო კომპანიებიც შემდგომ ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

"ეს არის ერთგვარი ჯენტლმენური შეთანხმება, სადაც ყველა მხარე ნებაყოფლობით იღებს პასუხისმგებლობას დროის გარკვეულ მონაკვეთში დედაქალაქში რამდენიმე გადატვირთულ ქუჩაზე განახორციელოს სადისტრიბუციო საქმიანობა. აქ არის საუბარი სადისტრიბუციო მანქანების დგომასა და გაჩერებაზე და არა გადაადგილებაზე. ჩვენი აზრით, ეს რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას არ შექმნის", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას "საქართველოს ბიზნესასოციაციის" წარმომადგენელმა ნიკა ნანუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ამირან გამყრელიძე მშობლებს რეკომენდაციას აძლევს

ლუგარის ცენტრში ახალი ტიპის კორონავირუსის გამოვლენას შეძლებენ

მანანა არჩვაძეს და ანა ჯაბაურს კონფლიქტის გამო სხვადასხვა დრო აქვთ გამოყოფილი ცოტნეს მოსანახულებლად და ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან - ადვოკატი