საქართველოში დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

საქართველოში დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საზღვრის კონტროლისგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ურფათ რუსალოვას საბაჟო გამშვები პუნქტი "წითელი ხიდის" გავლით, საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდა დიდი ოდენობით არადეკლალირებული ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტის თვლები, რის გამოც დაკავებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ.

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ