ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, მომღერალი ნატალია ქუთათელაძე ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ქართველმა ბალერინამ ნინო ანანიაშვილმა მოსკოვის თეატრში იცეკვოს.
ქუთათელაძე "ფეისბუქის" მეშვეობით იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ქართველ ბალერინას მწვავედ აკრიტიკებენ.
"სამარცხვინოა, როდესაც არაფრისმაქნისი არაპროფესიონალი ადამიანები რომლებსაც იმის მეათასედი არ გაუკეთებიათ საქართველოსთვის, აკრიტიკებენ ისეთ ხელოვანებს რომლების შემოქმედებითაც დღეს საქართველო მსოფლიომ გაიცნო და მათ ეთაყვანებიან!!! იქნებ ჯერ თქვენ გეცადათ ასე ღირსეულად ემსახუროდ თქვენ საქმეს და შემდეგ მსოფლიოში სადაც საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი იციან, ასევე ღირსეულად თქვენი ქვეყანა წარმოაჩინოდ. შემდეგ შეაფასეთ ისინი მოსკოვში გვასახელებენ, მთვარეზე თუ ჯუნგლებში!!!", - წერს ნატალია ქუთათელაძე.
ასევე იხილეთ: დღეს ნინო ანანიაშვილი მოსკოვის დიდ თეატრში იცეკვებს