სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აიუფ ბორჩაშვილი ჯიჰადისტ თარხან ბათირაშვილთან კავშირს არ უარყოფს
აიუფ ბორჩაშვილი ჯიჰადისტ თარხან ბათირაშვილთან კავშირს არ უარყოფს

ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი ჯი­ჰა­დისტ თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვილ­თან კავ­შირს არ უარ­ყოფს.

აიუფ ბორ­ჩაშ­ვილ­მა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ის ნამ­დვი­ლად იც­ნობს ბა­თი­რაშ­ვილს და მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­და, თუმ­ცა სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში სკო­ლის აშე­ნე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან კავ­შირს, ბორ­ჩაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულს არ ადას­ტუ­რებს.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბულ­მა არას­რულ­წლოვ­ნე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­გზავ­რე­ბის თა­ო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი უარ­ყო.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ბორ­ჩაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც წა­ვიდ­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ, ბორ­ჩაშ­ვილ­თან კავ­შირ­ში არ იყ­ვნენ.

"ბორ­ჩაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას­თან იყ­ვნენ თხოვ­ნით მი­სუ­ლე­ბი, რომ დახ­მა­რე­ბო­და გამ­გზავ­რე­ბა­ში. მან კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნუ­ცხა­და და ეს ბავ­შვე­ბი თა­ვი­სით წა­ვიდ­ნენ. ეს ბავ­შვე­ბი აიუფ ბორ­ჩაშ­ვილ­თან გი­ორ­გი ბორ­ჩაშ­ვილ­მა მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­მაც დღეს პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, თით­ქოს აიუფ ბორ­ჩაშ­ვილ­მა გა­ამ­გზავ­რა ეს ბავ­შვე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი 2015 წლის 14 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა მას ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გამო გა­და­ბი­რე­ბის­თვის, უცხო ქვეყ­ნის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში ან ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბა­ში ადა­მა­შა­უ­ლებს. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 10-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

აიუფ ბორჩაშვილი ჯიჰადისტ თარხან ბათირაშვილთან კავშირს არ უარყოფს

აიუფ ბორჩაშვილი ჯიჰადისტ თარხან ბათირაშვილთან კავშირს არ უარყოფს

ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილი ჯიჰადისტ თარხან ბათირაშვილთან კავშირს არ უარყოფს.

აიუფ ბორჩაშვილმა საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ ის ნამდვილად იცნობს ბათირაშვილს და მასთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა საუბარი შეეხებოდა პანკისის ხეობაში სკოლის აშენებას. რაც შეეხება ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს, ბორჩაშვილი აღნიშნულს არ ადასტურებს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა არასრულწლოვნების საქართველოდან გამგზავრების თაობაზეც ისაუბრა და წაყენებული ბრალი უარყო.

როგორც ჟურნალისტებს ბორჩაშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ბავშვები, რომლებიც წავიდნენ საზღვარგარეთ, ბორჩაშვილთან კავშირში არ იყვნენ.

"ბორჩაშვილმა განაცხადა, რომ მასთან იყვნენ თხოვნით მისულები, რომ დახმარებოდა გამგზავრებაში. მან კატეგორიული უარი განუცხადა და ეს ბავშვები თავისით წავიდნენ. ეს ბავშვები აიუფ ბორჩაშვილთან გიორგი ბორჩაშვილმა მოიყვანა, რომელმაც დღეს პროცესზე განაცხადა, თითქოს აიუფ ბორჩაშვილმა გაამგზავრა ეს ბავშვები", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

აიუფ ბორჩაშვილი 2015 წლის 14 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების გამო გადაბირებისთვის, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებაში ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებაში ადამაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ