სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ამ წიგნს რომ ხურავთ, გრჩებათ ასეთი რამ: სიყვარული, სიყვარული და ისევ სიყვარული"
"ამ წიგნს რომ ხურავთ, გრჩებათ ასეთი რამ: სიყვარული, სიყვარული და ისევ სიყვარული"

ეს არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თვის ახ­ლო­ბე­ლია. წიგ­ნი, რო­მე­ლიც სა­ყო­ველ­თაო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. წიგ­ნი, რო­მე­ლიც 50-ზე მეტ ენა­ზე ითარ­გმნა და მსოფ­ლი­ოს მას­ტა­ბით 100 მი­ლი­ონ­ზე მეტი ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. წიგ­ნი, რო­მელ­ზეც მსოფ­ლიო სა­უბ­რობს და რომ­ლის წა­კით­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქარ­თულ ენა­ზე უკვე ქარ­თველ მკი­თხველ­საც აქვს - ნი­კო­ლას სპარკსის ბესტსე­ლე­რი - "არ­ჩე­ვა­ნი".

New York times: "სპარ­ქსი ამე­რი­კა­შიც და ოკე­ა­ნის მიღ­მაც ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზით არის ცნო­ბი­ლი: მწე­რა­ლი აღ­წერს ამ­ბებს, რო­მელ­შიც უდი­დე­სი გრძნო­ბა - სიყ­ვა­რუ­ლი ვლინ­დე­ბა. ამ მხრივ "არ­ჩე­ვა­ნი" მის ნა­წარ­მო­ებ­თა შო­რი­საც კი გა­მორ­ჩე­უ­ლია".

Washington Post Book World: "სპარ­ქსი ტრა­დი­ცი­ას არ ღა­ლა­ტობს - "არ­ჩე­ვან­ში" სიყ­ვა­რულ­სა და ბე­დის­წე­რას ისე აკავ­ში­რებს, რომ ჩვენ წი­ნა­შე მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი იბა­დე­ბა".

Bestsellers World.com: "ნი­კო­ლას სპარ­ქსს შე­უძ­ლია, მარ­ტი­ვი სი­უ­ჟე­ტი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შად აქ­ცი­ოს. ავ­ტორს მკი­თხვე­ლი ბო­ლომ­დე გვერ­დით ჰყავს და თა­ვად მო­უ­თხრობს".

ნი­კო­ლას სპარკსის 2007 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ბესტსე­ლე­რის - "არ­ჩე­ვა­ნის" მთარ­გმნე­ლი ლე­ვან ინა­სა­რი­ძე წიგნ­ზე სა­უბ­რი­სას, პირ­ველ რიგ­ში, ხაზს უს­ვამს მის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბას ამა­ვე მწერ­ლის სხვა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის­გან. "არ­ჩე­ვა­ნის" ავ­ტო­რის და­ხა­სი­ა­თე­ბი­სას კი, მის გულ­წრფე­ლო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. "სპარკსი მარ­თა­ლი მწე­რა­ლია, ის არას­დროს იტყუ­ე­ბა" - ამ­ბობს ინა­სა­რი­ძე და დას­ძენს: "რო­გორც ჩვე­ნი ნო­დარ დუმ­ბა­ძე, ნი­კო­ლას სპარკსიც უკვე მომ­ხდა­რი ამ­ბის მი­ხედ­ვით წერს რო­მანს. ეს მარ­თლა მოხ­და, ამას ყავს ცო­ცხა­ლი მოწ­მე­ე­ბი. მხო­ლოდ ტო­პო­ნი­მი­კაა შეც­ვლი­ლი - პერ­სო­ნა­ჟე­ბის სა­ხე­ლე­ბი. მწე­რა­ლი აფორ­მებს, რა­ღა­ცას ფრთას ას­ხამს, მოქ­მე­დე­ბის არე­ალს ცვლის, სა­ხე­ლებს უც­ვლის ქა­ლა­ქებს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს ტყუ­ილს. ის არის ძა­ლი­ან მარ­თა­ლი მწე­რა­ლი. რო­მა­ნი "არ­ჩე­ვა­ნი" არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, თა­ვი­სი დის თავ­გა­და­სა­ვა­ლია", - ამ­ბობს ლე­ვან ინა­სა­რი­ძე.

წიგ­ნის მთა­ვა­რი თემა სიყ­ვა­რუ­ლია. ამა­ზე ერ­თხმად თან­ხმდე­ბი­ან რო­გორც მთარ­გმნე­ლი, ასე­ვე "არ­ჩე­ვა­ნის" ქარ­თუ­ლი ვერ­სი­ის რე­დაქ­ტო­რი, მა­ნა­ნა ბა­ლი­აშ­ვი­ლი. "რეფ­რე­ნი­ვით გას­დევს მთელ წიგნს: სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­დეს ადა­მი­ა­ნი სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლით. ამ წიგნს რომ ხუ­რავთ, გრჩე­ბათ ასე­თი რამ: სიყ­ვა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი და ისევ სიყ­ვა­რუ­ლი. გიყ­ვარ­დეთ, ადა­მი­ა­ნე­ბო ერ­თმა­ნე­თი, ეს არის მთა­ვა­რი მე­სი­ჯი", - ამ­ბობს რე­დაქ­ტო­რი.

მაგ­რამ ეს არ არის სიყ­ვა­რუ­ლის ბა­ნა­ლუ­რი ის­ტო­რია. ლე­ვან ინა­სა­რი­ძის თქმით, ნა­წარ­მო­ებ­ში სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ორი­გი­ნა­ლუ­რა­დაა შე­ფუ­თუ­ლი: "წიგ­ნი არის ორი ადა­მი­ა­ნის სრულ­ყო­ფილ სიყ­ვა­რულ­ზე, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი წი­ნა­ღო­ბა ხელს არ უშ­ლის, სიკ­ვდი­ლის საფრ­თხის გარ­და", - ამ­ბობს ლე­ვან ინა­სა­რი­ძე.

"არ­ჩე­ვან­ში" ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია ამე­რი­კულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე, სა­დაც ცოლ-ქმა­რი და­ქორ­წი­ნე­ბი­სას ე.წ. სი­ცო­ცხლის ან­დერ­ძის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას დებს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში გან­სა­ზღვრუ­ლია, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ერთ-ერთი მე­უღ­ლე, თუ მე­ო­რე ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, როცა აღარ შე­უძ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, არა­ჯან­საღ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ა.შ. რო­გორც მა­ნა­ნა ბა­ლი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ნა­წარ­მო­ებ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ არის აღ­წე­რი­ლი ცო­ლის მო­ტი­ვი, რო­მელ­მაც ე.წ. სი­ცო­ცხლის ან­დერ­ძის და­დე­ბა გა­და­წყვი­ტა. ის თა­ვად ექთა­ნია და მის პრაქ­ტი­კა­ში არის გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მას ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას გა­და­ა­წყვე­ტი­ნებს. "ჯერ ძა­ლი­ან ფო­ი­ერ­ვერ­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ვი­თარ­დე­ბა. დიდი სიყ­ვა­რუ­ლით იქ­მნე­ბა ოჯა­ხი და უც­ბად ტრა­გე­დია ხდე­ბა: ქალი, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, აპა­რატ­ზეა მი­ერ­თე­ბუ­ლი სამი თვის მან­ძილ­ზე", - აღ­ნიშ­ნავს წიგ­ნის ში­ნა­არსზე სა­უბ­რი­სას მა­ნა­ნა ბა­ლი­აშ­ვი­ლი.

"აქ სიმ­ბო­ლუ­რად არის ნახ­სე­ნე­ბი სამი თვე, ეს სწო­რედ იმ სამ თვეს ეხე­ბა, რო­მელ­შიც ქმა­რი კარ­გავს ცოლს. კარ­გავს იმი­ტომ, რომ ცოლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. მისი ან­დერ­ძის მი­ხედ­ვით, თუ ექი­მე­ბი სამი თვის მან­ძილ­ზე ვერ მო­იყ­ვა­ნენ გონს, ევ­თა­ნა­ზი­ას უნდა მი­მარ­თონ, შე­წყვი­ტონ მკურ­ნა­ლო­ბა. ქმა­რი დიდი დი­ლე­მის წი­ნა­შე დგას: არ­ჩე­ვა­ნია გა­სა­კე­თე­ბე­ლი. და­ტო­ვოს ცოლი ცო­ცხა­ლი, ცო­ლის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, თუ მის­ცეს ცოლს სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბა მი­სი­ვე ან­დერ­ძის მი­ხედ­ვით, რო­მელ­საც მა­ლავს. ეს არის რო­მა­ნის ძი­რი­თა­დი კვან­ძი, რო­მე­ლიც ბოლო გვერ­დებ­ზე იხ­სნე­ბა" - ამ­ბობს ლე­ვან ინა­სა­რი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რულ მხა­რეს, ლე­ვან ინა­სა­რი­ძის თქმით, ეს არ არის წიგ­ნი, რო­მელ­ზეც გა­ყი­დუ­ლი ეგ­ზემპლა­რე­ბის მი­ხედ­ვით უნდა ვიმ­სჯე­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით გა­ი­ყი­და. "ამ წიგნ­ზე ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად ვმსჯე­ლობთ ტექ­სტით. ეს არის ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი ინ­გლი­სუ­რით და­წე­რი­ლი წიგ­ნი, რო­მელ­საც გა­უ­გებ თავ­საც და ბო­ლო­საც. ეს არის წიგ­ნი, რო­მელ­შიც შე­იძ­ლე­ბა წა­ი­კი­თხო ნა­ხე­ვა­რი გვერ­დი და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ილა­პა­რა­კო შემ­დეგ - გი­ტო­ვებს ძა­ლი­ან ბევ­რს. სპარკსი ნამ­დვი­ლი კლა­სი­კო­სია. ის არის იმ ძვე­ლი სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც ნამ­დვი­ლი ამე­რი­კუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო სკო­ლა ერ­ქვა", - ამ­ბობს ლე­ვან ინა­სა­რი­ძე და დას­ძენს, რომ მწე­რალ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი უკვე თქვა.

მა­ნა­ნა ბა­ლი­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ნი­კო­ლას სპარკსის "არ­ჩე­ვა­ნი" ძა­ლი­ან ადა­მი­ა­ნუ­რი და უშუ­ა­ლოა. წიგ­ნი მარ­ტი­ვად წა­სა­კი­თხია. სა­ინ­ტე­რე­სოა ფა­ბუ­ლა და მისი გან­ვი­თა­რე­ბა. მი­სი­ვე თქმით, წიგ­ნი დიდ მო­წო­ნე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებს ახალ­გაზ­რდებ­ში.

"რო­დე­საც ადა­მი­ანს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევს, სიკ­ვდილ­სა და სი­ცო­ცხლეს შო­რის, არ­ჩე­ვა­ნი ყო­ველ­თვის სი­ცო­ცხლის სა­სარ­გებ­ლოდ უნდა გა­ა­კე­თოს. რო­გო­რი წი­ნა­პი­რო­ბაც უნდა იყოს, რაც უნდა იყოს იუ­რი­დი­უ­ლად გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ეს არის მთა­ვა­რი მე­სი­ჯი: და­ა­ფა­სეთ სი­ცო­ცხლე. მე მას ვე­თან­ხმე­ბი. ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია: სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლა ღირს, თუნ­დაც ამის­თვის კა­ნო­ნი და­არ­ღვიო", - აღ­ნიშ­ნავს "არ­ჩე­ვა­ნის" მთარ­გმნე­ლი ლე­ვან ინა­სა­რი­ძე და დას­ძენს, რომ ნა­წარ­მო­ე­ბი წა­რუშ­ლელ კვალს და­ტო­ვებს მკი­თხველ­ზე.

და­არ­ღვევს თუ არა კა­ნონს მო­სიყ­ვა­რუ­ლე მე­უღ­ლე, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ის და რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ამას მკი­თხვე­ლი უკვე წიგ­ნი­დან შე­ი­ტყობს. ნი­კო­ლას სპარკსის "არ­ჩე­ვა­ნის" პრე­ზენ­ტა­ცია გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"- მა "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" 24 თე­ბერ­ვალს გა­მარ­თა.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ამ წიგნს რომ ხურავთ, გრჩებათ ასეთი რამ: სიყვარული, სიყვარული და ისევ სიყვარული"

"ამ წიგნს რომ ხურავთ, გრჩებათ ასეთი რამ: სიყვარული, სიყვარული და ისევ სიყვარული"

ეს არის წიგნი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის ახლობელია. წიგნი, რომელიც საყოველთაო ღირებულებებზე ამახვილებს ყურადღებას. წიგნი, რომელიც 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს მასტაბით 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. წიგნი, რომელზეც მსოფლიო საუბრობს და რომლის წაკითვის შესაძლებლობა ქართულ ენაზე უკვე ქართველ მკითხველსაც აქვს - ნიკოლას სპარკსის ბესტსელერი - "არჩევანი".

New York times: "სპარქსი ამერიკაშიც და ოკეანის მიღმაც ერთი განსაკუთრებული მიზეზით არის ცნობილი: მწერალი აღწერს ამბებს, რომელშიც უდიდესი გრძნობა - სიყვარული ვლინდება. ამ მხრივ "არჩევანი" მის ნაწარმოებთა შორისაც კი გამორჩეულია".

Washington Post Book World: "სპარქსი ტრადიციას არ ღალატობს - "არჩევანში" სიყვარულსა და ბედისწერას ისე აკავშირებს, რომ ჩვენ წინაშე მარადიული სიყვარულის ამბავი იბადება".

Bestsellers World.com: "ნიკოლას სპარქსს შეუძლია, მარტივი სიუჟეტი ხელოვნების ნიმუშად აქციოს. ავტორს მკითხველი ბოლომდე გვერდით ჰყავს და თავად მოუთხრობს".

ნიკოლას სპარკსის 2007 წელს გამოცემული ბესტსელერის - "არჩევანის" მთარგმნელი ლევან ინასარიძე წიგნზე საუბრისას, პირველ რიგში, ხაზს უსვამს მის გამორჩეულობას ამავე მწერლის სხვა ნაწარმოებებისგან. "არჩევანის" ავტორის დახასიათებისას კი, მის გულწრფელობაზე ამახვილებს ყურადღებას. "სპარკსი მართალი მწერალია, ის არასდროს იტყუება" - ამბობს ინასარიძე და დასძენს: "როგორც ჩვენი ნოდარ დუმბაძე, ნიკოლას სპარკსიც უკვე მომხდარი ამბის მიხედვით წერს რომანს. ეს მართლა მოხდა, ამას ყავს ცოცხალი მოწმეები. მხოლოდ ტოპონიმიკაა შეცვლილი - პერსონაჟების სახელები. მწერალი აფორმებს, რაღაცას ფრთას ასხამს, მოქმედების არეალს ცვლის, სახელებს უცვლის ქალაქებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ტყუილს. ის არის ძალიან მართალი მწერალი. რომანი "არჩევანი" არც მეტი, არც ნაკლები, თავისი დის თავგადასავალია", - ამბობს ლევან ინასარიძე.

წიგნის მთავარი თემა სიყვარულია. ამაზე ერთხმად თანხმდებიან როგორც მთარგმნელი, ასევე "არჩევანის" ქართული ვერსიის რედაქტორი, მანანა ბალიაშვილი. "რეფრენივით გასდევს მთელ წიგნს: სადამდე შეიძლება წავიდეს ადამიანი სიყვარულის სახელით. ამ წიგნს რომ ხურავთ, გრჩებათ ასეთი რამ: სიყვარული, სიყვარული და ისევ სიყვარული. გიყვარდეთ, ადამიანებო ერთმანეთი, ეს არის მთავარი მესიჯი", - ამბობს რედაქტორი.

მაგრამ ეს არ არის სიყვარულის ბანალური ისტორია. ლევან ინასარიძის თქმით, ნაწარმოებში სიყვარულის ისტორია ორიგინალურადაა შეფუთული: "წიგნი არის ორი ადამიანის სრულყოფილ სიყვარულზე, რომელსაც არანაირი წინაღობა ხელს არ უშლის, სიკვდილის საფრთხის გარდა", - ამბობს ლევან ინასარიძე.

"არჩევანში" ყურადღება გამახვილებულია ამერიკულ კანონმდებლობაზე, სადაც ცოლ-ქმარი დაქორწინებისას ე.წ. სიცოცხლის ანდერძის ხელშეკრულებას დებს. ხელშეკრულებაში განსაზღვრულია, როგორ უნდა მოიქცეს ერთ-ერთი მეუღლე, თუ მეორე ისეთ ვითარებაში აღმოჩნდება, როცა აღარ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, არაჯანსაღ მდგომარეობაშია და ა.შ. როგორც მანანა ბალიაშვილი აღნიშნავს, ნაწარმოებში ძალიან საინტერესოდ არის აღწერილი ცოლის მოტივი, რომელმაც ე.წ. სიცოცხლის ანდერძის დადება გადაწყვიტა. ის თავად ექთანია და მის პრაქტიკაში არის გამოცდილება, რომელიც მას ამ ნაბიჯის გადადგმას გადააწყვეტინებს. "ჯერ ძალიან ფოიერვერკული სიყვარული ვითარდება. დიდი სიყვარულით იქმნება ოჯახი და უცბად ტრაგედია ხდება: ქალი, უგონო მდგომარეობაში, აპარატზეა მიერთებული სამი თვის მანძილზე", - აღნიშნავს წიგნის შინაარსზე საუბრისას მანანა ბალიაშვილი.

"აქ სიმბოლურად არის ნახსენები სამი თვე, ეს სწორედ იმ სამ თვეს ეხება, რომელშიც ქმარი კარგავს ცოლს. კარგავს იმიტომ, რომ ცოლი უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდება. მისი ანდერძის მიხედვით, თუ ექიმები სამი თვის მანძილზე ვერ მოიყვანენ გონს, ევთანაზიას უნდა მიმართონ, შეწყვიტონ მკურნალობა. ქმარი დიდი დილემის წინაშე დგას: არჩევანია გასაკეთებელი. დატოვოს ცოლი ცოცხალი, ცოლის ნების საწინააღმდეგოდ, თუ მისცეს ცოლს სიკვდილის უფლება მისივე ანდერძის მიხედვით, რომელსაც მალავს. ეს არის რომანის ძირითადი კვანძი, რომელიც ბოლო გვერდებზე იხსნება" - ამბობს ლევან ინასარიძე.

რაც შეეხება ნაწარმოების ლიტერატურულ მხარეს, ლევან ინასარიძის თქმით, ეს არ არის წიგნი, რომელზეც გაყიდული ეგზემპლარების მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით გაიყიდა. "ამ წიგნზე ჩვენ აუცილებლად ვმსჯელობთ ტექსტით. ეს არის ძალიან დახვეწილი ინგლისურით დაწერილი წიგნი, რომელსაც გაუგებ თავსაც და ბოლოსაც. ეს არის წიგნი, რომელშიც შეიძლება წაიკითხო ნახევარი გვერდი და ნახევარი საათი ილაპარაკო შემდეგ - გიტოვებს ძალიან ბევრს. სპარკსი ნამდვილი კლასიკოსია. ის არის იმ ძველი სკოლის წარმომადგენელი, რომელსაც ნამდვილი ამერიკული სალიტერატურო სკოლა ერქვა", - ამბობს ლევან ინასარიძე და დასძენს, რომ მწერალმა ლიტერატურაში თავისი სათქმელი უკვე თქვა.

მანანა ბალიაშვილის შეფასებით, ნიკოლას სპარკსის "არჩევანი" ძალიან ადამიანური და უშუალოა. წიგნი მარტივად წასაკითხია. საინტერესოა ფაბულა და მისი განვითარება. მისივე თქმით, წიგნი დიდ მოწონებას დაიმსახურებს ახალგაზრდებში.

"როდესაც ადამიანს არჩევანის გაკეთება მოუწევს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, არჩევანი ყოველთვის სიცოცხლის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს. როგორი წინაპირობაც უნდა იყოს, რაც უნდა იყოს იურიდიულად გაფორმებული, ეს არის მთავარი მესიჯი: დააფასეთ სიცოცხლე. მე მას ვეთანხმები. ჩემი სუბიექტური აზრია: სიცოცხლისთვის ბრძოლა ღირს, თუნდაც ამისთვის კანონი დაარღვიო", - აღნიშნავს "არჩევანის" მთარგმნელი ლევან ინასარიძე და დასძენს, რომ ნაწარმოები წარუშლელ კვალს დატოვებს მკითხველზე.

დაარღვევს თუ არა კანონს მოსიყვარულე მეუღლე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის და როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მკითხველი უკვე წიგნიდან შეიტყობს. ნიკოლას სპარკსის "არჩევანის" პრეზენტაცია გამომცემლობა "პალიტრა L"- მა "ბიბლუსი გალერეაში" 24 თებერვალს გამართა.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს