სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
1921 წლის თებერვლის სისხლიანი ქრონიკები
1921 წლის თებერვლის სისხლიანი ქრონიკები

70 წე­ლი­წადს სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ქარ­თვე­ლო გა­საბ­ჭო­ე­ბის დღეს ზე­ი­მობ­და. 1921 წლის 25 თე­ბერ­ვა­ლი ღირ­სსახ­სო­ვარ დღე­სას­წა­ულ­თა შო­რის ამა­ყად "მო­ა­ბი­ჯებ­და"... მაგ­რამ ამ დღის გახ­სე­ნე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­თა და კო­მუ­ნის­ტთა თა­ო­ბებს თუ სი­ა­მა­ყეს ჰგვრი­და, ქვეყ­ნის ერ­თგულ შვი­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­წარ­თმე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მწა­რე ხვედრზე აფიქ­რებ­და. ასე გრძელ­დე­ბო­და მთელ 70 წე­ლი­წადს. დიდი რუ­სე­თის, "უფ­რო­სი ძმის ფრთებს შე­ფა­რე­ბუ­ლი" საბ­ჭო­თა ქარ­თვე­ლე­ბი რომ ზარ-ზე­ი­მით ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ო­რე და არ­ცთუ მცი­რე ნა­წი­ლი ჩუ­მად უნ­თებ­და ეკ­ლე­სი­ა­ში სან­თელს 1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ღუ­პულ მა­მუ­ლიშ­ვილ­თა ხსოვ­ნას. თე­ბერ­ვლის იმ სის­ხლი­ან ქრო­ნი­კებ­ზე ლა­პა­რაკს კი დიდ­ხანს ედო ტაბუ... ამ წე­რი­ლით ვცა­დეთ ის დღე­ე­ბი გაგ­ვე­ცო­ცხლე­ბი­ნა და მკი­თხვე­ლის სამ­სჯავ­რო­ზე გა­მოგ­ვე­ტა­ნა, რო­მელ­თაც თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­მარ­ცხე­ბა "გა­მარ­ჯვე­ბად" უქ­ცი­ეს ქარ­თველ ხალ­ხს...

11-12 თე­ბერ­ვა­ლი

1921 წლის 11-12 თე­ბერ­ვლის ღა­მეს ე.წ. "ლო­რეს ნე­იტ­რა­ლურ ზო­ნა­ში" გან­ლა­გე­ბულ ქარ­თულ შე­ნა­ერ­თებ­ზე თავ­დას­ხმით და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ომი. მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ვო­რონ­ცოვ­კის, ჯა­ლალ-ოღ­ლი­სა და სა­ნა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სა­ნა­ინ­თან მო­უმ­ზა­დე­ბელ ძა­ლებ­თან შებ­მა მტერს არ გას­ჭირ­ვე­ბია. სა­დახ­ლომ­დე და­ი­კა­ვეს ბამ­ბა­კის ხე­ო­ბა.

13 თე­ბერ­ვა­ლი

მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მთე­ლი დღე ქვე­მე­ხე­ბი­დან ეს­რო­და მდი­ნა­რე ძო­რა­გე­ტის ნა­პირ­ზე გა­მაგ­რე­ბულ ქარ­თულ ნა­წი­ლებს. იმა­ვე დღეს გე­ნე­რალ­მა გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა სა­დახ­ლო-სა­ნა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე კონ­ტრშე­ტე­ვა გა­და­წყვი­ტა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გე­ნე­რალ ჯი­ჯი­ხი­ას დაჯ­გუ­ფე­ბამ კი­ზილ­კა­ის სი­მაღ­ლე­ე­ბი და­ი­კა­ვა, სა­ერ­თო შე­ტე­ვა მა­ინც ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და. გარ­და იმი­სა, რომ გე­ნე­რალ სუმ­ბა­თაშ­ვი­ლის შე­ნა­ერ­თმა პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის მე­სა­მე­დი და­კარ­გა, გა­დარ­ჩე­ნილ მებ­რძო­ლებს მო­რა­ლუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად აღარ შე­ეძ­ლოთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა. შე­ტე­ვა­ზე მხო­ლოდ სა­გან­გე­ბო ბა­ტა­ლი­ო­ნი გა­და­ვი­და და ცხა­დია, ბევ­რი ვე­რა­ფე­რი გა­ა­კე­თა.

14 თე­ბერ­ვა­ლი

მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ გა­ნა­ახ­ლა შე­ტე­ვა გე­ნერ­ლე­ბის, ჯი­ჯი­ხი­ა­სა და სუმ­ბა­თაშ­ვი­ლის ნა­წი­ლებ­ზე. ამ უკა­ნას­კნელ­მა მდი­ნა­რე ხრა­მის­კენ და­ი­ხია. მტერ­მა და­ი­კა­ვა სა­დახ­ლო და გე­ნე­რალ­მა ჯი­ჯი­ხი­ა­მაც ხრა­მის­კენ და­ი­წყო უკან­და­ხე­ვა.

15 თე­ბერ­ვა­ლი

რუ­სე­თის სა­ხალ­ხო კო­მი­სარ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ნინ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გას­ცა მი­თი­თე­ბა, რათა მე-11 არ­მი­ას სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ე­წყო. მე­ო­რე დღეს მარ­თლაც და­ი­წყო შე­ტე­ვა წი­თე­ლი და ფო­ი­ლოს ხი­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. წი­თელ ხიდ­თან მდგარ­მა გუ­რი­ის ბა­ტა­ლი­ო­ნის ასე­ულ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა ვერ შეძ­ლო. მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ხიდი და­ი­კა­ვა, რა­მაც უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­აგ­დო ხრა­მის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე გა­მაგ­რე­ბუ­ლი სუმ­ბა­თაშ­ვი­ლი­სა და ჯი­ჯი­ხი­ას ნა­წი­ლე­ბი. მტე­რი მათ მარ­ცხე­ნა ფლანგზე და ზურ­გში მო­ექ­ცა. გე­ნე­რალ­მა სოსო გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა ნა­წი­ლე­ბი მი­ა­ტო­ვა, სარ­დლო­ბა გე­ნე­რალ სუმ­ბა­თაშ­ვილს გა­და­ა­ბა­რა და თბი­ლის­ში წა­მო­ვი­და. ხრამ­თან მდგა­რი ნა­წი­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ უკან და­ე­ხი­ათ.

რუ­სე­ბი ცდი­ლობ­დნენ ფო­ი­ლოს სარ­კი­ნიგ­ზო ხიდი და­ე­კა­ვე­ბი­ნათ და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის მისი აფეთ­ქე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცათ. ამ ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და მე-11 არ­მი­ის ხუთი ჯავ­შან­მა­ტა­რე­ბე­ლი გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

February 25, 1921 – Heroic Georgians who fought against Russia’s Red Army

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

1921 წლის თებერვლის სისხლიანი ქრონიკები

1921 წლის თებერვლის სისხლიანი ქრონიკები

70 წელიწადს სოციალისტური საქართველო გასაბჭოების დღეს ზეიმობდა. 1921 წლის 25 თებერვალი ღირსსახსოვარ დღესასწაულთა შორის ამაყად "მოაბიჯებდა"... მაგრამ ამ დღის გახსენება რევოლუციონერთა და კომუნისტთა თაობებს თუ სიამაყეს ჰგვრიდა, ქვეყნის ერთგულ შვილებს დამოუკიდებლობაწართმეული საქართველოს მწარე ხვედრზე აფიქრებდა. ასე გრძელდებოდა მთელ 70 წელიწადს. დიდი რუსეთის, "უფროსი ძმის ფრთებს შეფარებული" საბჭოთა ქართველები რომ ზარ-ზეიმით ემზადებოდნენ ამ დღის აღსანიშნავად, მოსახლეობის მეორე და არცთუ მცირე ნაწილი ჩუმად უნთებდა ეკლესიაში სანთელს 1921 წლის თებერვალში დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას. თებერვლის იმ სისხლიან ქრონიკებზე ლაპარაკს კი დიდხანს ედო ტაბუ... ამ წერილით ვცადეთ ის დღეები გაგვეცოცხლებინა და მკითხველის სამსჯავროზე გამოგვეტანა, რომელთაც თავისუფალი საქართველოს დამარცხება "გამარჯვებად" უქციეს ქართველ ხალხს...

11-12 თებერვალი

1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს ე.წ. "ლორეს ნეიტრალურ ზონაში" განლაგებულ ქართულ შენაერთებზე თავდასხმით დაიწყო საქართველო-რუსეთის ომი. მოწინააღმდეგემ შეტევა განახორციელა ვორონცოვკის, ჯალალ-ოღლისა და სანაინის მიმართულებით.

სანაინთან მოუმზადებელ ძალებთან შებმა მტერს არ გასჭირვებია. სადახლომდე დაიკავეს ბამბაკის ხეობა.

13 თებერვალი

მოწინააღმდეგე მთელი დღე ქვემეხებიდან ესროდა მდინარე ძორაგეტის ნაპირზე გამაგრებულ ქართულ ნაწილებს. იმავე დღეს გენერალმა გედევანიშვილმა სადახლო-სანაინის მიმართულებაზე კონტრშეტევა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ გენერალ ჯიჯიხიას დაჯგუფებამ კიზილკაის სიმაღლეები დაიკავა, საერთო შეტევა მაინც ვერ განხორციელდა. გარდა იმისა, რომ გენერალ სუმბათაშვილის შენაერთმა პირადი შემადგენლობის მესამედი დაკარგა, გადარჩენილ მებრძოლებს მორალურად და ფსიქოლოგიურად აღარ შეეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა. შეტევაზე მხოლოდ საგანგებო ბატალიონი გადავიდა და ცხადია, ბევრი ვერაფერი გააკეთა.

14 თებერვალი

მოწინააღმდეგემ განაახლა შეტევა გენერლების, ჯიჯიხიასა და სუმბათაშვილის ნაწილებზე. ამ უკანასკნელმა მდინარე ხრამისკენ დაიხია. მტერმა დაიკავა სადახლო და გენერალმა ჯიჯიხიამაც ხრამისკენ დაიწყო უკანდახევა.

15 თებერვალი

რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარემ, ლენინმა ოფიციალურად გასცა მითითება, რათა მე-11 არმიას საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაეწყო. მეორე დღეს მართლაც დაიწყო შეტევა წითელი და ფოილოს ხიდების მიმართულებით. წითელ ხიდთან მდგარმა გურიის ბატალიონის ასეულმა სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. მოწინააღმდეგემ ხიდი დაიკავა, რამაც უმძიმეს ვითარებაში ჩააგდო ხრამის მარცხენა ნაპირზე გამაგრებული სუმბათაშვილისა და ჯიჯიხიას ნაწილები. მტერი მათ მარცხენა ფლანგზე და ზურგში მოექცა. გენერალმა სოსო გედევანიშვილმა ნაწილები მიატოვა, სარდლობა გენერალ სუმბათაშვილს გადააბარა და თბილისში წამოვიდა. ხრამთან მდგარი ნაწილები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.

რუსები ცდილობდნენ ფოილოს სარკინიგზო ხიდი დაეკავებინათ და ქართველებისთვის მისი აფეთქების საშუალება არ მიეცათ. ამ ოპერაციაში მონაწილეობდა მე-11 არმიის ხუთი ჯავშანმატარებელი განაგრძეთ კითხვა

February 25, 1921 – Heroic Georgians who fought against Russia’s Red Army

არასწორი დიაგნოზების მსხვერპლნი - რა პრობლემებია ჯანდაცვაში და როგორ უნდა დაიცვან პაციენტებმა უფლებები

ქუთაისის აეროპორტიდან ინფექციურში გადაიყვანეს იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგონა

"ქართველებმა მასწავლეს, რა არის ნამდვილი სიყვარული" - საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტების ემოციური ჩანაწერები