"სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები" - ბავშვების საოცარი პასუხები იმაზე, თუ რა არის სიყვარული

"სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები" - ბავშვების საოცარი პასუხები იმაზე, თუ რა არის სიყვარული

ამერიკელმა მკვლევრებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს "რა არის სიყვარული?" – ამ მცირე შეკითხვა-კონკურსს ერთადერთი მიზანი ჰქონდა: გამოერჩიათ ყველაზე მზრუნველი ბავშვი.

ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, პასუხები ასე გამოიყურება:

4 წლის ერი: "სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები."

4 წლის მერიენი: "სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, თუ მთელი დღით შინ მარტო დატოვე."

4 წლის ბილი: "როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად ამბობს."

6 წლის რებეკა: "როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც

კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული."

6 წლის კრისი: "სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს სთხოვ."

6 წლის მარკი: "სიყვარულია, როცა მამა დედას აბრაზებს და ის არ აიმრიზება."

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს