სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დავით ნარმანია კომპანიებს თბილისში ინფრასტრუქტურის იერსახის მოწესრიგებისკენ მოუწოდებს
 დავით ნარმანია კომპანიებს თბილისში ინფრასტრუქტურის იერსახის მოწესრიგებისკენ მოუწოდებს

თბი­ლი­სის მერ­მა, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ქა­ლა­ქის იერ­სა­ხე­ზე ზრუნ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა კომ­პა­ნი­ე­ბის "თე­ლა­სის", "ყა­ზტრანსგა­ზის", "აუთ­დორ.ჯის", "ალმა+"-ის, "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი­სა" და "სილ­ქნე­ტის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ შეხ­ვედ­რა­ზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მათი სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბის, გა­ნა­თე­ბის ბო­ძე­ბის, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ვი­ზუ­ა­ლუ­რად მო­წეს­რი­გე­ბის­კენ მო­უ­წო­და. შეხ­ვედ­რა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წევ­რებს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ გეგ­მა-გრა­ფი­კის წარ­მო­სად­გე­ნად ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა მი­ე­ცათ, რის შემ­დე­გაც და­გეგ­მი­ლი სა­მუ­შო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინგს თბი­ლი­სის მე­რია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

"ძი­რი­თა­დი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მათი მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი გეგ­მა-გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით, გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში იქ­ნე­ბა წარ­მო­ე­ბუ­ლი, ხოლო სა­მუ­შო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­სა და ქა­ლა­ქის იერ­სა­ხე­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ, ძა­ლი­ან მკაც­რი კონ­ტრო­ლი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­თა­ნა­დო მი­თი­თე­ბე­ბი და და­ვა­ლე­ბა ჩემი მხრი­დან ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურს მი­ე­ცა, რათა აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ოთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ხა­რის­ხი­ა­ნად და დრო­უ­ლად შეს­რულ­დეს ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რაც ქა­ლაქ­ში სხვა­დას­ხვა ნა­გე­ბო­ბე­ბის ვი­ზუ­ა­ლურ მო­წეს­რი­გე­ბას გუ­ლის­ხმობს",- გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

შეხ­ვედ­რას ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია და მათი მოგ­ვა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დავით ნარმანია კომპანიებს თბილისში ინფრასტრუქტურის იერსახის მოწესრიგებისკენ მოუწოდებს

 დავით ნარმანია კომპანიებს თბილისში ინფრასტრუქტურის იერსახის მოწესრიგებისკენ მოუწოდებს

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ქალაქის იერსახეზე ზრუნვასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა კომპანიების "თელასის", "ყაზტრანსგაზის", "აუთდორ.ჯის", "ალმა+"-ის, "კავკასუს ონლაინისა" და "სილქნეტის" წარმომადგენლებთან.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მათი საინჟინრო ნაგებობის, განათების ბოძების, საკომუნიკაციო ქსელებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ვიზუალურად მოწესრიგებისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე წარმოდგენილი კომპანიების წევრებს განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ გეგმა-გრაფიკის წარმოსადგენად ერთკვირიანი ვადა მიეცათ, რის შემდეგაც დაგეგმილი სამუშოების შესრულების მონიტორინგს თბილისის მერია განახორციელებს.

"ძირითადი სამუშაოები მათი მხრიდან შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში იქნება წარმოებული, ხოლო სამუშოების შესრულებასა და ქალაქის იერსახეზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ძალიან მკაცრი კონტროლი განხორციელდება. ამასთან დაკავშირებით სათანადო მითითებები და დავალება ჩემი მხრიდან ზედამხედველობის სამსახურს მიეცა, რათა აქტიურად ვიმუშაოთ და მაქსიმალურად ხარისხიანად და დროულად შესრულდეს ის სამუშაოები, რაც ქალაქში სხვადასხვა ნაგებობების ვიზუალურ მოწესრიგებას გულისხმობს",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რაიონის გამგებლები, რომლებმაც კომპანიების წარმომადგენლებს არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათი მოგვარებისკენ მოუწოდეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."