"სახლიდან 7 000 $ და დიდი ოდენობით ოქროა წაღებული" - ფონიჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

"სახლიდან 7 000 $ და დიდი ოდენობით ოქროა წაღებული" - ფონიჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

ზემო ფონიჭალაში მოკლული ქალის მეუღლე ოთარ მამფორია და მეზობლები დაკითხვაზე იმყოფებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობელმა განუცხადა, არსებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ყაჩაღობას, რის შედეგადაც სახლიდან 7 000 ამერიკული დოლარი და დიდი ოდენობით ოქროა წაღებული. ადგულზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილები არიან 35 წლის ნინა რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა. ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.

მეზობლების ინფორმაციით, მათ ცხედრები დაახლოებით 13:00 საათზე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინიდან გამომავალი კვამლი შენიშნეს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ