სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა
რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა

პარ­ლა­მენ­ტი იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხილ­ვას იწყებს, რო­მე­ლიც სუ­რო­გა­ცი­ის გზით სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის ქვეყ­ნი­დან გაყ­ვა­ნა­ზე კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს . ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბულ პრო­ექტს ხვალ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტი გა­ნი­ხი­ლავს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სუ­რო­გა­ცი­ის გზით სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის ქვეყ­ნი­დან გაყ­ვა­ნა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში ორი­ვე მშობ­ლის ვი­ნა­ო­ბა იქ­ნე­ბა მი­თი­თე­ბუ­ლი.

ცვლი­ლე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­დან გას­ვლი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის წე­სე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში უნდა შე­ვი­დეს. რო­გორც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, სუ­რო­გა­ცი­ის გზით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­საყ­ვა­ნად საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ უცხო ქვეყ­ნის მიერ გა­ცე­მუ­ლი პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი.

"კა­ნონპ­რო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბა იმ პრაქ­ტი­კულ­მა სა­ჭი­რო­ე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს სუ­რო­გა­ცი­ის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის სა­ქარ­თვე­ლო­დან გაყ­ვა­ნის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სუ­რო­გა­ცი­ის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის სა­ქარ­თვე­ლო­დან გაყ­ვა­ნა არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც ტრე­ფი­კინ­გი­სა და ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის რე­ა­ლურ საფრ­თხეს ქმნის. ამ საფრ­თხე­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია კა­ნონ­ში გა­ი­წე­როს დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს შე­უშ­ლის სუ­რო­გა­ცი­ის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით გაყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბას, ამავდრო­უ­ლად, ზი­ანს არ მი­ა­ყე­ნებს მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის ინ­ტე­რე­სებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ნა­წილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა

რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა

პარლამენტი იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომელიც სუროგაციის გზით საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანაზე კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს . ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტს ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.

კანონპროექტის მიხედვით, სუროგაციის გზით საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ დაბადების მოწმობაში ორივე მშობლის ვინაობა იქნება მითითებული.

ცვლილება "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში უნდა შევიდეს. როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასაყვანად საკმარისი არ იქნება მხოლოდ უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

"კანონპროექტის მომზადება იმ პრაქტიკულმა საჭიროებამ განაპირობა, რომელიც არსებობს სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანის საკითხებთან დაკავშირებით. ხშირია შემთხვევა, როდესაც სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანა არსებული რეგულაციების გვერდის ავლით ხორციელდება, რაც ტრეფიკინგისა და ადამიანით ვაჭრობის რეალურ საფრთხეს ქმნის. ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია კანონში გაიწეროს დებულებები, რომლებიც ხელს შეუშლის სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის საქართველოდან შემოვლითი გზებით გაყვანის მცდელობას, ამავდროულად, ზიანს არ მიაყენებს მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებს", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ნაწილში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია