თუ ცოლი ჩემზე გვიან მოვიდა სახლში, რაღად მინდა ცოლი... ბავშვს რამდენსაც მინდა იმდენს გავაკეთებ - ლევან ჯიბღაშვილი

თუ ცოლი ჩემზე გვიან მოვიდა სახლში, რაღად მინდა ცოლი... ბავშვს რამდენსაც მინდა იმდენს გავაკეთებ - ლევან ჯიბღაშვილი

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი შეყვარებულია. მისი რჩეული მომღერალი სალომე წვერაიძეა.

სალომეს და ლევანის "ლავსთორი" საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო. წყვილმა ერთმანეთი საკუთარ ოჯახებსაც გააცნო. როგორც ცნობლია, ლევანი დედასთან ერთად მარტო ცხოვრობს. მას საკუთარი ბიზნესიც აქვს. მსახიობი და ბიზნესმენი საკმაოდ აზიატია და როგორც ჩანს, ამას მისი მომავალი საცოლეც უკვე შეეგუა.

ლევან ჯიბღაშვილმა საკუთარ შეხედულებებზე გაზეთ "პრაიმტაიმთან" ისაუბრა.

- 90-იან წლებში დამთავრდა სალომეს მომღერლობა (იღიმება). თუმცა მას აქვს თავისი საქმე, მუშაობს. ყველაფრის მოსწრება შეიძლება, როცა გიყვარს. ოჯახს როცა ქმნი, უფრო ბევრი რამ უნდა მოასწრო, ვიდრე იქამდე ასწრებდი.

- ასე მგონია შენ იქნები ქმარი, რომელიც იტყვის, რომ ქალი ვიცი მე "კუხნაში"

- არა, რატომ, სამზარეულოს გარდა სხვა ოთახებიც არის (იცინის). ოჯახი სამზარეულოთი არ განისაზღვრება. მე მგონია, რომ ქალი უნდა იყოს ოჯახში. მე დღედაღამე გარეთ ვარ. 24 საათი ვშრომობ.. ცოლი რომ მეყოლება სახლს ვინ უნდა მიხედოს? ტრადიციულად, ადათ-წესებით ოჯახი მეუღლის კისერზე დგას. ჩვენი წინაპარი მამაკაცი სულ ბრძოლაში იყო. ფინანსური კუთხით თუ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ოჯახს პატრონობდა ქალი, დედა.

- აქტიურ ქალებზე არაფერი გსმენია?

- ბევრს ეშინია ჭკვიანი ქალების. სალომე ძალიან ჭკვიანია. შვეიცრიაში აქვს განათლება მიღებული, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ ქალის, დედის ფუნქციებიც იტვირთოს. არ არის აუცილებელი განათლება მაინცდამაინც სამსახურში გამოიყენო. შვილები რომ გეყოლება და შეკითხვას დაგისვამენ, პასუხი უნდა გქონდეს, გაკვეთილების მომზადებაში რომ ვერ დაეხმარება მესამე კლასელ ბავშვს დედა, ასეთი ცოლი რად მინდა. ლენჩი დედა რომელ ქმარს სიამოვნებს?

- სალომე იცის, შენ ასეთი აზიატური გამოვლინებები რომ გაქვს?

- იცის, კი ყველაფერი იცის, ქალმა უნდა მიხედოს ოჯახს. თუ ცოლი ჩემზე გვიან მოვიდა სახლში, რაღად მინდა ცოლი, სულ არ მოვიყვან. სახლში ხომ უნდა მიხაროდეს მოსვლა. 11 წელი საკუთარ თავს თავად ვუვლი, არაფერი მიჭირს. მადლობა ღმერთს, ბავშვს რამდენსაც მინდა იმდენს გავაკეთებ.

სალომე წვერაიძესთვის ეს მეორე ქორწინება იქნება. პირველი ქორწინებიდან მომღერალს ორი წლის გოგონა ჰყავს.

წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება