აუროვილი: ქალაქი, სადაც რელიგიისა და პოლიტიკის გარეშე ცხოვრობენ

აუროვილი: ქალაქი, სადაც რელიგიისა და პოლიტიკის გარეშე ცხოვრობენ

საერთაშორისო ქალაქი აუროვილი იგივე, "ცისკრის ქალაქი" ინდოეთის სამხრეთით მდებარეობს. იგი 1968 წელს დაარსდა და ამჟამად იუნესკო-ს ეგიდით ვითარდება. ქალაქის დამაარსებლის მირა ალფასას განცხადებით, ის უნდა გახდეს მაგალითი ადამიანთა ინტერნაციონალური თანამეგობრობის შექმნისა, სადაც პოლიტიკური და რელიგიური უპირატესობების გარეშე იცხოვრებენ.

იხილეთ გალერეა

2014 წლის მონაცემებით ქალაქში, 45 ქვეყნის წარმომადგენელი, 2 333 ადამიანი ცხოვრობს.

ინდოეთის მთავრობის აქტის თანახმად, აუროვილს სამთავრობო ორგანიზაცია Auroville Foundation აკონტროლებს. ფორმალურად ეს ორგანიზაცია აუროვილის მცხოვრებთა საკუთრებას წარმოადგენს.

აუროვილის მთავარი ღირსშესანიშნაობა მატრიმანდირია, შენობა რომელსაც მედიტაციისა და იოგის პრაქტიკისათვის იყენებენ. იგი არ მიეკუთვნება რომელიმე რელიგიას.

ნაგებობა სფეროს ფორმისაა და ოქროსფერი ფირფიტებითაა დაფარული. მატრიმანდირი ფრანგი არქიტექტორის, როჟე ანჟეს პროექტის საფუძველზე ააშენეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს