ძლიერი ქარი რუსთავში - დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები

ძლიერი ქარი რუსთავში - დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები

ძლიერმა ქარმა რუსთავში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. ქარის შედეგად განსაკუთრებით დავით გარეჯის #1-ის მოსახლეობა დაზარალდა, სადაც ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი პრაქტიკულად მთლიანად გადახადა, 9 მაისის ქუჩაზე კი სახურავიდან მოგლეჯილმა თუნუქის ფირფინტამ ერთ-ერთი მოსახლის ავტომანქანა დააზიანა.

რუსთავის მერიის ცხელი ხაზის ინფორმაციით, სახურავის დაზიანების შესახებ ამ დროისათვის 15-მდე შეტყობინებაა შესული. დავით გარეჯის #1 კორპუსში შექმნილ მდგომარეობას რუსთავის მერი დავით ჯიქია ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, სტიქიამ სერიოზულად მხოლოდ სამი კორპუსის სახურავი დააზიანა, შესაბამისი სამსახურები შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და დაზიანებული სახურავების შეკეთება დროულად მოხდება.

ძლიერმა ქარმა პრობლემები დღეს ქალაქის ენერგო და წყალმომარაგებაშიც შექმნა. გაჩიანის ქვესადგურის ავარიული გამორთვის გამო რუსთავის IნტერPრესსNეწს.Gერამდენიმე უბანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ძლიერმა ქარმა გარდაბნის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე გამავალი მაღალი ძაბვის 110 კვ-იანი გადამცემი ხაზი დააზიანა და "რუსთავის წყლის" ხრამის სათავე ნაგებობის მკვებავი ქვესადგური "მარანი" ავარიულად გაითიშა, რის გამოც რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობას წყალმომარაგება

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია