წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის ბიჭი ემსხვერპლა

წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის ბიჭი ემსხვერპლა

წალენჯიხაში ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდას მუსბუქი ავტომობილი დაეჯახა. 28 წლის მამაკაცი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა. ის სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

როგორც ამბები.გე-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია