სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დასავლეთ საქართველოში პედოფილია ყვავის"
"დასავლეთ საქართველოში პედოფილია ყვავის"

ან­ტი­კორ­ფუ­ცი­უ­ლი საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძე "ახალ თა­ო­ბას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­რავ­ლე­ბულ პე­დო­ფი­ლი­ის ფაქ­ტებ­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჭარ­ბობს რე­გი­ო­ნებ­ში: "სა­ში­ნე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მოგ­ვდის პე­დო­ფი­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვა­ვის ეს უბე­დუ­რე­ბა. ხო­ნი­დან, სამ­ტრე­დი­ი­დან, ქუ­თა­ი­სი­დან, ზუგ­დი­დი­დან და სე­ნა­კი­დან სა­ში­ნე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მო­დის. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი რა­ი­ო­ნი­დან მი­ვი­ღეთ შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ სკო­ლებ­ში ბავ­შვებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი ძა­ლი­ან გახ­შირ­და. ვთხო­ვეთ შსს-ს, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს, მშობ­ლებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სკო­ლებს მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­ვუთ­მოთ.

ბოლო პე­რი­ოდ­ში საგ­რძნობ­ლად იმა­ტა მო­ზარ­დე­ბის სუ­ი­ცი­დის ფაქ­ტებ­მა. მე არც ჭი­რი­სუფ­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მინ­და და არც გარ­დაც­ვლი­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფა, მაგ­რამ მო­ვი­კი­თხოთ, ამ ბავ­შვებს მსგავ­სი რამე ხომ არ შე­ემ­თხვათ?" - ამ­ბობს ინ­ტერ­ვი­უ­ში ან­ტი­კორ­ფუ­ცი­უ­ლი საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ბურ­ჯა­ნა­ძის თქმით, პე­დო­ფი­ლი­ის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს. "შსს-ში მთხო­ვეს, იქ­ნებ მო­ძა­ლა­დის ვი­ნა­ო­ბა და სა­მოქ­მე­დო არე­ა­ლი დაგ­ვი­სა­ხე­ლოო. მა­თიც მეს­მის, თუ ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი არ აქვთ, რე­ა­გი­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბათ" - აცხა­დებს ბურ­ჯა­ნა­ძე. მი­სი­ვე თქმით, "დროა, ამ პრობ­ლე­მას შსს-მ და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სე­რი­ო­ზუ­ლად მოჰ­კი­დონ ხელი, თო­რემ მერე რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა მოხ­დე­ბა და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ბავ­შვის ახ­ლო­ბელს კი­დევ იქით დას­ჯი­ან. ...ბავ­შვე­ბის ფსი­ქი­კა­ზე უნდა ვიზ­რუ­ნოთ. თუ მათ ძა­ლა­დო­ბის­გან ვერ და­ვი­ცავთ, მათ­გან იმა­ვე მო­ძა­ლა­დეს ვძერ­წავთ. ამ სა­ხის მო­ძა­ლა­დე­ე­ბის 70%-ზე ბავ­შვო­ბა­ში იძა­ლა­დეს".

შო­რე­ნა მარ­სა­გიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ახა­ლი თა­ო­ბა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"დასავლეთ საქართველოში პედოფილია ყვავის"

"დასავლეთ საქართველოში პედოფილია ყვავის"

ანტიკორფუციული საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე "ახალ თაობასთან" ინტერვიუში საქართველოში მომრავლებულ პედოფილიის ფაქტებზე საუბრობს, რომლებიც განსაკუთრებულად ჭარბობს რეგიონებში: "საშინელი ინფორმაციები მოგვდის პედოფილიასთან დაკავშირებით. დასავლეთ საქართველოში ყვავის ეს უბედურება. ხონიდან, სამტრედიიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და სენაკიდან საშინელი ინფორმაციები მოდის. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რაიონიდან მივიღეთ შეტყობინება, რომ სკოლებში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები ძალიან გახშირდა. ვთხოვეთ შსს-ს, განათლების სამინისტროს, მშობლებსა და საზოგადოებას, სკოლებს მეტი ყურადღება დავუთმოთ.

ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა მოზარდების სუიციდის ფაქტებმა. მე არც ჭირისუფლის გაღიზიანება მინდა და არც გარდაცვლილის შეურაცხყოფა, მაგრამ მოვიკითხოთ, ამ ბავშვებს მსგავსი რამე ხომ არ შეემთხვათ?" - ამბობს ინტერვიუში ანტიკორფუციული საბჭოს ხელმძღვანელი.

ბურჯანაძის თქმით, პედოფილიის ფაქტებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. "შსს-ში მთხოვეს, იქნებ მოძალადის ვინაობა და სამოქმედო არეალი დაგვისახელოო. მათიც მესმის, თუ ზუსტი მონაცემები არ აქვთ, რეაგირება გაუჭირდებათ" - აცხადებს ბურჯანაძე. მისივე თქმით, "დროა, ამ პრობლემას შსს-მ და ჯანდაცვის სამინისტრომ სერიოზულად მოჰკიდონ ხელი, თორემ მერე რაღაც უბედურება მოხდება და გაუბედურებული ბავშვის ახლობელს კიდევ იქით დასჯიან. ...ბავშვების ფსიქიკაზე უნდა ვიზრუნოთ. თუ მათ ძალადობისგან ვერ დავიცავთ, მათგან იმავე მოძალადეს ვძერწავთ. ამ სახის მოძალადეების 70%-ზე ბავშვობაში იძალადეს".

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი "ახალი თაობა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია