სწრაფვა პირველობისკენ შეიძლება დამღუპველი იყოს.. რეკორდების მოხსნისთვის და ჩემპიონის ტიტულის მისაღებად ბევრი სპორტსმენი აკრძალულ მეთოდებს მიმართავს.
წარმოგიდგენთ მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე გახმაურებულ დოპინგ-სკანდალებს, რის გამოც, ბევრი ცნობილი სპორტსმენის კარიერას წერტილი დაესვა.
1998 წლის ივლისში, ველომრბოლელთა ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრის, „ტურ დე ფრანსის“ დროს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აკრძალული სადოპინგე პრეპარატების გამოყენებაში ფრანგული გუნდი „ფესტინა“ დაადანაშაულა. აღმოჩნდა, რომ ველომრბოლელები აკრძალულ ამფეტამინს იყენებდნენ. ბრალდებას შემდეგ გამოძიება მოჰყვა.