17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

არავის გაუმხილოთ იდეები, მაგრამ გაბედულად იმოქმედეთ მათ ასასრულებლად. ყველა შეცდომა გამოსწორებადია. თქვენი შრომა სათანადოდ დაფასდება.

კურო

უამრავი საქმე გაქვთ შესასრულებელი. განსაკუთრებით დატვირთული დღე ელით სოციალური და მომსახურების სფეროს თანამშრომლებს. ახალი არაფერი წამოიწყოთ, დაგროვილი საქმეების მოგვარებაზე იზრუნეთ.

ტყუპი

წარმატებამ თავბრუ არ დაგახვიოთ. კარგად გაერკვიეთ უფროსის მოთხოვნებში და თავადაც ყველასთვის გასაგებად ისაუბრეთ. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

კირჩხიბი

პროექტები მხოლოდ გამოცდილ ადამიანებს ჩააბარეთ. კარგი დღეა ახალი იდეების განსახორციელებლად. დაწყებული საქმეები შუა გზაზე არ მიატოვოთ.

ლომი

კოლეგების დახმარებით განახორციელებთ ახალ იდეებსა და გეგმებს. კარგი დღე ელით

სტუდენტებს, კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს თანამშრომლებს.

ქალწული

შეიძლება გადაიდოს საქმიანი შეხვედრა, შეჩერდეს საქმე, რომლის დასრულებაც გეჩქარებოდათ. მოთმინებით აღიჭურვეთ. სიტუაცია მალე დარეგულირდება და გამარჯვებას ყველა ვარიანტში მიაღწევთ.

სასწორი

გავლენიანი მეგობრების დახმარებით ყველა პრობლემას არაფორმალურ ვითარებაში მოაგვარებთ. წარმატება გელით სამსახურის საქმეებში და გარშემო მყოფებში ავტორიტეტსაც აიმაღლებთ. თუმცა, გაფრთხილდით ზურგს უკან არავინ გააბას ინტრიგები თქვენ წინააღმდეგ.

მორიელი

სიამაყის გამო მშობლის ან მეგობრის დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. მათი დახმარებით ვითარება გაგიუმჯობესდებთ.

მშვილდოსანი

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს