სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სკანდალი „ქართულ ოცნებაში“ - არმაზ ახვლედიანი პარტიიდან "ბებერი პოლიტიკური ნიანგების" ჩამოშორებას ითხოვს
სკანდალი „ქართულ ოცნებაში“ - არმაზ ახვლედიანი პარტიიდან "ბებერი პოლიტიკური ნიანგების" ჩამოშორებას ითხოვს

პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი არ­მაზ ახვლე­დი­ა­ნი პარ­ტი­ის მუ­შა­ო­ბას აკ­რი­ტი­კებს და მო­მა­ვალ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს "ბე­ბე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნი­ან­გე­ბის" სწრა­ფად ჩა­მო­შო­რე­ბას ურ­ჩევს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ახვლე­დი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ა­კე­თა.

მისი თქმით, პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭო­ში რჩე­ბა და სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დად იმ დროს მი­იჩ­ნევს, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე იყო.

"ჩემი სურ­ვი­ლია, რომ ხელი შე­ვუ­წყო სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, პარ­ტი­ა­ში ჯან­სა­ღი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის გაღ­ვი­ვე­ბას. თუ ეს გა­მო­ვა, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა.

ჩემს გეგ­მა­ში რომ ყო­ფი­ლი­ყო, აქამ­დეც შევ­ძლებ­დი პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს და­ტო­ვე­ბას, თუმ­ცა - ვრჩე­ბი, უბ­რა­ლოდ არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ პო­ლიტ­საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში. არ­ჩე­უ­ლი წევ­რი ვარ და მაქვს ჩემი აზრი პარ­ტი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამას ვა­ფა­სებ ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლად. ეს აზრი მას შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა, რაც პარ­ტი­ა­ში გავ­წევ­რი­ან­დი და გავ­ხდი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი. პე­რი­ო­დუ­ლად ამ აზრს გა­მოვ­თქვამ­დი და არა­ვის ვუ­მა­ლავ­დი. ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი ვი­ყა­ვი შე­ფა­სე­ბებ­ში, მაგ­რამ ხში­რად ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა არ ხდე­ბო­და და ინერ­ცი­ით მი­დი­ო­და პარ­ტი­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის გან­მარ­ტე­ბით, თუ კვლა­ვაც ამ დი­ნე­ბას გაყ­ვე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და არ და­ი­წყე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი, ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი - პარ­ტი­ა­ში არ შევ­ლენ ნორ­მა­ლუ­რი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის მქო­ნე, გა­მოც­დი­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა.

"ადა­მი­ა­ნუ­რად, პო­ლიტ­საბ­ჭოს ყვე­ლა წევ­რს პა­ტივს ვცემ და მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. იქ არი­ან გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად გვი­წევს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ცუდს და უა­რეს შო­რის და არა - კარ­გს და უკე­თესს შო­რის. მე მინ­და, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს კარ­გს და უკე­თესს შო­რის, ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეკ­ვე­თა", - აღ­ნიშ­ნა მან.

შე­კი­თხვა­ზე, ვინ უნდა და­ტო­ვოს მისი აზ­რით პარ­ტია, ახვლე­დი­ა­ნის თქმით, შე­საძ­ლოა წას­ვლით არა­ვინ უნდა წა­ვი­დეს და პარ­ტი­ა­ში დარ­ჩნენ კი­დეც თუ ამის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ, თუმ­ცა "ზო­გა­დად პარ­ტი­ა­ში და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კონ­ფორ­მიზ­მის იდე­ით მო­სულ ადა­მი­ა­ნებს რი­გი­თი წევ­რო­ბა არ უნ­დათ ხოლ­მე, რად­გან ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნონ თავი და აკე­თონ თა­ვი­სი და არა საქ­ვეყ­ნო საქ­მე­ე­ბი".

"მი­მო­ვი­ხე­დოთ, რამ­დენ გუ­ლან­თე­ბულ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ანს და­ვი­ნა­ხავთ, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მიღ­მა არი­ან. ისი­ნი უნდა იყ­ვნენ ჩვენს მა­გივ­რად. ახლა სა­ხე­ლებს არ ვი­ტყვი, რად­გან აქ პრობ­ლე­მა არა სა­ხე­ლებ­ში, არა­მედ იმ ტენ­დენ­ცი­ებ­შია, რო­მე­ლიც ბოლო დროს გა­მო­იკ­ვე­თა. ერთს გე­ტყვით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიხ­სე­ნებ იმ პე­რი­ოდს, რო­დე­საც პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. მას ჰქონ­და მარ­თვის გა­ცი­ლე­ბით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტი­ლი, ვიდ­რე დღეს ბევ­რი ამას იბ­რა­ლებს. სამ­წუ­ხა­როდ, იგი ადრე წა­ვი­და პო­ლი­ტი­კი­დან და ას­პა­რე­ზი დარ­ჩათ ისე­თებს, ვის­თვი­საც დე­მოკ­რა­ტია მხო­ლოდ სი­ტყვაა და მეტი არა­ფე­რი", - გა­ნა­ცხა­და ახვლე­დი­ან­მა.

მან პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რაც შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­მი­ერ­მა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა მო­ა­ხერ­ხოს "ქარ­თულ ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლო­ში" დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მო­აზ­როვ­ნე გუნ­დის შეკ­რე­ბა.

"მე მინ­და ვუ­სურ­ვო კვი­რი­კაშ­ვილს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ბე­ბე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნი­ან­გე­ბის­გან პარ­ტია და მო­ა­ხერ­ხოს ჯან­სა­ღი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მო­აზ­როვ­ნე გუნ­დის შე­მოკ­რე­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მის ლი­დე­რო­ბას პარ­ტი­ა­ში აზრი ექ­ნე­ბა, ყვე­ლა სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი, ეს იქ­ნე­ბა ისევ მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე ყოფ­ნა. ნი­ან­გე­ბი სა­კუ­თარ თავს მარ­ტი­ვად ამო­იც­ნო­ბენ", - აღ­ნიშ­ნა არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სკანდალი „ქართულ ოცნებაში“ - არმაზ ახვლედიანი პარტიიდან "ბებერი პოლიტიკური ნიანგების" ჩამოშორებას ითხოვს

სკანდალი „ქართულ ოცნებაში“ - არმაზ ახვლედიანი პარტიიდან "ბებერი პოლიტიკური ნიანგების" ჩამოშორებას ითხოვს

პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი არმაზ ახვლედიანი პარტიის მუშაობას აკრიტიკებს და მომავალ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილს "ბებერი პოლიტიკური ნიანგების" სწრაფად ჩამოშორებას ურჩევს. შესაბამისი განცხადება ახვლედიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გააკეთა.

მისი თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოში რჩება და საუკეთესო პერიოდად იმ დროს მიიჩნევს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე იყო.

"ჩემი სურვილია, რომ ხელი შევუწყო სხვა ადამიანებთან ერთად, პარტიაში ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის გაღვივებას. თუ ეს გამოვა, ძალიან კარგი იქნება.

ჩემს გეგმაში რომ ყოფილიყო, აქამდეც შევძლებდი პარტიის პოლიტსაბჭოს დატოვებას, თუმცა - ვრჩები, უბრალოდ არ ვმონაწილეობ პოლიტსაბჭოს მუშაობაში. არჩეული წევრი ვარ და მაქვს ჩემი აზრი პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ამას ვაფასებ ძალიან კრიტიკულად. ეს აზრი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც პარტიაში გავწევრიანდი და გავხდი, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი. პერიოდულად ამ აზრს გამოვთქვამდი და არავის ვუმალავდი. ძალიან კრიტიკული ვიყავი შეფასებებში, მაგრამ ხშირად ამის გათვალისწინება არ ხდებოდა და ინერციით მიდიოდა პარტიული ხელმძღვანელობა - გადაწყვეტილებების მიმღებები", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

იხილეთ ვიდეო

პარტიის ყოფილი აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, თუ კვლავაც ამ დინებას გაყვება "ქართული ოცნება" და არ დაიწყება რადიკალური, ძირეული რეფორმები - პარტიაში არ შევლენ ნორმალური, დემოკრატიული აზროვნების მქონე, გამოცდილი, განათლებული და წესიერი ადამიანების ჯგუფი, "ქართულ ოცნებას" ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება.

"ადამიანურად, პოლიტსაბჭოს ყველა წევრს პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ყველას თავისი დამსახურება შეიძლება ჰქონდეს. იქ არიან გამოცდილების მქონე და განათლებული ადამიანები, თუმცა საქართველოში ხშირად გვიწევს არჩევანის გაკეთება ცუდს და უარეს შორის და არა - კარგს და უკეთესს შორის. მე მინდა, რომ უახლოეს მომავალში "ქართულმა ოცნებამ" არჩევანი გააკეთოს კარგს და უკეთესს შორის, ეს არის საზოგადოების შეკვეთა", - აღნიშნა მან.

შეკითხვაზე, ვინ უნდა დატოვოს მისი აზრით პარტია, ახვლედიანის თქმით, შესაძლოა წასვლით არავინ უნდა წავიდეს და პარტიაში დარჩნენ კიდეც თუ ამის სურვილი ექნებათ, თუმცა "ზოგადად პარტიაში და ხელისუფლებაში კონფორმიზმის იდეით მოსულ ადამიანებს რიგითი წევრობა არ უნდათ ხოლმე, რადგან ხელმძღვანელობა აძლევს საშუალებას კომფორტულად იგრძნონ თავი და აკეთონ თავისი და არა საქვეყნო საქმეები".

"მიმოვიხედოთ, რამდენ გულანთებულ, დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანს დავინახავთ, რომლებიც პოლიტიკური პროცესების მიღმა არიან. ისინი უნდა იყვნენ ჩვენს მაგივრად. ახლა სახელებს არ ვიტყვი, რადგან აქ პრობლემა არა სახელებში, არამედ იმ ტენდენციებშია, რომელიც ბოლო დროს გამოიკვეთა. ერთს გეტყვით, განსაკუთრებული სიამოვნებით ვიხსენებ იმ პერიოდს, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე იყო ბიძინა ივანიშვილი. მას ჰქონდა მართვის გაცილებით დემოკრატიული სტილი, ვიდრე დღეს ბევრი ამას იბრალებს. სამწუხაროდ, იგი ადრე წავიდა პოლიტიკიდან და ასპარეზი დარჩათ ისეთებს, ვისთვისაც დემოკრატია მხოლოდ სიტყვაა და მეტი არაფერი", - განაცხადა ახვლედიანმა.

მან პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაც შეაფასა და აღნიშნა, რომ პრემიერმა რაც შეიძლება მალე უნდა მოახერხოს "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში" დემოკრატიულად მოაზროვნე გუნდის შეკრება.

"მე მინდა ვუსურვო კვირიკაშვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოს ბებერი პოლიტიკური ნიანგებისგან პარტია და მოახერხოს ჯანსაღი, დემოკრატიულად მოაზროვნე გუნდის შემოკრება. ასეთ შემთხვევაში, მის ლიდერობას პარტიაში აზრი ექნება, ყველა სხვა შემთხვევაში კი, ეს იქნება ისევ მოჯადოებულ წრეზე ყოფნა. ნიანგები საკუთარ თავს მარტივად ამოიცნობენ", - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."