სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქვეყნები, რომლებსაც კედელი ჰყოფს - არასასურველი "მეზობლისგან" თავდაცვისა და იზოლაციის "მარტივი" გზა
ქვეყნები, რომლებსაც კედელი ჰყოფს - არასასურველი "მეზობლისგან" თავდაცვისა და იზოლაციის "მარტივი" გზა

კე­დე­ლი - ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რი თავ­დაც­ვი­სა და არა­სა­სურ­ვე­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან იზო­ლა­ცი­ის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა. კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში უდი­დე­სი ასე­თი ნა­გე­ბო­ბა - ჩი­ნე­თის დიდი კე­დე­ლი, ჩი­ნუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის დაც­ვი­სა და ჩრდი­ლო­ე­თი­დან მო­სუ­ლი მტრის შე­ჩე­რე­ბის­თვის აიგო.

მსგავს ნა­გე­ბო­ბებს დღე­საც აშე­ნე­ბენ, თუმ­ცა თავ­დაც­ვი­თი ბა­რი­ე­რის ნაც­ვლად, ისი­ნი მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­გან იზო­ლი­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მო­ქა­ლა­ქო ომმა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი დევ­ნი­ლად აქ­ცია. ხალ­ხის უწყვე­ტი ნა­კა­დის შე­ჩე­რე­ბი­სა და სა­ზღვრის სა­ი­მე­დო ჩა­კეტვის­თვის სი­რია-თურ­ქე­თის სა­ზღვარ­ზე ან­კა­რამ კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო. თურ­ქე­თის აზ­რით, არა­სა­სურ­ვე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის სა­კი­თხთან ერ­თად, ბე­ტო­ნის ბა­რი­ე­რი მათ ქვე­ყა­ნა­ში ტე­რო­რის­ტე­ბის შე­მოს­ვლას შე­უშ­ლის ხელს.

ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, მაგ­რამ ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ხა­ნა­ში, რო­დე­საც კა­ცობ­რი­ო­ბა სხვა პლა­ნე­ტა­ზე წყლის კვა­ლის აღ­მო­სა­ჩე­ნად ასო­ბით მი­ლი­ონ დო­ლარს ხარ­ჯავს, დე­და­მი­წა­ზე არა­სა­სურ­ვე­ლი "მე­ზობ­ლის­გან" გა­მო­ყო­ფის ტრა­დი­ცი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბად კვლავ ბე­ტო­ნის ბა­რი­ე­რი რჩე­ბა.

ბერ­ლი­ნის კედ­ლის სხვა­დას­ხვა მხა­რეს მყო­ფი ორი ბავ­შვი ერ­თმა­ნეთს ესა­უბ­რე­ბა:

- მე ფორ­თო­ხა­ლი მაქვს - ტრა­ბა­ხობს და­სავ­ლეთ ბერ­ლი­ნე­ლი ბი­ჭუ­ნა

- ჩვენ­თან კი სო­ცი­ა­ლიზ­მია!

- მერე რა? თუ მო­ვინ­დო­მებთ სო­ცი­ა­ლიზმსაც ავა­შე­ნებთ!

- მა­სეთ შემ­თხვე­ვა­ში, შენ ფორ­თო­ხა­ლი აღარ გექ­ნე­ბა...

და­სავ­ლე­თის­გან სა­კუ­თა­რი "კო­ლო­ნი­ის" იზო­ლა­ცი­ის­თვის, უგუ­ნუ­რი საბ­ჭო­თა ლი­დე­რე­ბის მიერ აგე­ბულ კე­დელს, ერთი ერი 28 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორად ჰყავ­და გახ­ლე­ჩი­ლი.

კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის შემ­დეგ, აშშ-მა, სსრკ-მა, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და საფ­რან­გეთ­მა - გერ­მა­ნი­ის დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად, მისი დრო­ე­ბი­თი ოკუ­პა­ცია გა­და­წყვი­ტეს. ერ­თად შეკ­რე­ბილ­მა ოთხმა გა­მაჯ­ვე­ბულ­მა რუ­კას და­ხე­და და ქვე­ყა­ნა ოთხ ნა­წი­ლად დაყო. ნა­წყე­ნი რომ არა­ვინ ყო­ფი­ლი­ყო, ბერ­ლი­ნი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­ურ სექ­ტორ­ში მოხ­ვდა, ანა­ლო­გი­უ­რად ოთხ ნა­წი­ლად "დაჭ­რეს". რო­გორც ჩანს, მა­შინ შე­დე­გებ­ზე დი­დად არა­ვინ ფიქ­რობ­და.

კედ­ლის აგე­ბამ­დე, და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ ბერ­ლინს ღია სა­ზღვა­რი ჰქონ­და. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, ერთ დროს ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ორი ნა­წი­ლი - და­სავ­ლე­თი და აღ­მო­სავ­ლე­თი - რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა და აშშ-ისა და სსრკ-ის და­პა­ტა­რა­ვე­ბულ მო­დე­ლებს და­ემ­სგავ­სა.

აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ისე­ვე რო­გორც სსრკ-ში სა­მუ­შაო არ ჭირ­და, მაგ­რამ ანა­ზღა­უ­რე­ბა მი­ზე­რუ­ლი იყო. ცხოვ­რე­ბის დონე გა­ცი­ლე­ბით იაფი, ჯან­დაც­ვა და გა­ნათ­ლე­ბა კი სა­ერ­თოდ უფა­სო იყო.

და­სავ­ლეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­პი­რის­პი­როდ იყო. აქ კვა­ლი­ფი­ცი­ურ სპე­ცი­ა­ლისტს ოქ­როს ფასი ჰქონ­და. რი­გი­თი ბერ­ლი­ნე­ლე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მალე გა­ერ­კვნენ - და­სავ­ლეთ­ში მუ­შა­ო­ბა და აღ­მო­სავ­ლეთ­ში ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა "ზე­მოთ" სულ სხვაგ­ვა­რად ფიქ­რობ­დნენ.

1961 წლის 13 აგ­ვის­ტოს, ღა­მის 1 სთ-ზე ბერ­ლი­ნის ქუ­ჩებ­ში გა­მო­ჩე­ნილ­მა 25 ათას­მა სამ­ხედ­რომ, ქა­ლაქ­ში გა­მა­ვა­ლი სა­ზღვა­რი კონ­ტროლ ქვეშ აიყ­ვა­ნა. სამ­ხედ­რო­ებს მშე­ნებ­ლე­ბი მოჰ­ყვნენ, რომ­ლებ­მაც ბე­ტო­ნის ბლო­კე­ბით კედ­ლის აგე­ბა და­ი­წყეს.

15 აგ­ვის­ტოს, 28 წლით, და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ ბერ­ლი­ნი კედ­ლით გა­ი­ყო. შე­წყდა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლა. საბ­ჭო­თა სექ­ტო­რი და­სავ­ლე­თის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი გახ­და.

მრავ­ლად იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ფან­ჯრე­ბი და­სავ­ლეთ­საც და აღ­მო­სავ­ლეთ­საც უყუ­რებ­დნენ. გაქ­ცე­ვის ფაქ­ტე­ბის მომ­რავ­ლე­ბას­თან ერ­თად, ასე­თი სახ­ლე­ბი­დან ხალ­ხი გა­ა­სახ­ლეს, ფან­ჯრე­ბი კი ამო­ა­შე­ნეს. შემ­დგომ "მკვდა­რი ზო­ნის" გა­ფარ­თო­ე­ბი­სას, ყვე­ლა ასე­თი შე­ნო­ბა და­ან­გრი­ეს. კედ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, საბ­ჭო­თა ბლო­კი­დან და­სავ­ლეთ სექ­ტორ­ში ხალ­ხი მა­ინც გარ­ბო­და. სხვა­დას­ხვა წყა­რო­ებ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ციფ­რე­ბით, კედ­ლის გა­და­ლახ­ვის მცდე­ლო­ბას 125-დან 645-მდე ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა.

ბერ­ლი­ნის კედ­ლის და­ცე­მა მხო­ლოდ დრო­ის ამ­ბა­ვი იყო. ვარ­შა­ვის პაქ­ტის ქვეყ­ნებს და სსრკ-ს წყა­ლი შე­უდ­გა. ოდეს­ღაც ძლი­ე­რი რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც ბუ­და­პეშტსა და პრა­ღა­ში ტან­კებს აგუ­გუ­ნებ­და, შე­სუს­ტდა. "გლას­ნოსტმა და პე­რესტრო­ი­კამ" სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ბლო­კის ქვეყ­ნებ­ში შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სე­ბი გა­მო­იწ­ვია. და­სავ­ლეთ­ში მო­სახ­ვედ­რად, ათა­სო­ბით აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნელ­მა უნ­გრე­თის, ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ი­სა და პო­ლო­ნე­თის სა­ელ­ჩო­ებს მი­ა­შუ­რა. ბერ­ლი­ნის კე­დელ­მა ფუნ­ქცია და­კარ­გა.

გერ­მა­ნი­ის ის­ტო­რი­ა­ში გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი 1989 წლის 9 ნო­ემ­ბერს დად­გა. კე­დე­ლი, რო­მე­ლიც 28 წელი 2 თვე 27 დღე იდგა, და­ე­ცა.

აშშ-მექ­სი­კის სა­ზღვარ­ზე ბე­ტო­ნის, რკი­ნის ცხა­უ­რე­ბის და მავ­თულხლარ­თე­ბის 3165 კმ-ის სიგ­რძის და 3-4,5 მ-ის სი­მაღ­ლის კე­დე­ლია აღ­მარ­თუ­ლი. ამ გზით მსოფ­ლიო დე­მოკ­რა­ტი­ის მთა­ვა­რი დამ­ცვე­ლი მე­ზო­ბე­ლი მექ­სი­კი­დან ლტოლ­ვი­ლე­ბის უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის ნა­კა­დის შემ­ცი­რე­ბას ცდი­ლობს.

ბა­რი­ე­რის აგე­ბა 1993 წელს და­ი­წყეს. პატ­რუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას­თან ერ­თად, სა­ზღვრის გას­წვრივ ჯერ რკი­ნის მე­სე­რი, შემ­დეგ კი ბე­ტო­ნის კე­დე­ლი გა­ავ­ლეს. 2006 წელს პრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუშ უმ­ცროს­მა სპე­ცი­ა­ლურ გან­კარ­გუ­ლე­ბას "კა­ნო­ნი უსაფრ­თხო კედ­ლის შე­სა­ხებ" მო­ა­წე­რა ხელი. დო­კუ­მენ­ტი ახა­ლი კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას და სა­ზღვრის კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ხე­ლოვ­ნურ ბა­რი­ერს ვი­დეო კა­მე­რე­ბი და ინფრა­წი­თე­ლი სენ­სო­რე­ბი, ჰა­ე­რი­დან კი შვე­ულმფრე­ნე­ბი და უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან. 2008 წელს ჟურ­ნალ­მა Times-მა ამე­რი­კა-მექ­სი­კის სა­სა­ზღვრო კე­დელს "ამე­რი­კის დიდი კე­დე­ლი" უწო­და.

1994 წელს იე­რუ­სა­ლიმ­სა და თელ-ავივ­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის სე­რი­ის შემ­დეგ, ის­რა­ე­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ პა­ლეს­ტი­ნის­გან გა­მი­ჯვნა მო­ი­თხო­ვა. პრობ­ლე­მა­ტურ სა­ზღვარ­ზე პირ­ვე­ლი ბა­რი­ე­რი იმა­ვე წლის ბო­ლოს გაჩ­ნდა. ბე­ტო­ნის კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა 2000 წელს მომ­ხდა­რი თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­დას­ხმის შემ­დეგ და­ი­წყეს. კე­დე­ლი ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს მდი­ნა­რე იორ­და­ნის და­სავ­ლეთ ნა­პი­რის­გან მიჯ­ნავს. მისი სიგ­რძე 703 კმ-ია. კედ­ლის მხო­ლოდ 10% 8 მ-ის სი­მაღ­ლის ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის­გა­ნაა აგე­ბუ­ლი. და­ნარ­ჩენ ნა­წილ­ზე რკი­ნის მე­სე­რია გაჭ­მუ­ლი.

კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბამ პა­ლეს­ტი­ნა­ში დიდი პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბი­სას ებ­რა­ე­ლებ­მა მათი მი­წე­ბი მი­ით­ვი­სეს და მათი და­სახ­ლე­ბე­ბი შუ­ა­ზე გახ­ლი­ჩეს. ებ­რა­უ­ლი მხა­რის მტკი­ცე­ბით, კე­დელ­მა მათ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე თავ­დას­ხმე­ბის რი­ცხვი შე­ამ­ცი­რა.

ეს ქვეყ­ნებ­სა და ერებს შო­რის აგე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის მხო­ლოდ მცი­რე მა­გა­ლი­თია. პა­კის­ტან-ავ­ღა­ნე­თის სა­ზღვარ­ზე 2400 კმ-ის სიგ­რძის ბა­რი­ე­რია აღ­მარ­თუ­ლი. 2014 წელს სა­უ­დის არა­ბე­თი მე­ზო­ბელ ერაყს 900 კმ-იანი კედ­ლით გა­ე­მიჯ­ნა. კე­დე­ლი ყოფს უზ­ბე­კეთ­სა და ტა­ჯი­კეთს. ასე­ვე ტა­ი­ლან­დსა და მა­ლა­ი­ზი­ას. უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ჩრდი­ლო ირ­ლან­დი­ის კა­თო­ლი­კე და პრო­ტეს­ტან­ტი მო­სახ­ლე­ო­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან კედ­ლით არი­ან გა­ყო­ფილ­ნი.

შორს რომ არ წა­ვი­დეთ, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს ჩვენც მავ­თულხლარ­თე­ბის­გან აგე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი გვა­შო­რებს.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქვეყნები, რომლებსაც კედელი ჰყოფს - არასასურველი "მეზობლისგან" თავდაცვისა და იზოლაციის "მარტივი" გზა

ქვეყნები, რომლებსაც კედელი ჰყოფს - არასასურველი "მეზობლისგან" თავდაცვისა და იზოლაციის "მარტივი" გზა

კედელი - ხელოვნური ბარიერი თავდაცვისა და არასასურველი ზემოქმედებისგან იზოლაციის ყველაზე მარტივი საშუალებაა. კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ასეთი ნაგებობა - ჩინეთის დიდი კედელი, ჩინური ცივილიზაციის დაცვისა და ჩრდილოეთიდან მოსული მტრის შეჩერებისთვის აიგო.

მსგავს ნაგებობებს დღესაც აშენებენ, თუმცა თავდაცვითი ბარიერის ნაცვლად, ისინი მეზობელი სახელმწიფოსგან იზოლირებისთვის გამოიყენება. სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა მილიონობით ადამიანი დევნილად აქცია. ხალხის უწყვეტი ნაკადის შეჩერებისა და საზღვრის საიმედო ჩაკეტვისთვის სირია-თურქეთის საზღვარზე ანკარამ კედლის მშენებლობა დაიწყო. თურქეთის აზრით, არასასურველი ლტოლვილების საკითხთან ერთად, ბეტონის ბარიერი მათ ქვეყანაში ტერორისტების შემოსვლას შეუშლის ხელს.

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ციფრული ტექნოლოგიების ხანაში, როდესაც კაცობრიობა სხვა პლანეტაზე წყლის კვალის აღმოსაჩენად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს, დედამიწაზე არასასურველი "მეზობლისგან" გამოყოფის ტრადიციულ საშუალებად კვლავ ბეტონის ბარიერი რჩება.

ბერლინის კედლის სხვადასხვა მხარეს მყოფი ორი ბავშვი ერთმანეთს ესაუბრება:

- მე ფორთოხალი მაქვს - ტრაბახობს დასავლეთ ბერლინელი ბიჭუნა

- ჩვენთან კი სოციალიზმია!

- მერე რა? თუ მოვინდომებთ სოციალიზმსაც ავაშენებთ!

- მასეთ შემთხვევაში, შენ ფორთოხალი აღარ გექნება...

დასავლეთისგან საკუთარი "კოლონიის" იზოლაციისთვის, უგუნური საბჭოთა ლიდერების მიერ აგებულ კედელს, ერთი ერი 28 წლის განმავლობაში ორად ჰყავდა გახლეჩილი.

კაპიტულაციის შემდეგ, აშშ-მა, სსრკ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა - გერმანიის დემილიტარიზაციასთან ერთად, მისი დროებითი ოკუპაცია გადაწყვიტეს. ერთად შეკრებილმა ოთხმა გამაჯვებულმა რუკას დახედა და ქვეყანა ოთხ ნაწილად დაყო. ნაწყენი რომ არავინ ყოფილიყო, ბერლინი, რომელიც საბჭოურ სექტორში მოხვდა, ანალოგიურად ოთხ ნაწილად "დაჭრეს". როგორც ჩანს, მაშინ შედეგებზე დიდად არავინ ფიქრობდა.

კედლის აგებამდე, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინს ღია საზღვარი ჰქონდა. რამდენიმე წელიწადში, ერთ დროს ერთიანი სახელმწიფოს ორი ნაწილი - დასავლეთი და აღმოსავლეთი - რადიკალურად შეიცვალა და აშშ-ისა და სსრკ-ის დაპატარავებულ მოდელებს დაემსგავსა.

აღმოსავლეთში, ისევე როგორც სსრკ-ში სამუშაო არ ჭირდა, მაგრამ ანაზღაურება მიზერული იყო. ცხოვრების დონე გაცილებით იაფი, ჯანდაცვა და განათლება კი საერთოდ უფასო იყო.

დასავლეთში ყველაფერი საპირისპიროდ იყო. აქ კვალიფიციურ სპეციალისტს ოქროს ფასი ჰქონდა. რიგითი ბერლინელები სიტუაციაში მალე გაერკვნენ - დასავლეთში მუშაობა და აღმოსავლეთში ცხოვრება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი აღმოჩნდა. თუმცა "ზემოთ" სულ სხვაგვარად ფიქრობდნენ.

1961 წლის 13 აგვისტოს, ღამის 1 სთ-ზე ბერლინის ქუჩებში გამოჩენილმა 25 ათასმა სამხედრომ, ქალაქში გამავალი საზღვარი კონტროლ ქვეშ აიყვანა. სამხედროებს მშენებლები მოჰყვნენ, რომლებმაც ბეტონის ბლოკებით კედლის აგება დაიწყეს.

15 აგვისტოს, 28 წლით, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინი კედლით გაიყო. შეწყდა საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა. საბჭოთა სექტორი დასავლეთისგან იზოლირებული გახდა.

მრავლად იყო შემთხვევები, როდესაც ერთი საცხოვრებელი სახლის ფანჯრები დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც უყურებდნენ. გაქცევის ფაქტების მომრავლებასთან ერთად, ასეთი სახლებიდან ხალხი გაასახლეს, ფანჯრები კი ამოაშენეს. შემდგომ "მკვდარი ზონის" გაფართოებისას, ყველა ასეთი შენობა დაანგრიეს. კედლის მიუხედავად, საბჭოთა ბლოკიდან დასავლეთ სექტორში ხალხი მაინც გარბოდა. სხვადასხვა წყაროებში მოყვანილი ციფრებით, კედლის გადალახვის მცდელობას 125-დან 645-მდე ადამიანი შეეწირა.

ბერლინის კედლის დაცემა მხოლოდ დროის ამბავი იყო. ვარშავის პაქტის ქვეყნებს და სსრკ-ს წყალი შეუდგა. ოდესღაც ძლიერი რეჟიმი, რომელიც ბუდაპეშტსა და პრაღაში ტანკებს აგუგუნებდა, შესუსტდა. "გლასნოსტმა და პერესტროიკამ" სოციალისტური ბლოკის ქვეყნებში შეუქცევადი პროცესები გამოიწვია. დასავლეთში მოსახვედრად, ათასობით აღმოსავლეთ გერმანელმა უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიისა და პოლონეთის საელჩოებს მიაშურა. ბერლინის კედელმა ფუნქცია დაკარგა.

გერმანიის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი 1989 წლის 9 ნოემბერს დადგა. კედელი, რომელიც 28 წელი 2 თვე 27 დღე იდგა, დაეცა.

აშშ-მექსიკის საზღვარზე ბეტონის, რკინის ცხაურების და მავთულხლართების 3165 კმ-ის სიგრძის და 3-4,5 მ-ის სიმაღლის კედელია აღმართული. ამ გზით მსოფლიო დემოკრატიის მთავარი დამცველი მეზობელი მექსიკიდან ლტოლვილების უკანონო შეღწევისა და ნარკოტიკების ნაკადის შემცირებას ცდილობს.

ბარიერის აგება 1993 წელს დაიწყეს. პატრულების რაოდენობის ზრდასთან ერთად, საზღვრის გასწვრივ ჯერ რკინის მესერი, შემდეგ კი ბეტონის კედელი გაავლეს. 2006 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსმა სპეციალურ განკარგულებას "კანონი უსაფრთხო კედლის შესახებ" მოაწერა ხელი. დოკუმენტი ახალი კედლის მშენებლობას და საზღვრის კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებდა. ხელოვნურ ბარიერს ვიდეო კამერები და ინფრაწითელი სენსორები, ჰაერიდან კი შვეულმფრენები და უპილოტო თვითმფრინავები აკვირდებიან. 2008 წელს ჟურნალმა Times-მა ამერიკა-მექსიკის სასაზღვრო კედელს "ამერიკის დიდი კედელი" უწოდა.

1994 წელს იერუსალიმსა და თელ-ავივში ტერორისტული აქტების სერიის შემდეგ, ისრაელის მოსახლეობამ პალესტინისგან გამიჯვნა მოითხოვა. პრობლემატურ საზღვარზე პირველი ბარიერი იმავე წლის ბოლოს გაჩნდა. ბეტონის კედლის მშენებლობა 2000 წელს მომხდარი თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის შემდეგ დაიწყეს. კედელი ისრაელის სახელმწიფოს მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირისგან მიჯნავს. მისი სიგრძე 703 კმ-ია. კედლის მხოლოდ 10% 8 მ-ის სიმაღლის ბეტონის კონსტრუქციებისგანაა აგებული. დანარჩენ ნაწილზე რკინის მესერია გაჭმული.

კედლის მშენებლობამ პალესტინაში დიდი პროტესტი გამოიწვია. პალესტინელების მტკიცებით, კედლის მშენებლობისას ებრაელებმა მათი მიწები მიითვისეს და მათი დასახლებები შუაზე გახლიჩეს. ებრაული მხარის მტკიცებით, კედელმა მათ მოსახლეობაზე თავდასხმების რიცხვი შეამცირა.

ეს ქვეყნებსა და ერებს შორის აგებული ხელოვნური ბარიერების მხოლოდ მცირე მაგალითია. პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე 2400 კმ-ის სიგრძის ბარიერია აღმართული. 2014 წელს საუდის არაბეთი მეზობელ ერაყს 900 კმ-იანი კედლით გაემიჯნა. კედელი ყოფს უზბეკეთსა და ტაჯიკეთს. ასევე ტაილანდსა და მალაიზიას. უსაფრთხოების მიზნით ჩრდილო ირლანდიის კათოლიკე და პროტესტანტი მოსახლეობა ერთმანეთისგან კედლით არიან გაყოფილნი.

შორს რომ არ წავიდეთ, ოკუპირებულ ტერიტორიებს ჩვენც მავთულხლართებისგან აგებული ბარიერები გვაშორებს.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა