"ბაფტას" დაჯილდოების გამარჯვებულები - ბრიტანული "ოსკარის" ტრიუმფატორი "რევენანტია"

"ბაფტას" დაჯილდოების გამარჯვებულები - ბრიტანული "ოსკარის" ტრიუმფატორი "რევენანტია"

გუშინ, 14 თებერვალს ლონდონის სამეფო ოპერის სახლში "ბაფტას" რიგით 69-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ("ოსკარის" ბრიტანული ვარიანტი). ბაფტას ტრიუმფატორი "რევენანტი" აღმოჩნდა, რომელსაც 5 ჯილდო ერგო, მათ შორის მთავარ ნომინაციებში: "საუკეთესო ფილმი", "საუკეთესო რეჟისორი" (ალეხანდრო გონსალეს ინარიტუ) და "საუკეთესო კაცი მსახიობი" (ლეონარდო დიკაპრიო). დიკაპრიო მეოთხედ იყო "ბაფტაზე" ნომინირებული, მაგრამ ეს მისი პირველი გამარჯვება გახლავთ. შემდეგი და საფინალო ნაბიჯი უკვე "ოსკარია", სადაც ლაურეატობა თითქმის გარანტირებული აქვს მსახიობს.

ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ბრი ლარსონს გადაეცა ფილმისთვის "ოთახი". მეორეხარისხოვანი ქალის როლისთვის ტრიუმფატორი კეიტ უინსლეტი გახდა ფილმიდან "სტივ ჯობსი", "მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის" შესრულება დაუფასდა მარკ რაილენსს ფილმისთვის "ჯაშუშთა ხიდი". საუკეთესო მულტფილმად პიქსარის "თავდაყირა" დასახელდა, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში კი არგენტინულმა "ველურმა ამბებმა" გაიმარჯვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება