სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დარწმუნებული ვარ, "ელიტ ელექტრონიქსს" დავიბრუნებთ" - ანზორ ქოქოლაძის გზა ბიზნესიდან ციხემდე და ციხიდან ახალ ბიზნესამდე
"დარწმუნებული ვარ, "ელიტ ელექტრონიქსს" დავიბრუნებთ" - ანზორ ქოქოლაძის გზა ბიზნესიდან ციხემდე და ციხიდან ახალ ბიზნესამდე

მისი პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა ბიზ­ნეს­ში 20 დო­ლა­რით და­ი­წყო. შემ­დეგ იყო აუ­დიო და ვი­დეო კა­სე­ტე­ბით ვაჭ­რო­ბა ბა­თუ­მის ბაზ­რო­ბა­ზე. შემ­დეგ, კომ­პა­ნია "ელიტ-ელექტრო­ნიქ­სი" და ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წე­ლი­წად­ზე მეტი - "PLITRANEWS"-ის გა­და­ცე­მა "ბიზ­ნეს­პერ­სო­ნამ" ამ­ჯე­რად "ტექ­ნო ბუ­მი­სა" და "ელიტ ელექტრო­ნიქ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბელს, ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძეს უმას­პინ­ძლა.

რო­გო­რია ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძის ბიზ­ნე­სის­ტო­რია და რა­ტომ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი მისი პა­ტიმ­რო­ბის დროს ცი­ხე­ში ბიზ­ნეს­ფო­რუ­მის მო­წყო­ბა, ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ­მა გა­და­ცე­მა "ბიზ­ნეს­პერ­სო­ნა­ში" ისა­უბ­რა.

- ბევ­რის­თვის ალ­ბათ აღ­მო­ჩე­ნა იქ­ნე­ბა ის, რომ თქვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ბიზ­ნეს­ში სულ რა­ღაც 20 დო­ლა­რით და­ი­წყო. რა იყო ეს პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა?

- ჩემი ის­ტო­რია არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი თუ ნა­ხევ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი სხვა ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რი­ის­გან. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, იქ­ნე­ბა ის ბიზ­ნეს­ში, მე­დი­ცი­ნა­ში, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში თუ ნე­ბის­მი­ერ სხვა სფე­რო­ში. ალ­ბათ ყვე­ლა ასე იწყებს, თუ მემ­კვიდ­რე­ო­ბით არ ერგო ან ლა­ტა­რი­ა­ში არ მო­ი­გო. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა ის­ტო­რია მსგავ­სია. ჩემი ის­ტო­რი­აც ანა­ლო­გი­უ­რი იყო. მე არც გა­ჭირ­ვე­ბულ, არც მდი­დარ ოჯახ­ში გავზრდილ­ვარ. სა­შუ­ა­ლო დო­ნის ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბო­ბის პრობ­ლე­მა არ გვქო­ნია, თუმ­ცა არც ზედ­მე­ტი გვქონ­და. მამა ადრე გარ­და­მეც­ვა­ლა, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე ამე­ღო. 5 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით, სამი და მყავ­და, მე უფ­რო­სი ბიჭი ვი­ყა­ვი, აქე­დან მო­დი­ო­და პა­სუ­ხის­მგე­ლო­ბის გრძნო­ბა: 9 წლის უკვე უფ­რო­სი კაცი ვი­ყა­ვი. შუ­ა­ლე­დუ­რი პე­რი­ო­დი არ მქო­ნია. 9 წლი­დან, ში­ნა­გა­ნად, უც­ბად გავ­ხდი 20 წლის. სკო­ლის დროს ბიზ­ნე­სის მი­მართ ბუ­ნებ­რი­ვი გან­წყო­ბა მქონ­და. თუმ­ცა ტერ­მი­ნე­ბი - მარ­კე­ტინ­გი, მე­ნე­ჯმენ­ტი არ ვი­ცო­დი.

- რა საქ­მე და­ი­წყეთ 20 დო­ლა­რით?

- ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ პა­ტა­რა ფირ­მა. ჯი­ხუ­რი გა­ვა­კე­თეთ, სა­დაც სა­ვა­ლუ­ტო ოპე­რა­ცი­ე­ბი იყო, მერე კა­სე­ტე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი და­ვი­წყეთ. სხვა­დას­ხვა მცდე­ლო­ბე­ბი იყო. ეს 20 დო­ლა­რი ფირ­მის რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის გვჭირ­დე­ბო­და. და­ნარ­ჩე­ნი, ბევ­რი არ იყო სა­ჭი­რო.

- პირ­ვე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი გახ­სოვთ?

- 20 დო­ლა­რი ეს დიდი ფული იყო. შე­იძ­ლე­ბა დღეს აღ­ქმა სხვა­ნა­ი­რია. სტუ­დენ­ტის­თვის, რო­მელ­საც 2 დო­ლა­რი ედო ჯი­ბე­ში და ორი თვე ატა­რებ­და, 20 დო­ლა­რი დიდი თან­ხა იყო. იმა­ვე 20 დო­ლა­რით ერთ კვი­რა­ში, შე­იძ­ლე­ბა 100 დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შაო, ეს იყო ძა­ლი­ან დიდი. იმის საფრ­თხე, რომ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით მო­ი­ხიბ­ლო, მა­ღა­ლია. ამას ხაზს იმი­ტომ ვუს­ვამ, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს ამის საფრ­თხე და მეც მქონ­და, მო­ვი­ხიბ­ლე - რა ჭკვი­ა­ნი ვყო­ფილ­ვარ და ეს არ მცოდ­ნია-მეთ­ქი.

როცა ეს შეგ­რძნე­ბა ეუფ­ლე­ბა ადა­მი­ანს, იქ უკვე სრულ­დე­ბა მისი წარ­მა­ტე­ბა. უკვე სა­ცობ­ში მოხ­ვდა. ეს გაკ­ვე­თი­ლი ბევ­რჯერ გა­ვი­ა­რე. არ უნდა გქონ­დეს იმის შეგ­რძნე­ბა, რომ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­ძე­ლი. კარ­გად გა­მო­გი­ვი­და? - ეს ძა­ლი­ან კარ­გია, უფ­ლის შე­წევ­ნა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ვერც ერთ ეტაპ­ზე ეს ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და, ამი­ტომ მთლი­ა­ნად ჩვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და უნა­რებ­ზე არ უნდა მი­ვი­წე­როთ. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვე­ნი მო­ტი­ვა­ცია, ჩვე­ნი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ექი­მი ან პო­ლი­ტი­კო­სი რომ ავი­ღოთ, ყვე­ლა­გან ერთ რა­მეს და­ვი­ნა­ხავთ: მო­ტი­ვა­ცია მა­ღა­ლი ჰქონ­და. წარ­მა­ტე­ბის სა­ერ­თო ნი­შა­ნი მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცი­აა.

- პირ­ვე­ლი წა­გე­ბა, პირ­ვე­ლი ზა­რა­ლი თუ გახ­სოვთ ბიზ­ნეს­ში?

- სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ყო­ვე­ლი მცდე­ლო­ბა იყო წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის კას­კა­დი. პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბის შე­დე­გად ნა­შოვ­ნი სამი ათა­სი დო­ლა­რიც და­ი­კარ­გა სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბის დროს. თუმ­ცა მგო­ნია, რომ ყვე­ლა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა სა­სარ­გებ­ლოა. ყვე­ლა ვარ­დნა არის სა­სარ­გებ­ლო, თუკი ად­გო­მის სურ­ვი­ლი გაქვს. ყვე­ლა­ზე ცუ­დია, როცა ჩა­ვარ­დე­ბი ტა­ლახ­ში და ად­გო­მა აღარ გინ­და. ყვე­ლა ეტაპ­ზე, მად­ლო­ბა უფალს, არ მქო­ნია ის შეგ­რძნე­ბა, რომ წა­ვი­ქე­ცი და რაღა აზრი აქვს ად­გო­მას. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი დიდი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო გერ­მა­ნი­ა­ში, 12 მი­ლი­არ­დი კა­პი­ტა­ლი ჰქონ­და დაგ­რო­ვი­ლი. 72 წლის ასაკ­ში და­კარ­გა 10 მი­ლი­არ­დი. ჩათ­ვა­ლა, რომ მის სი­ცო­ცხლეს აზრი აღარ ჰქონ­და, მა­ტა­რე­ბელს შე­უ­ვარ­და და თავი მო­იკ­ლა. ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან შე­მე­ცო­და, მაგ­რამ 100 წლის ასაკ­შიც, ყვე­ლა­ფე­რი რომ და­კარ­გო და კიდე ერთი იმ­დე­ნი ვალი გქონ­დეს, აზრი ყო­ველ­თვის აქვს. ეს გან­წყო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და როცა რა­ღაც პე­სი­მიზ­მი შე­მე­პა­რე­ბა, ვცდი­ლობ, ეს გან­წყო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ვი­პო­ვო. ძა­ლი­ან მძი­მეა, როცა ვერ აღ­წევ რა­ღაც წარ­მა­ტე­ბას, როცა ვალი გაქვს, როცა მე­ვა­ლე გა­წუ­ხებს - ბუ­ნებ­რი­ვად, ში­ნა­გა­ნად გა­წუ­ხებს, როცა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს და შენ არ ას­რუ­ლებ. მაგ­რამ ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯი გაძ­ლევს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შეგ­რძე­ნაბს, რომ შენ შენი ნა­ბი­ჯით შე­იძ­ლე­ბა სხვა და­ა­ზა­რა­ლო. ეს შეგ­რძნე­ბა ბევ­რჯერ მქო­ნია, ამი­ტომ ყო­ვე­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­დეგ ვფიქ­რობ, რომ ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იზ­რდე­ბა. რას მაძ­ლევს წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა: ერთი, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბას მიზ­რდის, უფრო ფრთხი­ლი უნდა ვიყო. სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ზი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბა გაქვს, მაგ­რამ სხვა არ უნდა და­ა­ზი­ა­ნო. მე­ო­რე, გაძ­ლევს გა­მოც­დი­ლე­ბას - სად და­უშ­ვი შეც­დო­მა, რომ ის გა­მო­ას­წო­რო. თუმ­ცა, შეც­დო­მე­ბი ნაკ­ლე­ბად მე­ორ­დე­ბა. ერთი და იგი­ვე მოვ­ლე­ნა არ მე­ორ­დე­ბა. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა და გან­სხვა­ვე­ბულ პე­რი­ოდ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა გი­წევს.

- ამ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­დეგ იყო "ელიტ-ელექტრო­ნიქ­სი"? თუ მა­ნამ­დეც იყო გარ­კვე­უ­ლი მცდე­ლო­ბე­ბი, პა­ტარ-პა­ტა­რა ბიზ­ნე­სე­ბი, სა­ნამ ელიტ-ელექტრო­ნიქ­სის და­ფუძ­ნე­ბამ­დე მიხ­ვი­დო­დით?

- რო­დე­საც მოს­კოვ­ში ვსწავ­ლობ­დი, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბე­ბის შემ­დეგ, 1996 წელს და­ვა­ფუძ­ნეთ, როცა უკვე დაგ­რო­ვი­ლი იყო 2-3 ათას დო­ლა­რამ­დე ვალი, და­ვი­წყეთ აუ­დიო კა­სე­ტე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა მოს­კო­ვი­დან. პა­ტა­რა მა­გი­და გვქონ­და და ვყი­დი­დით ბა­თუ­მის ბაზ­რო­ბა­ზე. ეს იყო "ელიტ-ელექტრო­ნიქ­სის" და­ფუძ­ნე­ბის სა­წყი­სი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"დარწმუნებული ვარ, "ელიტ ელექტრონიქსს" დავიბრუნებთ" - ანზორ ქოქოლაძის გზა ბიზნესიდან ციხემდე და ციხიდან ახალ ბიზნესამდე

"დარწმუნებული ვარ, "ელიტ ელექტრონიქსს" დავიბრუნებთ" - ანზორ ქოქოლაძის გზა ბიზნესიდან ციხემდე და ციხიდან ახალ ბიზნესამდე

მისი პირველი მცდელობა ბიზნესში 20 დოლარით დაიწყო. შემდეგ იყო აუდიო და ვიდეო კასეტებით ვაჭრობა ბათუმის ბაზრობაზე. შემდეგ, კომპანია "ელიტ-ელექტრონიქსი" და ციხეში გატარებული წელიწადზე მეტი - "PLITRANEWS"-ის გადაცემა "ბიზნესპერსონამ" ამჯერად "ტექნო ბუმისა" და "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელს, ანზორ ქოქოლაძეს უმასპინძლა.

როგორია ანზორ ქოქოლაძის ბიზნესისტორია და რატომ იყო შესაძლებელი მისი პატიმრობის დროს ციხეში ბიზნესფორუმის მოწყობა, ამის შესახებ ბიზნესმენმა გადაცემა "ბიზნესპერსონაში" ისაუბრა.

- ბევრისთვის ალბათ აღმოჩენა იქნება ის, რომ თქვენი პირველი ნაბიჯები ბიზნესში სულ რაღაც 20 დოლარით დაიწყო. რა იყო ეს პირველი მცდელობა?

- ჩემი ისტორია არაფრით განსხვავდება წარმატებული თუ ნახევრად წარმატებული სხვა ადამიანის ისტორიისგან. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ის ბიზნესში, მედიცინაში, ჟურნალისტიკაში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. ალბათ ყველა ასე იწყებს, თუ მემკვიდრეობით არ ერგო ან ლატარიაში არ მოიგო. სხვა შემთხვევაში ყველა ისტორია მსგავსია. ჩემი ისტორიაც ანალოგიური იყო. მე არც გაჭირვებულ, არც მდიდარ ოჯახში გავზრდილვარ. საშუალო დონის ოჯახში გავიზარდე, ყოველ შემთხვევაში არსებობის პრობლემა არ გვქონია, თუმცა არც ზედმეტი გვქონდა. მამა ადრე გარდამეცვალა, ამიტომ იძულებული ვიყავი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო. 5 დედმამიშვილი ვიყავით, სამი და მყავდა, მე უფროსი ბიჭი ვიყავი, აქედან მოდიოდა პასუხისმგელობის გრძნობა: 9 წლის უკვე უფროსი კაცი ვიყავი. შუალედური პერიოდი არ მქონია. 9 წლიდან, შინაგანად, უცბად გავხდი 20 წლის. სკოლის დროს ბიზნესის მიმართ ბუნებრივი განწყობა მქონდა. თუმცა ტერმინები - მარკეტინგი, მენეჯმენტი არ ვიცოდი.

- რა საქმე დაიწყეთ 20 დოლარით?

- ჩამოვაყალიბეთ პატარა ფირმა. ჯიხური გავაკეთეთ, სადაც სავალუტო ოპერაციები იყო, მერე კასეტების გაყიდვები დავიწყეთ. სხვადასხვა მცდელობები იყო. ეს 20 დოლარი ფირმის რეგისტრაციისთვის გვჭირდებოდა. დანარჩენი, ბევრი არ იყო საჭირო.

- პირველი შემოსავალი გახსოვთ?

- 20 დოლარი ეს დიდი ფული იყო. შეიძლება დღეს აღქმა სხვანაირია. სტუდენტისთვის, რომელსაც 2 დოლარი ედო ჯიბეში და ორი თვე ატარებდა, 20 დოლარი დიდი თანხა იყო. იმავე 20 დოლარით ერთ კვირაში, შეიძლება 100 დოლარი გამოიმუშაო, ეს იყო ძალიან დიდი. იმის საფრთხე, რომ საკუთარი შესაძლებლობებით მოიხიბლო, მაღალია. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ყველა ადამიანს აქვს ამის საფრთხე და მეც მქონდა, მოვიხიბლე - რა ჭკვიანი ვყოფილვარ და ეს არ მცოდნია-მეთქი.

როცა ეს შეგრძნება ეუფლება ადამიანს, იქ უკვე სრულდება მისი წარმატება. უკვე საცობში მოხვდა. ეს გაკვეთილი ბევრჯერ გავიარე. არ უნდა გქონდეს იმის შეგრძნება, რომ რაღაც განსაკუთრებულად შეძელი. კარგად გამოგივიდა? - ეს ძალიან კარგია, უფლის შეწევნა რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ მთლიანად ჩვენს შესაძლებლობებსა და უნარებზე არ უნდა მივიწეროთ. ბუნებრივია, ჩვენი მოტივაცია, ჩვენი ბრძოლისუნარიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და ნებისმიერი წარმატებული ჟურნალისტი, ექიმი ან პოლიტიკოსი რომ ავიღოთ, ყველაგან ერთ რამეს დავინახავთ: მოტივაცია მაღალი ჰქონდა. წარმატების საერთო ნიშანი მაღალი მოტივაციაა.

- პირველი წაგება, პირველი ზარალი თუ გახსოვთ ბიზნესში?

- სტუდენტობის პერიოდში ყოველი მცდელობა იყო წარუმატებლობის კასკადი. პირველი წარმატების შედეგად ნაშოვნი სამი ათასი დოლარიც დაიკარგა სხვადასხვა ბიზნესის წამოწყების დროს. თუმცა მგონია, რომ ყველა წარუმატებლობა სასარგებლოა. ყველა ვარდნა არის სასარგებლო, თუკი ადგომის სურვილი გაქვს. ყველაზე ცუდია, როცა ჩავარდები ტალახში და ადგომა აღარ გინდა. ყველა ეტაპზე, მადლობა უფალს, არ მქონია ის შეგრძნება, რომ წავიქეცი და რაღა აზრი აქვს ადგომას. მაგალითად, ერთ-ერთი დიდი ბიზნესმენი იყო გერმანიაში, 12 მილიარდი კაპიტალი ჰქონდა დაგროვილი. 72 წლის ასაკში დაკარგა 10 მილიარდი. ჩათვალა, რომ მის სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა, მატარებელს შეუვარდა და თავი მოიკლა. ბუნებრივია, ძალიან შემეცოდა, მაგრამ 100 წლის ასაკშიც, ყველაფერი რომ დაკარგო და კიდე ერთი იმდენი ვალი გქონდეს, აზრი ყოველთვის აქვს. ეს განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და როცა რაღაც პესიმიზმი შემეპარება, ვცდილობ, ეს განწყობის საფუძველი ვიპოვო. ძალიან მძიმეა, როცა ვერ აღწევ რაღაც წარმატებას, როცა ვალი გაქვს, როცა მევალე გაწუხებს - ბუნებრივად, შინაგანად გაწუხებს, როცა ვალდებულება გაქვს და შენ არ ასრულებ. მაგრამ ყოველი მომდევნო ნაბიჯი გაძლევს პასუხისმგებლობის შეგრძენაბს, რომ შენ შენი ნაბიჯით შეიძლება სხვა დააზარალო. ეს შეგრძნება ბევრჯერ მქონია, ამიტომ ყოველი წარუმატებლობის შემდეგ ვფიქრობ, რომ ჩემი პასუხისმგებლობა იზრდება. რას მაძლევს წარუმატებლობა: ერთი, რომ პასუხისმგებლობის გრძნობას მიზრდის, უფრო ფრთხილი უნდა ვიყო. საკუთარი თავის დაზიანების უფლება გაქვს, მაგრამ სხვა არ უნდა დააზიანო. მეორე, გაძლევს გამოცდილებას - სად დაუშვი შეცდომა, რომ ის გამოასწორო. თუმცა, შეცდომები ნაკლებად მეორდება. ერთი და იგივე მოვლენა არ მეორდება. განსხვავებული მოვლენაა და განსხვავებულ პერიოდში განსხვავებული ნაბიჯის გადადგმა გიწევს.

- ამ წარუმატებლობის შემდეგ იყო "ელიტ-ელექტრონიქსი"? თუ მანამდეც იყო გარკვეული მცდელობები, პატარ-პატარა ბიზნესები, სანამ ელიტ-ელექტრონიქსის დაფუძნებამდე მიხვიდოდით?

- როდესაც მოსკოვში ვსწავლობდი, წარუმატებლობების შემდეგ, 1996 წელს დავაფუძნეთ, როცა უკვე დაგროვილი იყო 2-3 ათას დოლარამდე ვალი, დავიწყეთ აუდიო კასეტების გამოგზავნა მოსკოვიდან. პატარა მაგიდა გვქონდა და ვყიდიდით ბათუმის ბაზრობაზე. ეს იყო "ელიტ-ელექტრონიქსის" დაფუძნების საწყისი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია