სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მამუკა ღლონტი - არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო სახელწოდება ”მაესტრო”
მამუკა ღლონტი - არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო სახელწოდება ”მაესტრო”

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მუ­კა ღლონ­ტი არ აპი­რებს, სა­ხელ­წო­დე­ბა "მა­ესტრო" ვინ­მეს და­უთ­მოს.

"ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვა­ცხა­დებ, რომ "მა­ესტროს" გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ში მე არ წარ­მო­ვად­გენ არც ერთ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რეს, ასე­ვე არ არ­სე­ბობს თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც კი იმი­სა, რომ მე გავ­ყი­დო ჩემს მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 6.25% წილი. "მა­ესტროს" სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რომ­ლი­თაც ასე ამა­ყო­ბენ "მა­ესტროს" ახა­ლი თუ ძვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლი­თაც სა­მარ­თლი­ა­ნად სარ­გებ­ლობს მა­ყუ­რე­ბე­ლი, მო­პო­ვე­ბუ­ლი და დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია ჩემი და ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის პრინ­ცი­პუ­ლი ბრძო­ლი­სა და თავ­და­დე­ბის შე­დე­გად.

მე არ ვა­პი­რებ მა­ტე­რი­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბად ვაქ­ციო ის, რაც ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. მე არ ვა­პი­რებ ვინ­მეს და­ვუთ­მო სა­ხელ­წო­დე­ბა "მა­ესტრო". და თუ სა­ხელ­მწი­ფო ან ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, რო­მელ­თაც ჩემ­ზე მეტი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ან რამე სხვა სა­შუ­ა­ლე­ბი აქვთ, იძა­ლა­დებს ჩემ­ზე და უსა­მარ­თლოდ წა­მარ­თმევს ამას ყვე­ლა­ფერს, ისი­ნი მო­ი­პო­ვე­ბენ გა­მარ­ჯვე­ბას მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ ბრძო­ლა­ში, ომს ვე­რას­დროს მო­ი­გებს მო­ძა­ლა­დე", - წერს მა­მუ­კა ღლონ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვის გვერ­დზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მამუკა ღლონტი - არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო სახელწოდება ”მაესტრო”

მამუკა ღლონტი - არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო სახელწოდება ”მაესტრო”

ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი არ აპირებს, სახელწოდება "მაესტრო" ვინმეს დაუთმოს.

"ოფიციალურად ვაცხადებ, რომ "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებში მე არ წარმოვადგენ არც ერთ დაპირისპირებულ მხარეს, ასევე არ არსებობს თეორიული შანსიც კი იმისა, რომ მე გავყიდო ჩემს მფლობელობაში არსებული 6.25% წილი. "მაესტროს" სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომლითაც ასე ამაყობენ "მაესტროს" ახალი თუ ძველი ჟურნალისტები, რომლითაც სამართლიანად სარგებლობს მაყურებელი, მოპოვებული და დამკვიდრებულია ჩემი და ჩემი თანამებრძოლების პრინციპული ბრძოლისა და თავდადების შედეგად.

მე არ ვაპირებ მატერიალურ ღირებულებად ვაქციო ის, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო სახელწოდება "მაესტრო". და თუ სახელმწიფო ან ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ჩემზე მეტი მატერიალური ან რამე სხვა საშუალები აქვთ, იძალადებს ჩემზე და უსამართლოდ წამართმევს ამას ყველაფერს, ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას მხოლოდ კონკრეტულ ბრძოლაში, ომს ვერასდროს მოიგებს მოძალადე", - წერს მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები