კუნილინგუსი ყელის სიმსივნის გაჩენის საფრთხეს ზრდის

კუნილინგუსი ყელის სიმსივნის გაჩენის საფრთხეს ზრდის

დღემდე ითვლებოდა, რომ ლარინგული სიმსივნის რისკის ქვეშ მწეველები და სმის მოყვარულები იყვნენ. როდესაც ხორხის ონკოლოგია მაიკლ დუგლასს დაუდგინეს და მიზეზად მან ორალური სექსი დაასახელა, ბევრმა ეს მსახიობის ფანტაზიას მიაწერა.

ახალმა აღმოჩენამ, რომელიც 97 000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევის შედეგად გაკეთდა, ცხადყო, რომ ორალური სექსი ძლიერ ზრდის ლარინგული სიმსივნის გაჩენის რისკს.

როდესაც პირველად ჩატარდა კვლევები, კვლევაში მონაწილეებს სიმსივნის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ, მორიგი გამოკვლევის შემდეგ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 132 ადამიანს ყელის კიბო ჰქონდა.

კარგი ამბავი ის არის, რომ ვაქცინაციით შეიძლება მისი წარმოქმნის აღმოფხვრა. დაავადებას ორალური შემოწმების შედეგად ადგენენ.

შეგახსენებთ, 2013 წელს მსახიობმა მაიკლ დუგლასმა ყელის კიბოს გაჩენის მიზეზად ორალური სექსი დაასახელა. როდესაც მას დიაგნოზი დაუსვეს, ახალგაზრდობაში სასმელთან და სიგარეტთან მის მეგობრობას დააბრალეს დაავადება. ჟურნალისტების კითხვაზე, ნანობდა თუ არა დუგლასი, რომ ამდენი წელი სვამდა და ეწეოდა, დუგლასმა განაცხადა: "არა, არ ვნანობ. არ მინდა დეტალებში ჩაძიება, მაგრამ ჩემი ყელის სიმსივნის მიზეზი კუნილინგუსია".

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

სკანდალური ვიდეოჩანაწერი, ნარკოტიკები და პრობლემები პოლიციასთან - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბაიდენების ერთადერთი ქალიშვილი

ჩაუშესკუს სასახლე 1100 ოთახით და 5-ტონიანი ჭაღით: მშენებლობა, დაახლოებით, 3 მილიარდი ევრო დაჯდა და მასში დიქტატორს ცხოვრება არ დასცალდა (+ ფოტოები)

"რაღაც სიცოცხლის ნაპერწკალი იყო, მაგის იმედი გვაქვს" - როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა