სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საპატრიარქო შს მინისტრს თხოვნით მიმართავს, ყოფილ ტრანსგენდერს გიორგი ტატიშვილს გამოუყოს დაცვა
საპატრიარქო შს მინისტრს თხოვნით მიმართავს, ყოფილ ტრანსგენდერს გიორგი ტატიშვილს გამოუყოს დაცვა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილს თხოვ­ნით მი­მარ­თავს, მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი ტა­ტიშ­ვილს, რო­მელ­მაც ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, დრო­უ­ლად გა­მო­უ­ყოს დაც­ვა. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­აქ­როს გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

იხი­ლეთ ვი­დეო

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი ტა­ტიშ­ვილ­მა (იგი ამ­ჟა­მად ამ სა­ხე­ლით არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი) სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში შე­ი­ტა­ნა სარ­ჩე­ლი, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო მიზ­ნად ისა­ხავს ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბას.

იგი თვი­თონ არის ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მათი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი (გა­ნურ­ჩევ­ლად ეროვ­ნე­ბი­სა და რწმე­ნი­სა) რო­გორ უარ­ყო­ფი­თად არის გან­წყო­ბი­ლი ასეთ კა­ნონ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამი­ტო­მაც არის სა­შიშ­რო­ე­ბა იმი­სა, რომ გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პრო­ვო­ცი­რე­ბი­სათ­ვის და გი­ორ­გი ტა­ტიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­ექ­მნას.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ­თვის და­საგ­მო­ბია და ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი მისი ეს ნა­ბი­ჯი (მით უმე­ტეს კა­ნო­ნის მი­ღე­ბა), მი­უ­ღე­ბე­ლია ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბაც, და, რა თქმა უნდა, ძა­ლა­დო­ბის უმ­ძი­მე­სი ფორ­მით გა­მოვ­ლე­ნა.

ამი­ტო­მაც თხოვ­ნით მივ­მარ­თავთ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს აღ­ნიშ­ნუ­ლი და გი­ორ­გი ტა­ტიშ­ვილს, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, დრო­უ­ლად გა­მო­უ­ყოს დაც­ვა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­ორ­გი ტა­ტიშ­ვი­ლი იგი­ვე "მა­ცა­ცო" ყო­ფი­ლი ტრანსგენ­დე­რია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საპატრიარქო შს მინისტრს თხოვნით მიმართავს, ყოფილ ტრანსგენდერს გიორგი ტატიშვილს გამოუყოს დაცვა

საპატრიარქო შს მინისტრს თხოვნით მიმართავს, ყოფილ ტრანსგენდერს გიორგი ტატიშვილს გამოუყოს დაცვა

საქართველოს საპატრიარქო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს თხოვნით მიმართავს, მოქალაქე გიორგი ტატიშვილს, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, უსაფრთხოების მიზნით, დროულად გამოუყოს დაცვა. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიაქროს განცხადებაში, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

იხილეთ ვიდეო

"როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა (იგი ამჟამად ამ სახელით არის დარეგისტრირებული) საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელიც საბოლოო მიზნად ისახავს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.

იგი თვითონ არის ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელი და მათი უფლებადამცველი.

მოგეხსენებათ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (განურჩევლად ეროვნებისა და რწმენისა) როგორ უარყოფითად არის განწყობილი ასეთ კანონთან მიმართებაში. ამიტომაც არის საშიშროება იმისა, რომ გარკვეული ძალების მიერ ეს მდგომარეობა იქნას გამოყენებული პროვოცირებისათვის და გიორგი ტატიშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის დასაგმობია და ყოვლად მიუღებელი მისი ეს ნაბიჯი (მით უმეტეს კანონის მიღება), მიუღებელია ძალადობრივი ქმედებაც, და, რა თქმა უნდა, ძალადობის უმძიმესი ფორმით გამოვლენა.

ამიტომაც თხოვნით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გაითვალისწინოს აღნიშნული და გიორგი ტატიშვილს, უსაფრთხოების მიზნით, დროულად გამოუყოს დაცვა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ტატიშვილი იგივე "მაცაცო" ყოფილი ტრანსგენდერია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია