ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს H1N1 ვირუსით 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა, პაციენტი საავადმყოფოში 27 იანვარს შეიყვანეს და მას H1N1-ის დიაგნოზი დაუსვეს.
მისივე ინფორმაციით, მამაკაცი გალის რაიონის მცხოვრებია.
დღემდე გრიპით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის 267 შემთხვევა, საიდანაც უმეტესობა, 257 შემთხვევა H1N1 ვირუსზე მოდის, დანარჩენი კი, H3N1-ია.