სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სოფელ ტიმოთესუბანში ბიძინა კუჭავას სახლს ჩხრეკენ
სოფელ ტიმოთესუბანში ბიძინა კუჭავას სახლს ჩხრეკენ

ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ტი­მო­თე­სუ­ბან­ში გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩხრე­კას კუ­ჭა­ვას ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ნა­თია კორ­კო­ტა­ძე და გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბი­ან. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი გა­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

ჩხრე­კის და­წყე­ბამ­დე ად­ვო­კატ­სა და გა­მომ­ძი­ე­ბელს შო­რის კა­მა­თი მოხ­და. ად­ვო­კა­ტი ნა­თია კორ­კო­ტა­ძე აცხა­დებს, რომ გან­ჩი­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც 2016 წლის 6 თე­ბერ­ვლი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი, წე­რია, რომ სახ­ლის შე­სას­ვლე­ლი ნა­წი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გუ­შინ ჩა­ტარ­და. ად­ვო­კა­ტი და გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე სწო­რედ ამ ფაქტს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ თუ დღეს ჩხრე­კის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოჯახს აც­ნო­ბეს, გუ­შინ რა­ტომ არ მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია ტი­მო­თე­სუ­ბან­ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის შე­სას­ვლე­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ზე და ამ პრო­ცესს რა­ტომ არ და­ას­წრეს ად­ვო­კა­ტი ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ტი­მო­თე­სუ­ბან­ში მდე­ბა­რე აგა­რა­კის ჩხრე­კა, ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია კორ­კო­ტა­ძეს და ნი­კო­ლო­ზაშ­ვილს არ გა­აჩ­ნი­ათ. ად­გილ­ზე მყო­ფი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ. ჩხრე­კის სა­მუ­შა­ო­ებს ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ატა­რე­ბენ.

აღ­ნიშ­ნულ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს კუ­ჭა­ვე­ბის ოჯა­ხი და­ახ­ლო­ე­ბით 10 წე­ლია ფლობს. მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ბო­ლოს აგა­რაკს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე სტუმ­რობ­და, როცა ბა­კუ­რი­ან­ში მყო­ფი შვი­ლის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად მი­დი­ოდ­ნენ და ტი­მო­თე­სუ­ბან­შიც სახ­ლის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად გა­ი­ა­რეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სოფელ ტიმოთესუბანში ბიძინა კუჭავას სახლს ჩხრეკენ

სოფელ ტიმოთესუბანში ბიძინა კუჭავას სახლს ჩხრეკენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბანში გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს. ჩხრეკას კუჭავას ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე და გარდაცვლილის მეუღლე მარინა ნიკოლოზაშვილი ესწრებიან. საცხოვრებელი სახლი გადაცვლილის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული.

ჩხრეკის დაწყებამდე ადვოკატსა და გამომძიებელს შორის კამათი მოხდა. ადვოკატი ნათია კორკოტაძე აცხადებს, რომ განჩინებაში, რომელიც 2016 წლის 6 თებერვლითაა დათარიღებული, წერია, რომ სახლის შესასვლელი ნაწილის დათვალიერება გუშინ ჩატარდა. ადვოკატი და გარდაცვლილის მეუღლე სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ თუ დღეს ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით ოჯახს აცნობეს, გუშინ რატომ არ მიაწოდეს ინფორმაცია ტიმოთესუბანში მდებარე საცხოვრებელი სახლის შესასვლელის დათვალიერებაზე და ამ პროცესს რატომ არ დაასწრეს ადვოკატი ან ოჯახის წევრები.

რაც შეეხება იმას, კონკრეტულად რომელ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს ტიმოთესუბანში მდებარე აგარაკის ჩხრეკა, ამის თაობაზე ინფორმაცია კორკოტაძეს და ნიკოლოზაშვილს არ გააჩნიათ. ადგილზე მყოფი სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ. ჩხრეკის სამუშაოებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები ატარებენ.

აღნიშნულ საცხოვრებელ სახლს კუჭავების ოჯახი დაახლოებით 10 წელია ფლობს. მარინა ნიკოლოზაშვილის განცხადებით, მეუღლესთან ერთად ბოლოს აგარაკს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სტუმრობდა, როცა ბაკურიანში მყოფი შვილის მოსანახულებლად მიდიოდნენ და ტიმოთესუბანშიც სახლის დასათვალიერებლად გაიარეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ