სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ასეთი იქნება განახლებული აღმაშენებლის გამზირი - დედაქალაქში მასშტაბური პროექტი "ახალი ტფილისი" იწყება
ასეთი იქნება განახლებული აღმაშენებლის გამზირი - დედაქალაქში მასშტაბური პროექტი "ახალი ტფილისი" იწყება

"დღეს ახა­ლი თბი­ლი­სის ახა­ლი ერა იწყე­ბა" - ამის შე­სა­ხებ ქა­ლა­ქის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ "ახა­ლი ტფი­ლი­სის" პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 45 შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა სრუ­ლად იქ­ნე­ბა რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი.

"ეს არის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის, მა­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ედ­ნი­დან ზა­არბრუ­კე­ნის მო­ედ­ნამ­დე. იქ სა­დაც გა­მაგ­რე­ბაა სა­ჭი­რო, გა­მაგრდე­ბა შე­ნო­ბე­ბი, მო­წეს­რიგ­დე­ბა ფა­სა­დე­ბი, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი გამ­წვან­დე­ბა, კე­თილ­მო­ე­წყო­ბა, თუმ­ცა მხო­ლოდ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებს არ ეხე­ბა აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე და­გეგ­მი­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ასე­ვე მოხ­დე­ბა მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სრუ­ლად გა­მოც­ვლა, მო­ე­წყო­ბა ტრო­ტუ­ა­რე­ბი, და­ი­გე­ბა გზის სა­ფა­რი და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ეს სივ­რცე­ე­ბი იქ­ნე­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის", - აცხა­დებს თბი­ლი­სის მერი.

იხი­ლეთ ვი­დეო

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რე

მი­სი­ვე თქმით, პრო­ექ­ტი მხო­ლოდ აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირს არ მო­ი­ცავს, მშრა­ლი ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აც ამ პრო­ექ­ტის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

"მო­წეს­რიგ­დე­ბა დე­და­ე­ნის ბაღი, 9 მარ­ტის ბაღი, ამ ბა­ღებს შო­რის კავ­ში­რი მოხ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი გვი­რა­ბის და გა­ლე­რი­ის მო­წყო­ბით. ასე­ვე მო­ე­წყო­ბა დახ­ლე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც იქ დგა­ნან და სხვა­დას­ხვა სა­ხის ნივ­თე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. ხიდი და მიმ­დე­ბა­რე შე­ნო­ბა ნა­გე­ბო­ბი სრუ­ლად იქ­ნე­ბა აღ­დგე­ნი­ლი. მარ­თლაც მას­შტა­ბურ და მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტთან გვაქვს საქ­მე. ამ მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ე­ბის 200-მდე ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი. სა­მუ­შა­ო­ე­ბის პრო­ცე­სი 800-მდე ადა­მი­ა­ნი და­საქმდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

ამას­თან, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, კერ­ძოდ, ფოს­ტის ყო­ფი­ლი შე­ნო­ბი­დან ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ედ­ნამ­დე შე­საძ­ლოა მხო­ლოდ სა­ფეხ­მავ­ლო გახ­დეს. "ეს სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყდე­ბა მას შემ­დეგ, რაც მარ­შუ­ტე­ბი გა­და­ლად­გე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ქუ­ჩებ­ზე. მშე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და ესეც გვიჩ­ვე­ნებს თუ რამ­დე­ნად გა­და­ლაგ­დე­ბა ტრან­სპორ­ტი სხვა პა­რა­ლე­ლურ ქუ­ჩებ­ზე. სა­ფეხ­მავ­ლო ნა­წილ­ზე გან­თავ­სდე­ბა ღია კა­ფე­ე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ქა­ლა­ქის მერ­მა.

აღ­მა­შე­ნებ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ის სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, რო­მელ­მაც გამ­ზი­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი წინა წლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტზე "ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" წევ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი "ინ-სი" და "დაგი" იმუ­შა­ვე­ბენ. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა 2011 წლის ბო­ლოს იგეგ­მე­ბა.

New Tpilisi – Renovation project launched to transform the capital of Georgia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ასეთი იქნება განახლებული აღმაშენებლის გამზირი - დედაქალაქში მასშტაბური პროექტი "ახალი ტფილისი" იწყება

ასეთი იქნება განახლებული აღმაშენებლის გამზირი - დედაქალაქში მასშტაბური პროექტი "ახალი ტფილისი" იწყება

"დღეს ახალი თბილისის ახალი ერა იწყება" - ამის შესახებ ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ "ახალი ტფილისის" პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. პროექტის ფარგლებში 45 შენობა-ნაგებობა სრულად იქნება რესტავრირებული.

"ეს არის რეაბილიტაცია აღმაშენებლის გამზირის, მაჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე. იქ სადაც გამაგრებაა საჭირო, გამაგრდება შენობები, მოწესრიგდება ფასადები, მიმდებარე ტერიტორიები გამწვანდება, კეთილმოეწყობა, თუმცა მხოლოდ შენობა-ნაგებობებს არ ეხება აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილი სამუშაოები. ასევე მოხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად გამოცვლა, მოეწყობა ტროტუარები, დაიგება გზის საფარი და რაც ყველაზე მთავარია, ეს სივრცეები იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის", - აცხადებს თბილისის მერი.

იხილეთ ვიდეო

დაათვალიერეთ ფოტოგალერე

მისივე თქმით, პროექტი მხოლოდ აღმაშენებლის გამზირს არ მოიცავს, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაც ამ პროექტის შემადგენელი ნაწილია.

"მოწესრიგდება დედაენის ბაღი, 9 მარტის ბაღი, ამ ბაღებს შორის კავშირი მოხდება სპეციალური გვირაბის და გალერიის მოწყობით. ასევე მოეწყობა დახლები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იქ დგანან და სხვადასხვა სახის ნივთების რეალიზაციით არიან დაკავებულები. ხიდი და მიმდებარე შენობა ნაგებობი სრულად იქნება აღდგენილი. მართლაც მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტთან გვაქვს საქმე. ამ მოსამზადებელ სამუშაოების 200-მდე ადამიანი იყო ჩართული. სამუშაოების პროცესი 800-მდე ადამიანი დასაქმდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, აღმაშენებლის გამზირის გარკვეული ნაწილი, კერძოდ, ფოსტის ყოფილი შენობიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე შესაძლოა მხოლოდ საფეხმავლო გახდეს. "ეს საბოლოოდ გადაწყდება მას შემდეგ, რაც მარშუტები გადალადგება ალტერნატიულ ქუჩებზე. მშენებლობის პერიოდში გარკვეული შეზღუდვები ტრანსპორტის გადაადგილებაზე იქნება და ესეც გვიჩვენებს თუ რამდენად გადალაგდება ტრანსპორტი სხვა პარალელურ ქუჩებზე. საფეხმავლო ნაწილზე განთავსდება ღია კაფეები", - აღნიშნა ქალაქის მერმა.

აღმაშენებლის რეაბილიტაციას ის სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რომელმაც გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები წინა წლებში განახორციელა. თბილისის მერიის ინფორმაციით, "თბილისის განვითარების ფონდის" მასშტაბურ პროექტზე "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" წევრი კომპანიები "ინ-სი" და "დაგი" იმუშავებენ. რეაბილიტაციის დასრულება 2011 წლის ბოლოს იგეგმება.

New Tpilisi – Renovation project launched to transform the capital of Georgia

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია