ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ქუთაისში, ქუჩაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge იუწყება, შემთხვევა ანჯაფარიძის ქუჩაზე, წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ჩამომხრჩვალი მამაკაცის ცხედარი ამავე ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა დილით, სახლიდან გამოსვლის შემდეგ აღმოაჩინეს. მომხდარის შესახებ ადგილობრივებმა საპატრულო პოლიციას შეატყობინეს. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა