"გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგია აუცილებლად გაძვირდება"

"გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგია აუცილებლად გაძვირდება"

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც უცხოელი ინვესტორის შემოსვლას უარყოფითად ხვდებიან. ეს მაშინ, როცა უცხოური ინვესტიცია ქვეყნის განვითარების უპირველესი ნიშანია

საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგში - ენერგეტიკაში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივებზე "ბიზნესპრესნიუსი" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ილია ელოშვილს ესაუბრა.

- საქართველო არ არის დიდი სახელმწიფო, მაგრამ ელექტროენერგიის მოხმარება ჩვენთან ყოველწლიურად 5%-ით იზრდება. ეს ზრდა ბოლო ათი წლის განმავლობაში შეინიშნება და ძალიან კარგია, რადგან ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე მიანიშნებს. მიუხედავად ამისა, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს ევროპულ ქვეყნებს შორის, რაც პირდაპირი მაჩვენებელია ჩვენი სიღარიბის. მაგალითისათვის: ნორვეგიაში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა წელიწადში 16 ათასი კვტ/საათია, საქართველოში კი - 2 ათასი კვტ/საათი. ეს პირდაპირ გამოხატავს, რომ ნორვეგია ჩვენზე განვითარებული სახელმწიფოა. იმისათვის, რომ ელექტროენერგიაზე ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ, არსებობს სამი წყარო - ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები და იმპორტი. ჰიდროელექტროსადგურების წყარო არის ჩვენი, ადგილობრივი რესურსი, თბოსადგურებში იმპორტირებულ გაზს ვიყენებთ და გვრჩება მესამე, ყველაზე სახიფათო გზა - ეს არის იმპორტი. გასულ წელს იმპორტის რაოდენობა 800 მლნ. კვტ/საათი იყო და თუ მოთხოვნა ყოველ წელიწადს 5%-ით გაიზარდა, 5-6 წელიწადში სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ პრობლემის თავიდან აცილება?

- ერთადერთი გზა, რომ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მდგომარეობაზე არ ვიყოთ ჩამოკიდებული, არის ის, რომ ქვეყანამ საკუთარი გენერაციის წყაროები განავითაროს. ეს არის პროცესი, რომელიც სერიოზულ დაგეგმვას საჭიროებს. აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა იმისთვის, რომ ახალი გენერაციის ობიექტები - თბოსადგურები და ჰიდროელექტროსადგურები ავაგოთ. უახლოეს 2-3 წელიწადში, ჩვენი გათვლებით, უნდა ავაშენოთ 500 მეგავატი სიმძლავრის თბოსადგურები, ამასთან, უნდა ავამუშავოთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დიდი ჰესები: ხუდონი, ნამახვანი, ნენსკრა და ა.შ... ამ ჰესების მშენებლობა დაახლოებით 6-7 წელიწადს წაიღებს. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 2000-2500 მეგავატი სიმძლავრე იმისთვის, რომ ზამთრის და შემოდგომის პერიოდში იმპორტი ჩავანაცვლოთ. ამისათვის მცირე და საშუალო ჰესებიც უნდა ავაგოთ. გარდა ამისა, ჩვენ განვავითარებთ რამდენიმე ასეულ მეგავატ ქარის ენერგიას - ეს ყველაფერი ერთად - იმის საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს და მომავალში სრული ქაოსის პირობებში არ მოგვიხდეს ცხოვრება.

- ბატონო ილია, ბუნების ძალიან ბევრ დამცველს დიდი ჰესების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს - ამტკიცებენ, რომ მათი არსებობა უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ბუნებაზე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია