სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბაია გადაბაძე - ძმები გაჩეჩილაძეები "მაესტროს" შენობაში ვერ შევლენ, რადგან ის მაკა ასათიანს ეკუთვნის
ბაია გადაბაძე - ძმები გაჩეჩილაძეები "მაესტროს" შენობაში ვერ შევლენ, რადგან ის მაკა ასათიანს ეკუთვნის

სა­ჯა­რო რე­ესტრი პარტნი­ორ­თა კრე­ბის მიერ "მა­ესტროს" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ბაია გა­და­ბა­ძის მო­თხოვ­ნას, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს გა­ნი­ხი­ლავს. გა­და­ბა­ძე მო­ი­თხოვს, რომ სა­ჯა­რო რე­ესტრმა არ და­ა­რე­გის­ტრი­როს "მა­ესტროს" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ცვლი­ლე­ბა, ვიდ­რე პრო­ცეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლი ბო­ლომ­დე არ გა­ირ­კვე­ბა.

ამას­თან, გა­და­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ძმე­ბი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ ვერ შევ­ლენ, რად­გან შე­ნო­ბა მათი სა­კუთ­რე­ბა არ არის. მი­სი­ვე თქმით, შე­ნო­ბა მაკა ასა­თი­ანს ეკუთ­ვნის.

"ეჭვი მაქვს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბის მცდე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ეს გავ­ლე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი, რად­გან სა­არ­ჩევ­ნო წე­ლია. თუ სტუმ­რად მოვა გა­და­ცე­მა­ში ან ჩემ­თან მოვა სა­ლა­პა­რა­კოდ, მას შე­მო­უშ­ვე­ბენ, თუმ­ცა, თუ ის შე­მო­ვა შე­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც მას არ ეკუთ­ვნის, ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­მარ­თა­ვად, ეს უკა­ნო­ნო იქ­ნე­ბა და იმე­დი მაქვს არ წავა ამა­ზე ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი", - გა­ნა­ცხა­და გა­და­ბა­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­და­ბა­ძე "მა­ესტროს" პარტნი­ორ­თა კრე­ბამ გუ­შინ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. არ­ხის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლის, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას მისი ძმა, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და­ი­კა­ვებს.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ ბაია გა­და­ბა­ძემ გა­ფიც­ვა გა­მო­ა­ცხა­და. მან გუ­შინ­ვე სა­ჯა­რო რე­ესტრს მი­მარ­თა, "მა­ესტროს" დი­რექ­ტო­რად ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე არ და­ა­რე­გის­ტრი­როს, რად­გან მისი შე­ფა­სე­ბით, "ეს იქ­ნე­ბა არას­წო­რი და უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბაია გადაბაძე - ძმები გაჩეჩილაძეები "მაესტროს" შენობაში ვერ შევლენ, რადგან ის მაკა ასათიანს ეკუთვნის

ბაია გადაბაძე - ძმები გაჩეჩილაძეები "მაესტროს" შენობაში ვერ შევლენ, რადგან ის მაკა ასათიანს ეკუთვნის

საჯარო რეესტრი პარტნიორთა კრების მიერ "მაესტროს" გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულ ბაია გადაბაძის მოთხოვნას, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს. გადაბაძე მოითხოვს, რომ საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრიროს "მაესტროს" გენერალური დირექტორის ცვლილება, ვიდრე პროცესთან მიმართებაში გარკვეული დეტალი ბოლომდე არ გაირკვება.

ამასთან, გადაბაძის განცხადებით, ძმები გაჩეჩილაძეები ტელეკომპანიაში სამუშაოდ ვერ შევლენ, რადგან შენობა მათი საკუთრება არ არის. მისივე თქმით, შენობა მაკა ასათიანს ეკუთვნის.

"ეჭვი მაქვს, რომ კონკრეტული გავლენის მოპოვების მცდელობას უკავშირდება ეს ყველაფერი. ეს გავლენები შეიძლება იყოს პოლიტიკური, რადგან საარჩევნო წელია. თუ სტუმრად მოვა გადაცემაში ან ჩემთან მოვა სალაპარაკოდ, მას შემოუშვებენ, თუმცა, თუ ის შემოვა შენობაში, რომელიც მას არ ეკუთვნის, ტელევიზიის სამართავად, ეს უკანონო იქნება და იმედი მაქვს არ წავა ამაზე ბატონი ლევანი", - განაცხადა გადაბაძემ.

როგორც ცნობილია, გადაბაძე "მაესტროს" პარტნიორთა კრებამ გუშინ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობას მისი ძმა, ლევან გაჩეჩილაძე დაიკავებს.

გადაწყვეტილების შემდეგ ბაია გადაბაძემ გაფიცვა გამოაცხადა. მან გუშინვე საჯარო რეესტრს მიმართა, "მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე არ დაარეგისტრიროს, რადგან მისი შეფასებით, "ეს იქნება არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება".

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები