დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის ქუჩის მცხოვრებლებს.
ავარიის პრევენციის მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაგარინის, შარტავას, ზემო ვეძისის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, იმედაშვილის, ვაზისუბნის, სახოკიას, არშბას და ქანთარიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ კიკეთის, ბეთანიის და დიდების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ქსოვრელის და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.