გორის სამხედრო ჰოსპიტალში ე.წ. ღორის გრიპით ჯარისკაცი გარდაიცვალა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ე.წ. ღორის გრიპით ჯარისკაცი გარდაიცვალა

H1N1-ით, ე.წ. ღორის გრიპით გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, გარდაცვლილი 38 წლის იყო. ის სპეციალური ოპერაციების ძალებში მსახურობდა.

ქართველი ჯარისკაცი გრიპის ვირუსით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. გარდაცვლილს 4 შვილი დარჩა.

გორის სამხედრო ჰისპიტალში გრიპის ვირუსით ინფიცირებული სულ 12 ჯარისკაცია მოთავსებული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია