სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ყველამ ერთად ვთქვათ: არ ვარღვევ! - "AUTO BILD საქართველოს" ინიციატივა მძღოლებისთვის, რომლებიც იცავენ წესებს
 ყველამ ერთად ვთქვათ: არ ვარღვევ! - "AUTO BILD საქართველოს" ინიციატივა მძღოლებისთვის, რომლებიც იცავენ წესებს

ჩვენ, მძღო­ლე­ბი ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რად ვაპ­რო­ტეს­ტებთ და ხში­რად წყო­ბი­დან გა­მოვ­დი­ვართ, რო­დე­საც შემ­ხვედ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი ღერ­ძუ­ლა ხაზს კვეთს და ჩვენს ზოლ­ში გად­მო­დის. ყო­ველ­თვის აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ, რო­დე­საც გზას არ გვით­მო­ბენ იქ, სა­დაც უნდა დაგ­ვით­მონ და რო­დე­საც მარ­ჯვე­ნა მხრი­დან გვის­წრე­ბენ, ან მკვეთ­რი მა­ნევ­რით გზას გვიჭ­რი­ან. ნერ­ვე­ბი გვა­წყდე­ბა მა­ში­ნაც, როცა ღა­მით შემ­ხვედ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი შორ­სმა­შუ­ქით გვაბრმა­ვებს. სმარ­ტფონ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვი­მარ­ჯვებთ, ფო­ტოს გა­და­ვი­ღებთ და შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ვა­ჭე­ნებთ.

დად­გა დრო, რომ ყვე­ლამ და­ვიც­ვათ მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი და ასე ვებ­რძო­ლოთ იმ ქა­ოსს, რო­მელ­მაც ჩვე­ნი გზე­ბი მო­იც­ვა. სტი­კე­რი სამი სა­ხი­საა - "AUTO BILD სა­ქარ­თვე­ლოს" თე­ბერ­ვლის ნო­მერს მოყ­ვე­ბა სტი­კე­რი წარ­წე­რით: "არ ვარ­ღვევ!" გა­ა­კა­რით სტი­კე­რი თქვენს ავ­ტო­მო­ბილ­ზე, და­ი­ცა­ვით მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი, გახ­დით სა­მა­გა­ლი­თო მძღო­ლი და უჩ­ვე­ნეთ ყვე­ლას, რომ თქვენ არ არ­ღვევთ!

ჩა­ერ­თეთ კამ­პა­ნი­ა­ში: გა­და­ი­ღეთ ფოტო ავ­ტო­მო­ბილ­თან ერ­თად, გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ პოს­ტი ფე­ის­ბუქ­ზე სტა­ტუ­სით #არ­ვარ­ღვევ და შე­მოგ­ვი­ერ­თდით! თქვენს ფო­ტო­ებს იხი­ლავთ ჟურ­ნალ­ში, ვებგ­ვერ­დზე www.autobild.ge და ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე AUTO BILD GEORGIA.

შალ­ვა ბუ­ა­ჩი­ძე (ჟურ­ნალ "AUTO BILD სა­ქარ­თვე­ლოს" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი): "მე არ ვარ­ღვევ მოძ­რა­ო­ბის წე­სებს და ამის დას­ტუ­რად, ჩემი ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა მი­ნა­ზე ვა­წე­ბებ სტი­კერს, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ AUTO BILD-ის თე­ბერ­ვლის ნო­მერს მოყ­ვე­ბა. ვიცი, რომ ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ცაა, რად­გან როცა ყვე­ლას ეუბ­ნე­ბი, რომ არ არ­ღვევ, მარ­თლაც არ უნდა და­არ­ღვიო. მარ­თა­ლია, მძღო­ლე­ბი ხან­და­ხან უნებ­ლი­ე­დაც არ­ღვე­ვენ ხოლ­მე, მაგ­რამ უნებ­ლიე დარ­ღვე­ვას კი­დევ არა უშავს - მთა­ვა­რია, გან­გებ და გა­მიზ­ნუ­ლად არ და­არ­ღვიო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი. სწო­რედ ეს არის ყვე­ლა­ზე ცუდი. იმე­დი გვაქვს, რომ #არ­ვარ­ღვევ ძა­ლი­ან ბევ­რი მძღო­ლის­თვის გახ­დე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი პოს­ტი. თა­ნაც, "ჰაშ­თა­გის" გა­მო­ყე­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უკვე ყვე­ლამ იცის, რაც ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბაა. აქ­ცი­ის მი­ზა­ნი ისაა, რომ პა­ტი­ო­სან­მა მძღო­ლებ­მა ვუჩ­ვე­ნოთ ყვე­ლას, რომ ჩვენ ბევ­რი ვართ და გად­მო­ვი­ბი­როთ ისე­თე­ბიც, ვინც აქამ­დე ხში­რად და გან­გებ არ­ღვევ­და. ვინც პა­ტივს არ გვცემ­და. მძღო­ლებ­მა ერ­თმა­ნეთს პა­ტი­ვი უნდა ვცეთ, რად­გან სწო­რედ ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა აქ­ცევს ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფს სა­ზო­გა­დო­ე­ბად."

გა­ი­გეთ მეტი "AUTO BILD სა­ქარ­თვე­ლოს" კამ­პა­ნი­ა­ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ყველამ ერთად ვთქვათ: არ ვარღვევ! - "AUTO BILD საქართველოს" ინიციატივა მძღოლებისთვის, რომლებიც იცავენ წესებს

 ყველამ ერთად ვთქვათ: არ ვარღვევ! - "AUTO BILD საქართველოს" ინიციატივა მძღოლებისთვის, რომლებიც იცავენ წესებს

ჩვენ, მძღოლები ყოველთვის აქტიურად ვაპროტესტებთ და ხშირად წყობიდან გამოვდივართ, როდესაც შემხვედრი ავტომობილი ღერძულა ხაზს კვეთს და ჩვენს ზოლში გადმოდის. ყოველთვის აღშფოთებულები ვართ, როდესაც გზას არ გვითმობენ იქ, სადაც უნდა დაგვითმონ და როდესაც მარჯვენა მხრიდან გვისწრებენ, ან მკვეთრი მანევრით გზას გვიჭრიან. ნერვები გვაწყდება მაშინაც, როცა ღამით შემხვედრი ავტომობილი შორსმაშუქით გვაბრმავებს. სმარტფონსაც სიამოვნებით მოვიმარჯვებთ, ფოტოს გადავიღებთ და შემდეგ, სოციალურ ქსელში გამოვაჭენებთ.

დადგა დრო, რომ ყველამ დავიცვათ მოძრაობის წესები და ასე ვებრძოლოთ იმ ქაოსს, რომელმაც ჩვენი გზები მოიცვა. სტიკერი სამი სახისაა - "AUTO BILD საქართველოს" თებერვლის ნომერს მოყვება სტიკერი წარწერით: "არ ვარღვევ!" გააკარით სტიკერი თქვენს ავტომობილზე, დაიცავით მოძრაობის წესები, გახდით სამაგალითო მძღოლი და უჩვენეთ ყველას, რომ თქვენ არ არღვევთ!

ჩაერთეთ კამპანიაში: გადაიღეთ ფოტო ავტომობილთან ერთად, გამოაქვეყნეთ პოსტი ფეისბუქზე სტატუსით #არვარღვევ და შემოგვიერთდით! თქვენს ფოტოებს იხილავთ ჟურნალში, ვებგვერდზე www.autobild.ge და ფეისბუქის გვერდზე AUTO BILD GEORGIA.

შალვა ბუაჩიძე (ჟურნალ "AUTO BILD საქართველოს" მთავარი რედაქტორი): "მე არ ვარღვევ მოძრაობის წესებს და ამის დასტურად, ჩემი ავტომობილის უკანა მინაზე ვაწებებ სტიკერს, რომელიც ჟურნალ AUTO BILD-ის თებერვლის ნომერს მოყვება. ვიცი, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან როცა ყველას ეუბნები, რომ არ არღვევ, მართლაც არ უნდა დაარღვიო. მართალია, მძღოლები ხანდახან უნებლიედაც არღვევენ ხოლმე, მაგრამ უნებლიე დარღვევას კიდევ არა უშავს - მთავარია, განგებ და გამიზნულად არ დაარღვიო მოძრაობის წესები. სწორედ ეს არის ყველაზე ცუდი. იმედი გვაქვს, რომ #არვარღვევ ძალიან ბევრი მძღოლისთვის გახდება აქტუალური პოსტი. თანაც, "ჰაშთაგის" გამოყენება სოციალურ ქსელებში უკვე ყველამ იცის, რაც ზაზა ფაჩულიას დამსახურებაა. აქციის მიზანი ისაა, რომ პატიოსანმა მძღოლებმა ვუჩვენოთ ყველას, რომ ჩვენ ბევრი ვართ და გადმოვიბიროთ ისეთებიც, ვინც აქამდე ხშირად და განგებ არღვევდა. ვინც პატივს არ გვცემდა. მძღოლებმა ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, რადგან სწორედ ურთიერთპატივისცემა აქცევს ადამიანების ჯგუფს საზოგადოებად."

გაიგეთ მეტი "AUTO BILD საქართველოს" კამპანიაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია