სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ უნდა მოიქცეს მგზავრი, თუ ავიაკომპანია ფრენას აუქმებს და რა უნდა აუნაზღაუროს კომპანიამ
როგორ უნდა მოიქცეს მგზავრი, თუ ავიაკომპანია ფრენას აუქმებს და რა უნდა აუნაზღაუროს კომპანიამ

სა­ა­ვი­ა­ციო ტრან­სპორ­ტით სარ­გებ­ლო­ბი­სას ხში­რად ხდე­ბა, რომ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბით გა­და­დე­ბუ­ლი ან გა­უქ­მე­ბუ­ლი ავი­ა­რე­ი­სე­ბი, და­კარ­გულ ბარ­გზე გა­ცი­ლე­ბით ბევრ უსი­ა­მოვ­ნე­ბას და პრობ­ლე­მას იწ­ვევს.

რო­გო­რი გა­საკ­ვი­რი არ უნდა იყოს, რე­ი­სის გა­და­დე­ბა მსოფ­ლიო ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­ში მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა. შე­ფერ­ხე­ბის მი­ზე­ზი რო­გორც თა­ვად ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი, ისე გარე ფაქ­ტო­რე­ბია. ამ დროს ყვე­ლა­ზე ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მგზავ­რია, რო­მელ­მაც არ იცის, რო­გორ იმოქ­მე­დოს.

ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რე­ი­სის გა­და­დე­ბის ან სა­ერ­თოდ გა­უქ­მე­ბის მი­ზე­ზი თა­ვად ავი­ა­კომ­პა­ნი­აა, ის ვალ­დე­ბუ­ლია მგზავრს ბი­ლე­თი სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით შე­უც­ვა­ლოს ან თვითმფრი­ნა­ვის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის წერ­ტილ­ში სხვა რე­ი­სით გა­ამ­გზავ­როს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ბი­ლე­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა შო­რის სხვა­ო­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა ავი­ა­კომ­პა­ნი­ას სა­კუ­თა­რი ჯი­ბი­დან მო­უ­წევს.

ტრან­ზი­ტუ­ლი (ტრანსფე­რუ­ლი) ავი­ა­რე­ი­სე­ბი­სას, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­ცა­დეთ ისარ­გებ­ლოთ ერთი ავი­ა­კომ­პა­ნი­ით. ამ დროს რე­ი­სის გა­და­დე­ბის ან შე­ყოვ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­სავ­ლე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი მარ­ტივ­დე­ბა. ტრან­ზი­ტულ ავი­ა­რე­ი­სებს შო­რის გარ­კვე­უ­ლი ინ­ტერ­ვა­ლია და­ცუ­ლი, რომ მგზავ­რმა ერთი თვითმფრი­ნა­ვი­დან მე­ო­რე­ში გა­დას­ვლა და შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მა­ლო­ბე­ბის გავ­ლა მო­ას­წროს. რო­გოც წესი, ეს დრო 40 წთ-ით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რე­ი­სის დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო მგზავ­რმა ვერ მო­ას­წრო ტრანსფე­რის გავ­ლა და სხვა თვითმფრი­ნავ­ში გა­დაჯ­დო­მა, ავი­ა­კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია და­ნიშ­ნუ­ლე­ბის წერ­ტილ­ში ის გან­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შემ­დე­გი თვითმფრი­ნა­ვით გა­ამ­გზავ­როს. ასეთ დროს თქვენ კომ­პენ­სა­ცი­ას არა­ვინ მოგ­ცემთ. მი­ყე­ნე­ბუ­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის კი ავი­ა­კომ­პა­ნია ბო­დი­შით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

რა შე­გიძ­ლი­ათ მოს­თხო­ვოთ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას

თუ ავი­ა­რე­ი­სი 2 ან 2-ზე მეტი სა­ა­თით გა­და­ი­დო, თქვენ გაქვთ სრუ­ლი უფ­ლე­ბაავი­ა­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს მო­თხო­ვოთ უფა­სო საკ­ვე­ბი და არა­ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი. ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე უფრო რთულ­დე­ბა. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, თუ გამ­გზავ­რე­ბის, ტრან­ზი­ტის (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში) ან ჩაფ­რე­ნის პუნ­ქტი ევ­რო­კავ­ში­რის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­შია, თქვენ სრუ­ლი უფ­ლე­ბა გაქვთ მო­ი­თხო­ვოთ ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცია.

250 ევრო ავი­ა­რე­ი­სე­ბის­თვის მან­ძი­ლით 1500 კმ-მდე, 400 ევრო ავი­ა­რე­ი­სე­ბის­თვის მან­ძი­ლით 3500 კმ-მდე და 600 ევრო ავი­ა­რე­ი­სე­ბის­თვის, რო­მელ­თა მან­ძი­ლიც 3500 კმ-ს აღე­მა­ტე­ბა. ყვე­ლა ეს რე­გუ­ლა­ცია იმ შემ­თხვე­ვა­ში მოქ­მე­დებს, თუ თქვე­ნი რე­ი­სის 2 ან 2-ზე მეტი სა­ა­თით გა­და­დე­ბის მი­ზე­ზი თა­ვად ავი­ა­კომ­პა­ნი­აა.

თუ აე­რო­პორ­ტში ყურ­ყუ­ტი გა­ბო­ბოქ­რე­ბულ­მა დე­და­ბუ­ნე­ბამ ან სხვა ფორ­სმა­ჟო­რულ­მა ფაქ­ტო­რებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, ფუ­ლად კომ­პენ­სა­ცი­ებ­ზე ფიქ­რიც კი ზედ­მე­ტია.

იმ შემ­თხვე­ვე­ბიც კი, როცა კომ­პენ­სა­ცი­ის გა­ცე­მას ავი­ა­გა­დამ­ყვანს კა­ნო­ნი პირ­და­პირ ავალ­დე­ბუ­ლებს, ავი­ა­კომ­პა­ნია ცდი­ლობს ამ გა­რე­მო­ე­ბას თავი აა­რი­დოს და ხში­რად ამ სფე­რო­ში მგზავ­რე­ბის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ამი­ტო­მაც ბი­ლე­თის და­ჯავ­შნის ან შე­ძე­ნის წინ ყუ­რა­დღე­ბით გა­ე­ცა­ნით თქვენს მიერ არ­ჩე­უ­ლი ავი­ა­გა­დამ­ყვა­ნის წე­სებს, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შეძ­ლოთ თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. ეს წე­სე­ბი ავი­ა­კომ­პა­ნი­ას სა­კუ­თარ ვებ-გვერ­დზე უნდა ქონ­დეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

ორ­სუ­ლე­ბი ბორტზე

თვითმფრი­ნა­ვით ხში­რად ფეხ­მძი­მე ქა­ლე­ბიც სარ­გებ­ლო­ბენ. არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ავი­ატ­რან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბა­ზე უარს არც ორ­სუ­ლო­ბის ბოლო კვი­რებ­შიც ამ­ბობს. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ბორტზე ასე­თი მგზავ­რე­ბის მი­ღე­ბას არ კრძა­ლავს. მაგ­რამ თა­ვად ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ ჰა­ერ­ში შემ­თხვე­ვი­თი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის­გან თავი და­ი­ზღვი­ონ.

მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნუ­ლი Lufthansa სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ი­ღებს ქალ­ბა­ტონს, რომ­ლის ორ­სუ­ლო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბაც 7 თვეს არ აღე­მა­ტე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მო­მა­ვალ დე­დას ბავ­შვის გა­ჩე­ნამ­დე მი­წა­ზე მო­უ­წევს ყოფ­ნა. გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ 35 კვი­რამ­დე და­იშ­ვე­ბა და ისიც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ექიმს შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბა ავი­ა­რე­ი­სამ­დე 72 სთ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს გა­ცე­მუ­ლი.

ჰო­ლან­დი­უ­რი KLM-ის ბორტზე თქვენ ორ­სუ­ლო­ბის 36 კვი­რა­ზეც შე­გიძ­ლი­ათ მოხ­ვდეთ. ოღონდ არ და­გა­ვი­წყდეთ თან თქვე­ნი ექი­მის სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბა იქო­ნი­ოთ. ცნო­ბის უქონ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აია­კომ­პა­ნი­ას აქვს უფ­ლე­ბა, და­გა­ტო­ვე­ბი­ნოთ ბორ­ტი. 

ზო­გა­დად მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლეს ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო სა­ბუ­თებს და შე­სა­ბა­მის ცნო­ბებს ორ­სუ­ლო­ბის 28-ე კვი­რი­დან ითხო­ვენ. თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა ავი­ა­კომ­პა­ნი­ას თა­ვი­სი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი წე­სე­ბი აქვს. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხის­ტი წე­სე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი სკან­დი­ნა­ვი­უ­რი SAS-ია. ორ­სუ­ლო­ბის პირ­ვე­ლი 4 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ავი­ა­კომ­პა­ნი­ით თქვენ უპ­რობ­ლე­მოდ იფ­რენთ. 4 კვი­რის ზე­მოთ - სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბის წარ­მოდ­გე­ნას მოგ­თხო­ვენ და ბორტზე იმ შემ­თხვე­ვა­ში და­გიშ­ვე­ბენ თუ ფრე­ნის ხან­გრძლი­ვო­ბა 4 სთ-ს არ აღე­მა­ტე­ბა.

თუ თქვენ ბავ­შვს ელო­დე­ბით და თვითმფრი­ნა­ვით მგზავ­რო­ბას აპი­რებთ, წი­ნას­წარ გა­ე­სა­უბ­რეთ თქვენს ექიმს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ წნე­ვის ცვლი­ლე­ბამ, ჟანგბა­დის უკ­მა­რი­სო­ბამ, და­ხუ­რულ­მა სივ­რცემ, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ ად­გილ­ზე ჯდო­მამ ფრე­ნის დროს შე­იძ­ლე­ბა დიდი დის­კომ­ფორ­ტი შე­გიქ­მნათ.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ უნდა მოიქცეს მგზავრი, თუ ავიაკომპანია ფრენას აუქმებს და რა უნდა აუნაზღაუროს კომპანიამ

როგორ უნდა მოიქცეს მგზავრი, თუ ავიაკომპანია ფრენას აუქმებს და რა უნდა აუნაზღაუროს კომპანიამ

საავიაციო ტრანსპორტით სარგებლობისას ხშირად ხდება, რომ სხვადასხვა მიზეზებით გადადებული ან გაუქმებული ავიარეისები, დაკარგულ ბარგზე გაცილებით ბევრ უსიამოვნებას და პრობლემას იწვევს.

როგორი გასაკვირი არ უნდა იყოს, რეისის გადადება მსოფლიო ავიაკომპანიებში მიღებული პრაქტიკაა. შეფერხების მიზეზი როგორც თავად ავიაკომპანიები, ისე გარე ფაქტორებია. ამ დროს ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მგზავრია, რომელმაც არ იცის, როგორ იმოქმედოს.

ავიაკომპანიის ვალდებულება

იმ შემთხვევაში, თუ რეისის გადადების ან საერთოდ გაუქმების მიზეზი თავად ავიაკომპანიაა, ის ვალდებულია მგზავრს ბილეთი საკუთარი ხარჯებით შეუცვალოს ან თვითმფრინავის გარეშე დარჩენილი ადამიანი დანიშნულების წერტილში სხვა რეისით გაამგზავროს. ამ შემთხვევაში ბილეთების ღირებულებათა შორის სხვაობის ანაზღაურება ავიაკომპანიას საკუთარი ჯიბიდან მოუწევს.

ტრანზიტული (ტრანსფერული) ავიარეისებისას, მაქსიმალურად შეეცადეთ ისარგებლოთ ერთი ავიაკომპანიით. ამ დროს რეისის გადადების ან შეყოვნების შემთხვევაში გასავლელი პროცედურები მარტივდება. ტრანზიტულ ავიარეისებს შორის გარკვეული ინტერვალია დაცული, რომ მგზავრმა ერთი თვითმფრინავიდან მეორეში გადასვლა და შესაბამისი ფორმალობების გავლა მოასწროს. როგოც წესი, ეს დრო 40 წთ-ით განისაზღვრება.

იმ შემთხვევაში, თუ რეისის დაგვიანების გამო მგზავრმა ვერ მოასწრო ტრანსფერის გავლა და სხვა თვითმფრინავში გადაჯდომა, ავიაკომპანია ვალდებულია დანიშნულების წერტილში ის განრიგით გათვალისწინებული შემდეგი თვითმფრინავით გაამგზავროს. ასეთ დროს თქვენ კომპენსაციას არავინ მოგცემთ. მიყენებული უსიამოვნებისთვის კი ავიაკომპანია ბოდიშით შემოიფარგლება.

რა შეგიძლიათ მოსთხოვოთ ავიაკომპანიას

თუ ავიარეისი 2 ან 2-ზე მეტი საათით გადაიდო, თქვენ გაქვთ სრული უფლება ავიაკომპანიის წარმომადგენელს მოთხოვოთ უფასო საკვები და არაალკოჰოლური სასმელები. ფულადი კომპენსაციის შემთხვევაში საქმე უფრო რთულდება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ გამგზავრების, ტრანზიტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ჩაფრენის პუნქტი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაშია, თქვენ სრული უფლება გაქვთ მოითხოვოთ ფულადი კომპენსაცია.

250 ევრო ავიარეისებისთვის მანძილით 1500 კმ-მდე, 400 ევრო ავიარეისებისთვის მანძილით 3500 კმ-მდე და 600 ევრო ავიარეისებისთვის, რომელთა მანძილიც 3500 კმ-ს აღემატება. ყველა ეს რეგულაცია იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ თქვენი რეისის 2 ან 2-ზე მეტი საათით გადადების მიზეზი თავად ავიაკომპანიაა.

თუ აეროპორტში ყურყუტი გაბობოქრებულმა დედაბუნებამ ან სხვა ფორსმაჟორულმა ფაქტორებმა განაპირობა, ფულად კომპენსაციებზე ფიქრიც კი ზედმეტია.

იმ შემთხვევებიც კი, როცა კომპენსაციის გაცემას ავიაგადამყვანს კანონი პირდაპირ ავალდებულებს, ავიაკომპანია ცდილობს ამ გარემოებას თავი აარიდოს და ხშირად ამ სფეროში მგზავრების არაკომპეტენტურობით სარგებლობს. ამიტომაც ბილეთის დაჯავშნის ან შეძენის წინ ყურადღებით გაეცანით თქვენს მიერ არჩეული ავიაგადამყვანის წესებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეძლოთ თქვენი უფლებების დაცვა. ეს წესები ავიაკომპანიას საკუთარ ვებ-გვერდზე უნდა ქონდეს გამოქვეყნებული.

ორსულები ბორტზე

თვითმფრინავით ხშირად ფეხმძიმე ქალებიც სარგებლობენ. არიან ისეთებიც, ვინც ავიატრანსპორტით მგზავრობაზე უარს არც ორსულობის ბოლო კვირებშიც ამბობს. მოქმედი კანონმდებლობა ბორტზე ასეთი მგზავრების მიღებას არ კრძალავს. მაგრამ თავად ავიაკომპანიები ყველანაირად ცდილობენ ჰაერში შემთხვევითი უსიამოვნებებისგან თავი დაიზღვიონ.

მაგალითად, გერმანული Lufthansa სიამოვნებით მიიღებს ქალბატონს, რომლის ორსულობის ხანგრძლივობაც 7 თვეს არ აღემატება. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალ დედას ბავშვის გაჩენამდე მიწაზე მოუწევს ყოფნა. გამონაკლისი მხოლოდ 35 კვირამდე დაიშვება და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ექიმს შესაბამისი ცნობა ავიარეისამდე 72 სთ-ის განმავლობაში აქვს გაცემული.

ჰოლანდიური KLM-ის ბორტზე თქვენ ორსულობის 36 კვირაზეც შეგიძლიათ მოხვდეთ. ოღონდ არ დაგავიწყდეთ თან თქვენი ექიმის სამედიცინო ცნობა იქონიოთ. ცნობის უქონლობის შემთხვევაში, აიაკომპანიას აქვს უფლება, დაგატოვებინოთ ბორტი. 

ზოგადად მსოფლიოს უმსხვილეს ავიაკომპანიებში სამედიცინო საბუთებს და შესაბამის ცნობებს ორსულობის 28-ე კვირიდან ითხოვენ. თუმცა, ამ შემთხვევაში ყველა ავიაკომპანიას თავისი, ინდივიდუალური წესები აქვს. ერთ-ერთი ყველაზე ხისტი წესების მატარებელი სკანდინავიური SAS-ია. ორსულობის პირველი 4 კვირის განმავლობაში ამ ავიაკომპანიით თქვენ უპრობლემოდ იფრენთ. 4 კვირის ზემოთ - სამედიცინო ცნობის წარმოდგენას მოგთხოვენ და ბორტზე იმ შემთხვევაში დაგიშვებენ თუ ფრენის ხანგრძლივობა 4 სთ-ს არ აღემატება.

თუ თქვენ ბავშვს ელოდებით და თვითმფრინავით მგზავრობას აპირებთ, წინასწარ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და გაითვალისწინეთ, რომ წნევის ცვლილებამ, ჟანგბადის უკმარისობამ, დახურულმა სივრცემ, დიდი ხნის განმავლობაში ერთ ადგილზე ჯდომამ ფრენის დროს შეიძლება დიდი დისკომფორტი შეგიქმნათ.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია