სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ ეხმაურებიან FB-ზე კანონპროექტს "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაზე"
როგორ ეხმაურებიან FB-ზე კანონპროექტს "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაზე"

პარ­ლა­მენ­ტში რე­ლი­გი­ურ სიწ­მინ­დე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­პუ­ტატ სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა და­ი­წყო. კა­ნონპ­რო­ექ­ტი დღეს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტეტ­ში გა­ნი­ხი­ლეს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვის და­წყე­ბას მწვა­ვე შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლებ­ში:

ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ლე­ვან ღამ­ბა­ში­ძე დას­ჯის შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტებს აქ­ვეყ­ნებს სა­კუ­თა­რი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე:

"კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს მი­ე­ნი­ჭე­ბა 100 ქულა, ხოლო თითო რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე მოხ­დე­ბა ქუ­ლე­ბის დაკ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად:

მღვდლის გი­ნე­ბა - 30 ქ.

მღვდლის­თვის რიგ­ში ად­გი­ლის არ­დათ­მო­ბა - 10 ქ.

ანეგ­დო­ტი ღმერ­თზე, მღვდელ­ზე ან პატ­რი­არ­ქზე - 60 ქ.

დარ­ვი­ნის თე­ო­რი­ის უარ­მყოფ­ლის და­ცინ­ვა - 66 ქ.

ია­პო­ნი­ა­ში მი­წისძვრი­სა და სხვა კა­ტაკ­ლიზ­მებ­ში ღვთის ნე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბის უარ­ჰყო­ფა - 20 ქ.

"აუუუ, ეს ტორ­ტი სა­მარ­ხვო­აა? -ს მთქმე­ლის და­ცინ­ვა - 16 ქ.

სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ეკ­ლე­სი­ის და­ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხის ეჭვქვეშ და­ყე­ნე­ბა - 100 ქ და ა.შ. უქუ­ლო მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­ე­ნი­ჭე­ბათ ტან­საც­მელ­ზე მი­სა­მაგ­რე­ბე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრე­ლო­კე­ბი, რო­მე­ლიც უნდა ატა­რონ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ პე­რი­ოდ­ში ნე­ბა­დარ­თუ­ლია მისი დამ­ცი­რე­ბა ქუ­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ."

"ტა­ბუ­ლას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სა­კუ­თარ გვერ­დზე ინ­გლი­სურ ენა­ზე აქ­ვეყ­ნებს სტა­ტუსს ამ სა­კი­თხზე: "პარ­ლა­მენ­ტი გა­ნი­ხი­ლავს რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის დას­ჯის კა­ნონპ­რო­ექტს, ასე რომ ამი­ე­რი­დან მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წევთ და­ფიქ­რე­ბა, სა­ნამ ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე კო­რუფ­ცი­ულ ინ­სტი­ტუ­ცი­ას - ეკ­ლე­სი­ას გა­აკ­რი­ტი­კე­ბენ. კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა პა­ტა­რა თე­ოკ­რა­ტი­ა­ში"

ჟურ­ნა­ლის­ტი პა­ა­ტა ია­კო­ბაშ­ვი­ლი: "დი­დე­ბა წმინ­და ინ­კვი­ზი­ცი­ას! კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი..."

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი გია ჭან­ტუ­რია: "ის ფაქ­ტი, რომ მა­მაო ვი­რით არ და­დის და და­დის ჯი­პით, ჩემს რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებს შე­უ­რა­ცხყოფს! ძა­ლი­ან კაი კა­ნო­ნია! ისიც, რომ ტა­ძარ­ში ვაჭ­რო­ბენ, ისიც, რომ აღ­სა­რე­ბას სმს-ით იბა­რე­ბენ და ისიც, რომ სა­ხელ­მწი­ფო საქ­მე­ებ­ში ერე­ვი­ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი!"

პრო­დი­უ­სე­რი მიშა მშვილ­და­ძე: "ვინ­მეს რე­ლი­გი­ურ გრძნო­ნებს შე­ვუ­რა­ცხყოფ­დი ისეთ ხა­სი­ათ­ზე ვარ"

პრო­დი­უ­სე­რი ირაკ­ლი სა­ღი­ნაძე: "სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს, რას ნიშ­ნავს რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მათი შე­უ­რა­ცხყო­ფა? მარ­თლა ვერ ვხვდე­ბი რა­ზეა კა­ნო­ნი და ვი­საც ცო­ტა­თი მა­ინც ეს­მის ამი­სი ლო­გი­კა და არსი იქ­ნებ ამიხ­სნას, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას, მრევლს, ჩვე­უ­ლებ­რივ გამ­ვლე­ლებს, პარ­ლა­მენ­ტა­რებს, რა მო­მენ­ტში უჩ­ნდე­ბათ შე­უ­რა­ცხყო­ფის გან­ცდა, რა წარ­მო­შობს ამ ემო­ცი­ას?"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ ეხმაურებიან FB-ზე კანონპროექტს "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაზე"

როგორ ეხმაურებიან FB-ზე კანონპროექტს "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაზე"

პარლამენტში რელიგიურ სიწმინდეებთან დაკავშირებით დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტში განიხილეს.

კანონპროექტის განხილვის დაწყებას მწვავე შეფასებები მოჰყვა ფეისბუქ-მომხმარებლებში:

ერთ-ერთი მომხმარებელი ლევან ღამბაშიძე დასჯის შესაძლო ვარიანტებს აქვეყნებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე:

"კანონპროექტის მიხედვით, თითოეულ მოქალაქეს მიენიჭება 100 ქულა, ხოლო თითო რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფაზე მოხდება ქულების დაკლება. მაგალითად:

მღვდლის გინება - 30 ქ.

მღვდლისთვის რიგში ადგილის არდათმობა - 10 ქ.

ანეგდოტი ღმერთზე, მღვდელზე ან პატრიარქზე - 60 ქ.

დარვინის თეორიის უარმყოფლის დაცინვა - 66 ქ.

იაპონიაში მიწისძვრისა და სხვა კატაკლიზმებში ღვთის ნების ბრალეულობის უარჰყოფა - 20 ქ.

"აუუუ, ეს ტორტი სამარხვოაა? -ს მთქმელის დაცინვა - 16 ქ.

სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსების საკითხის ეჭვქვეშ დაყენება - 100 ქ და ა.შ. უქულო მოქალაქეებს მიენიჭებათ ტანსაცმელზე მისამაგრებელი სპეციალური ბრელოკები, რომელიც უნდა ატარონ ერთი წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ნებადართულია მისი დამცირება ქულიანი მოქალაქეების მიერ."

"ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საკუთარ გვერდზე ინგლისურ ენაზე აქვეყნებს სტატუსს ამ საკითხზე: "პარლამენტი განიხილავს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დასჯის კანონპროექტს, ასე რომ ამიერიდან მოქალაქეებს მოუწევთ დაფიქრება, სანამ ქვეყნის ყველაზე კორუფციულ ინსტიტუციას - ეკლესიას გააკრიტიკებენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პატარა თეოკრატიაში"

ჟურნალისტი პაატა იაკობაშვილი: "დიდება წმინდა ინკვიზიციას! კანონპროექტის ინიციატორი სოსო ჯაჭვლიანი..."

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი დირექტორი გია ჭანტურია: "ის ფაქტი, რომ მამაო ვირით არ დადის და დადის ჯიპით, ჩემს რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს! ძალიან კაი კანონია! ისიც, რომ ტაძარში ვაჭრობენ, ისიც, რომ აღსარებას სმს-ით იბარებენ და ისიც, რომ სახელმწიფო საქმეებში ერევიან სასულიერო პირები!"

პროდიუსერი მიშა მშვილდაძე: "ვინმეს რელიგიურ გრძნონებს შევურაცხყოფდი ისეთ ხასიათზე ვარ"

პროდიუსერი ირაკლი საღინაძე: "სრულიად გულწრფელად მაინტერესებს, რას ნიშნავს რელიგიური გრძნობები და როგორ შეიძლება მათი შეურაცხყოფა? მართლა ვერ ვხვდები რაზეა კანონი და ვისაც ცოტათი მაინც ესმის ამისი ლოგიკა და არსი იქნებ ამიხსნას, საქართველოს ეკლესიას, მრევლს, ჩვეულებრივ გამვლელებს, პარლამენტარებს, რა მომენტში უჩნდებათ შეურაცხყოფის განცდა, რა წარმოშობს ამ ემოციას?"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს