სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი თინეიჯერი - როგორ ცხოვრობს რომან აბრამოვიჩის ქალიშვილი სოფია
ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი თინეიჯერი - როგორ ცხოვრობს რომან აბრამოვიჩის ქალიშვილი სოფია

ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სარ­ძლოა ლონ­დონ­ში და ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც ბრი­ტა­ნე­თის ყვე­ლა­ზე მდი­დარ თი­ნე­ი­ჯერს. მაგ­რამ სო­ფია აბ­რა­მო­ვი­ჩის გული მხო­ლოდ ერთ მა­მა­კაცს, მა­მა­მისს ეკუთ­ვნის. რუსი ოლი­გარ­ქის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი 1 მი­ლი­არ­დი ფუნ­ტის ოდე­ნო­ბის ქო­ნე­ბას ფლობს. მაგ­რამ იმის მა­გივ­რად, რომ სკან­და­ლუ­რი რო­მა­ნე­ბით ან წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე პო­ზი­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს, სო­ფია მა­მას არ შორ­დე­ბა.

სო­ფი­ას ცხოვ­რე­ბა არ­ნა­ხუ­ლი ფუ­ფუ­ნე­ბი­თაა სავ­სე. ოჯახ­თან ერ­თად კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით მალ­დი­ვებ­ზე დაფ­რი­ნავს, სვამს ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ შამ­პა­ნურს და 200 000 ფუნ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ა­ხალ­წლო წვე­უ­ლე­ბას აწყობს თა­ვის ცნო­ბილ მე­გობ­რებ­თან, ბექ­ჰე­მებ­თან ერ­თად. ერთი სი­ტყვით, რაც სო­ფი­ას მო­ე­სურ­ვე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი აქვს. ის ხომ მა­მი­კოს "მი­ლი­არ­დი­ა­ნი პრინ­ცე­საა".

18 წლის იუ­ბი­ლე სა­კუ­თარ ღა­მის კლუბ­ში, 500 მე­ო­ბარ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნა, სა­დაც მისი საყ­ვა­რე­ლი პოპ ბენ­დე­ბი - Scouting for girls და Mcbusted უკ­რავ­დნენ. 2016 წლის და­სა­წყის­ში დე­დას­თან და დებ­თან ერ­თად მალ­დი­ვებ­ზე ღა­მის კლუ­ბი შე­ი­ძი­ნა 200 000 ფუნ­ტად.

სო­ფია ლონ­დო­ნის სა­მე­ფო ჰო­ლო­ვე­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პი­რად მძღოლს დაჰ­ყავს. პრინ­ციპ­ში, ის ყველ­გან მძღოლს დაჰ­ყავს და­ჯავ­შნუ­ლი "რენჯ რო­ვე­რით". სო­ფია და მისი დები დაც­ვის გა­რე­შე არ­სად და­დი­ან. სო­ფია აღ­მერ­თებს მა­მას, რომ­ლის ქო­ნე­ბაც 9.5 მი­ლი­არდ ფუნ­ტა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. ის ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს, რო­მელ­ზეც მა­მას­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლია აღ­ბეჭ­დი­ლი. სო­ფი­ას 6 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ჰყავს მა­მის სხვა­დას­ხვა მე­უღ­ლის­გან.

რო­დე­საც მა­მას­თან დროს არ ატა­რებს, ცხე­ნე­ბით ჯი­რი­თობს. მა­რი­ას ორი ცხე­ნი ჰყავს - ბაგ­ზი და რე­ინ­ბოუ, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 300 000 ფუნ­ტია. სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ინ­სტაგ­რამ­ში" სო­ფი­ამ ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით: "ხალ­ხის უმე­ტე­სო­ბას სამ­სა­ხუ­რი აქვს, ზოგს მი­ზა­ნი აქვს ცხოვ­რე­ბა­ში. მე არც სამ­სა­ხუ­რი მაქვს და არც მი­ზა­ნი. სა­ინ­ტე­რე­სო სი­ტუ­ა­ცი­აა". რო­გორც ჩანს, გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის დალ­ხე­ნი­ლი არაა. "ყვე­ლა თხოვ­დე­ბა და ბავ­შვს აჩენს, მე კი 2009 წლის მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ ჩე­მოდ­ნე­ბიც არ ამო­მი­ლა­გე­ბია", - წერს კი­დევ ერთ პოს­ტში სო­ფია.

ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პირ­მა მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და: "რო­მა­ნი ისე ექ­ცე­ვა შვილს, რო­გორც მხო­ლოდ მი­ლი­არ­დერს შე­უძ­ლია. იმ­დე­ნად ანე­ბივ­რებს, რომ აფუ­ჭებს. ერთხელ იახ­ტა ათხო­ვა, რომ­ლი­თაც სო­ფია მე­გობ­რებ­თან ერ­თად მსოფ­ლი­ოს ოკე­ა­ნე­ებს მო­ე­დო გა­სარ­თო­ბად. ერ­თა­დერ­თი, რაც არ მოს­წონს რო­მანს, სო­ფი­ას ალ­კოჰო­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლია. თა­ვად რო­მა­ნი არა­სო­დეს სვამს".

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი თინეიჯერი - როგორ ცხოვრობს რომან აბრამოვიჩის ქალიშვილი სოფია

ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი თინეიჯერი - როგორ ცხოვრობს რომან აბრამოვიჩის ქალიშვილი სოფია

ის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სარძლოა ლონდონში და ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ თინეიჯერს. მაგრამ სოფია აბრამოვიჩის გული მხოლოდ ერთ მამაკაცს, მამამისს ეკუთვნის. რუსი ოლიგარქის 18 წლის ქალიშვილი 1 მილიარდი ფუნტის ოდენობის ქონებას ფლობს. მაგრამ იმის მაგივრად, რომ სკანდალური რომანებით ან წითელ ხალიჩაზე პოზირებით გამოირჩეოდეს, სოფია მამას არ შორდება.

სოფიას ცხოვრება არნახული ფუფუნებითაა სავსე. ოჯახთან ერთად კერძო თვითმფრინავით მალდივებზე დაფრინავს, სვამს ყველაზე ძვირადღირებულ შამპანურს და 200 000 ფუნტის ღირებულების საახალწლო წვეულებას აწყობს თავის ცნობილ მეგობრებთან, ბექჰემებთან ერთად. ერთი სიტყვით, რაც სოფიას მოესურვება, ყველაფერი აქვს. ის ხომ მამიკოს "მილიარდიანი პრინცესაა".

18 წლის იუბილე საკუთარ ღამის კლუბში, 500 მეობართან ერთად აღნიშნა, სადაც მისი საყვარელი პოპ ბენდები - Scouting for girls და Mcbusted უკრავდნენ. 2016 წლის დასაწყისში დედასთან და დებთან ერთად მალდივებზე ღამის კლუბი შეიძინა 200 000 ფუნტად.

სოფია ლონდონის სამეფო ჰოლოვეის უნივერსიტეტში პირად მძღოლს დაჰყავს. პრინციპში, ის ყველგან მძღოლს დაჰყავს დაჯავშნული "რენჯ როვერით". სოფია და მისი დები დაცვის გარეშე არსად დადიან. სოფია აღმერთებს მამას, რომლის ქონებაც 9.5 მილიარდ ფუნტადაა შეფასებული. ის ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს, რომელზეც მამასთან ჩახუტებულია აღბეჭდილი. სოფიას 6 დედმამიშვილი ჰყავს მამის სხვადასხვა მეუღლისგან.

როდესაც მამასთან დროს არ ატარებს, ცხენებით ჯირითობს. მარიას ორი ცხენი ჰყავს - ბაგზი და რეინბოუ, რომელთა ღირებულებაც 300 000 ფუნტია. სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" სოფიამ ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "ხალხის უმეტესობას სამსახური აქვს, ზოგს მიზანი აქვს ცხოვრებაში. მე არც სამსახური მაქვს და არც მიზანი. საინტერესო სიტუაციაა". როგორც ჩანს, გოგონას ცხოვრება ყოველთვის დალხენილი არაა. "ყველა თხოვდება და ბავშვს აჩენს, მე კი 2009 წლის მოგზაურობის შემდეგ ჩემოდნებიც არ ამომილაგებია", - წერს კიდევ ერთ პოსტში სოფია.

ოჯახთან დაახლოებულმა პირმა მედიას განუცხადა: "რომანი ისე ექცევა შვილს, როგორც მხოლოდ მილიარდერს შეუძლია. იმდენად ანებივრებს, რომ აფუჭებს. ერთხელ იახტა ათხოვა, რომლითაც სოფია მეგობრებთან ერთად მსოფლიოს ოკეანეებს მოედო გასართობად. ერთადერთი, რაც არ მოსწონს რომანს, სოფიას ალკოჰოლისადმი სიყვარულია. თავად რომანი არასოდეს სვამს".

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება