მოზარდთა თვითმკვლელობამ ბოლო დროს არაერთხელ შეძრა საზოგადოება. გახშირებული სუიციდის მიზეზს ეძებენ ოჯახებიც და საზოგადოებაც. დავინტერესდით, როგორ ხედავს ეკლესია მოზარდთა პრობლემებს და რას გვთავაზობს მათ დასახმარებლად. გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
- თქვენს მრევლში ალბათ ბევრი მოზარდი და მათი მშობელია. თქვენ როგორ ხედავთ მათ პრობლემებს, თქვენი აზრით, რას მიყავს მოზარდები თვითმკვლელობამდე?
- მადლობა უფალს, რომ ეს მაინც იშვიათი შემთხვევაა, თუმცა ერთმა მოზარდმაც რომ ავნოს საკუთარ თავს რაიმე, დიდი დანაკლისის ამსახველი ფაქტია. თვითმკვლელობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს: ბავშვები უყურებენ სატანისტურ ფილმებს, უსმენენ როკ მუსიკას, სადაც სატანისადმი ხოტბის შესხმა ხდება, მეგობართან უსიამოვნება ან მშობლების ოდნავ ხმის აწევაც თვითმკვლელობის ტირაჟირების საბაბად იქცა... გარდა აქ ჩამოთვლილთაგან, სინამდვილეში რა იწვევს სიცოცხლის მოსპობას? ვფიქრობთ, ბავშობიდან არ ვასწავლით დათმენას, ჭირვეულობის ჟამს ყველაფერს ვუსრულებთ, ხოლო როდესაც შენიშვნას ვაძლევთ, გვემუქრება: სახლიდან წავალ, აღარ დავბრუნდები! ისეთ რამეს გავაკეთებ, მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდებათ! მიჩვეულია დაშანტაჟებას, თუმცა ბოლოს სერიოზულად რომ გაბრაზდეს რაიმეზე, ეშმაკი ისე მომართავს, რომც არ უნდოდეს, გააკეთებინებს და ცხელ გულზე ვღებულობთ თვითმკვლელს.
- რა უჭირთ დღევანდელ მოზარდებს ყველაზე მეტად...
- ძალაუფლების წყურვილი ასწავლა "კომპიუტერმა", გემოვნებაში შთაუთესა გარყვნილება... საშინელი თამაშები შემოიტანეს, რაც არ ემსახურება სწორ მიზანს, არც "ბოლონიის პროცესს". საკუთარი ნებით, მშობლებისგან დამოუკიდებლად ჩლუნგდება აზროვნება. უყურებენ "გამართობელ ფილმებს", სადაც მხოლოდ ვნებების დემონსტრაციაა. ვიღაც შეყვარებულის გამო იკლავს თავს, ვიღაც პატივმოყვარეობისა და ა.შ. ამ ყველაფრის ფუნდამენტი კი ამპარტავნებაა, ადამიანი შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, - ეს როგორ მაკადრეს, როგორ გამიბედეს? აი, მე ვაჩვენებ რასაც ვუზამ... აზარტულმა თამაშებმა მთლიანად მოსპო ახალგაზრდობა განაგრძეთ კითხვა