გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა, გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა. ასეთია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემები. ცესკომ ყველა - 64-ვე უბანზე მონაცემების დათვლა უკვე დაასრულა.
ოფიციალური ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 70,15%-ი მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა – 29.85 %-ის. შესაბამისად, ჯამარაულმა 16 104 ხმა მიიღო, ხოლო კახაბრიშვილმა - 6851.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა აქტივობამ 33,13 % შეადგინა.