რუსეთმა ჰააგის სასამართლოს რუსეთ-საქართველოს ომის საკუთარი გამოძიების მასალები გადასცა

რუსეთმა ჰააგის სასამართლოს რუსეთ-საქართველოს ომის საკუთარი გამოძიების მასალები გადასცა

რუსეთმა ჰააგის სისხლის სამართლის კრიმინალურ სასამართლოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საკუთარი გამოძიების მასალები გადასცა.

როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა, რომ გამოძიება ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტმა ჩაატარა.

"რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჩაატარა ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულებების დეტალური გამოძიება. რუსული გამომძიებლების მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება და მასალა საერთაშორისო სასამართლოს გადაეცა", - განაცხადა მარკინმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა