ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა შუამთის ქუჩაზე, წუხელ მოხდა. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს.

იხილეთ ვიდეო

ადგილობრივების განცხადებით, გასროლის ხმა არ გაუგიათ და მომხდარი სამართალდამცავების მისვლის შემდეგ შეიტყვეს. მათივე თქმით, ცოლ-ქმარს მცირეწლოვანი შვილები დარჩა.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე შეისწავლეს ადგილზე არსებული ვითარება და ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.

შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და თვითმკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ