ნატო რუსული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ახალ განყოფილებას ქმნის

ნატო რუსული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ახალ განყოფილებას ქმნის

ნატო, რუსული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ახალი განყოფილების შექმნას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იტყობინება, რომლის ჟურნალისტებიც შესაბამის დოკუმენტს გაეცნენ.

23-გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წინააღმდეგობას გაუწევს კრემლის საინფორმაციო პროპაგანდას, რომელიც გამოყენებულ იქნა ისეთი ქმედებების განსახორციელებლად, როგორიც იყო 2014 წლის ყირიმის ანექსია.

გარდა ამისა, ალიანსში გეგმავენ უფრო მეტი კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებას.

როგორც "როიტერი" აღნიშნავს, დასავლეთი შეშფოთებულია, რომ რუსეთის, დეზინფორმაციის გასავრცელებლად მედიასაშუალებებს იყენებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა