სენეგალის პოლიციამ 900-მდე ადამიანი დააკავა

 სენეგალის პოლიციამ 900-მდე ადამიანი დააკავა

სენეგალის პოლიციამ დაახლოებით 900 ადამიანი დააკავა. "ბიბისის" ცნობით, მასობრივი დაკავება ბურკინა-ფასოსა და მალიში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციების ფარგლებში განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები უსაფრთხოების მიზნით დაკითხეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. გასულ კვირას მალიში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ასევე ბურკინა-ფასოში ერთ-ერთ სასტუმროსა და რესტორანზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ისლამისტებმა აიღეს. მომხდარის შემდეგ რეგიონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

სენეგალი უსაფრთხო ქვეყნად მოიაზრება, თუმცა, მეზობელ ქვეყნებში მომხდარი თავდასხმების შემდეგ ქვეყნის მთავრობამ სასტუმროებში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ქუჩებში კი პოლიციის პატრულირება გახშირდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა