სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შსს-მ გორში მომხდარი მკვლელობა გახსნა
შსს-მ გორში მომხდარი მკვლელობა გახსნა

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გორ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა გახ­სნეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, შსს-ს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში რამ­დენ­ჯერ­მე ნა­სა­მარ­თლე­ვი ილია გ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბულ­მა გორ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, 1979 წელს და­ბა­დე­ბულ, ასე­ვე წარ­სულ­ში რამ­დენ­ჯერ­მე ნა­სა­მარ­თლევ, დათო ს-ს ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

შსს-ს ცნო­ბით, დათო ს. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ილია გ. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, გორ­ში და­ა­კა­ვეს.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. ბრალ­დე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შსს-მ გორში მომხდარი მკვლელობა გახსნა

შსს-მ გორში მომხდარი მკვლელობა გახსნა

სამართალდამცველებმა გორში მომხდარი მკვლელობა გახსნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ილია გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1979 წელს დაბადებულ, ასევე წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევ, დათო ს-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, დათო ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ილია გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, გორში დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ