სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩემი 3 წლის ბიჭუნა გამვლელებს ჩავაბარე და ყაჩაღებს გავეკიდე" - თბილისელი პატრულის გმირობის ამბავი
"ჩემი 3 წლის ბიჭუნა გამვლელებს ჩავაბარე და ყაჩაღებს გავეკიდე" - თბილისელი პატრულის გმირობის ამბავი

გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში ორმა პი­როვ­ნე­ბამ გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე "პროკ­რე­დიტ­ბან­კის" ფი­ლი­ა­ლი და­ა­ყა­ჩა­ღა, 100 ათას ლა­რამ­დე თან­ხა გა­ი­ტა­ცა, თუმ­ცა მათ მიზ­ნის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა არ დას­ცალ­დათ. 32 წლის იო­სებ წე­ვე­ლი­ძემ, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ყა­ჩა­ღე­ბი გა­ნა­ი­ა­რა­ღა. 31 დე­კემ­ბერს, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის დროს გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­ცო­ბის­თვის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და თავ­და­დე­ბის­თვის 12 პო­ლი­ცი­ე­ლი და­ა­ჯილ­დო­ვა. მათ შო­რის ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს მე-3 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იო­სებ წა­ვე­ლი­ძეც, რო­მელ­მაც "კვი­რის პა­ლიტ­რას" მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი უამ­ბო.

იო­სებ წე­ვე­ლი­ძე:

-2009 წლი­დან ვმუ­შა­ობ შსს-ს უწყე­ბა­ში და ეს პირ­ვე­ლი ჯილ­დოა ჩემ­თვის. ძა­ლი­ან ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რი ვარ. ეს ამ­ბა­ვი 18 სექ­ტემ­ბრის მოვ­ლე­ნას, კერ­ძოდ, თბი­ლის­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე "პროკ­რე­დიტ­ბან­კის" ფი­ლი­ალ­ში მომ­ხდარ ყა­ჩა­ღო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რა­საც ჩემს მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად შე­ვეს­წა­რი. ბავ­შვთან ერ­თად მოვ­დი­ო­დი გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე და მეტ­რო "ღრმა­ღე­ლეს­თან" და­ვი­ნა­ხე, რომ ორი ნიღ­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცი გარ­ბო­და ფუ­ლით სავ­სე პარ­კე­ბით ხელ­ში. ვი­ღა­ცამ მი­თხრა, რომ "პროკ­რე­დიტ­ბანკზე" მოხ­და თავ­დას­ხმა და ფული გა­ი­ტა­ცე­სო. ბევ­რი ფიქ­რის დრო არ იყო, ჩემი 3 წლის ბი­ჭუ­ნა გამ­ვლე­ლებს ჩა­ვა­ბა­რე და ყა­ჩა­ღებს გა­ვე­კი­დე. მო­ვუ­წო­დე მათ, გა­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ მო­მიბ­რუნ­დნენ და ია­რა­ღი და­მი­მიზ­ნეს. მეც ამო­ვი­ღე ჩემი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღი და ჰა­ერ­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვის­რო­ლე. ამ დროს ერთ-ერთს ხე­ლი­დან ნა­ყა­ჩა­ღა­რი ფუ­ლით სავ­სე პარ­კი გა­უ­ვარ­და და მის ასა­ღე­ბად რომ და­ი­ხა­რა, იმ წამ­სვე და­ვა­კა­ვე. ჩემ­თან ერ­თად ყა­ჩა­ღებს კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი მოს­დევ­და, რო­მე­ლიც მე­ო­რე თავ­დამ­სხმე­ლის გა­ნი­ა­რა­ღე­ბა­ში და­მეხ­მა­რა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვარ­კვიე, იგი ბან­კის დაც­ვი­დან იყო. რო­გორც კი ყა­ჩა­ღე­ბი და­ვა­კა­ვეთ, ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა საქ­მის კურ­სში ჩა­ვა­ყე­ნე. 5 წუთ­ში დამ­ნა­შა­ვე­ებს უკვე ბორ­კი­ლე­ბი ედოთ.... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ჩემი 3 წლის ბიჭუნა გამვლელებს ჩავაბარე და ყაჩაღებს გავეკიდე" - თბილისელი პატრულის გმირობის ამბავი

"ჩემი 3 წლის ბიჭუნა გამვლელებს ჩავაბარე და ყაჩაღებს გავეკიდე" - თბილისელი პატრულის გმირობის ამბავი

გასული წლის სექტემბერში ორმა პიროვნებამ გურამიშვილის გამზირზე "პროკრედიტბანკის" ფილიალი დააყაჩაღა, 100 ათას ლარამდე თანხა გაიტაცა, თუმცა მათ მიზნის სისრულეში მოყვანა არ დასცალდათ. 32 წლის იოსებ წეველიძემ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შეიარაღებული ყაჩაღები განაიარაღა. 31 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის 12 პოლიციელი დააჯილდოვა. მათ შორის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი იოსებ წაველიძეც, რომელმაც "კვირის პალიტრას" მომხდარის დეტალები უამბო.

იოსებ წეველიძე:

-2009 წლიდან ვმუშაობ შსს-ს უწყებაში და ეს პირველი ჯილდოა ჩემთვის. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. ეს ამბავი 18 სექტემბრის მოვლენას, კერძოდ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე "პროკრედიტბანკის" ფილიალში მომხდარ ყაჩაღობას უკავშირდება, რასაც ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად შევესწარი. ბავშვთან ერთად მოვდიოდი გურამიშვილის გამზირზე და მეტრო "ღრმაღელესთან" დავინახე, რომ ორი ნიღბიანი მამაკაცი გარბოდა ფულით სავსე პარკებით ხელში. ვიღაცამ მითხრა, რომ "პროკრედიტბანკზე" მოხდა თავდასხმა და ფული გაიტაცესო. ბევრი ფიქრის დრო არ იყო, ჩემი 3 წლის ბიჭუნა გამვლელებს ჩავაბარე და ყაჩაღებს გავეკიდე. მოვუწოდე მათ, გაჩერებულიყვნენ, მაგრამ მომიბრუნდნენ და იარაღი დამიმიზნეს. მეც ამოვიღე ჩემი სამსახურეობრივი ტაბელური იარაღი და ჰაერში რამდენჯერმე გავისროლე. ამ დროს ერთ-ერთს ხელიდან ნაყაჩაღარი ფულით სავსე პარკი გაუვარდა და მის ასაღებად რომ დაიხარა, იმ წამსვე დავაკავე. ჩემთან ერთად ყაჩაღებს კიდევ ერთი ადამიანი მოსდევდა, რომელიც მეორე თავდამსხმელის განიარაღებაში დამეხმარა. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, იგი ბანკის დაცვიდან იყო. როგორც კი ყაჩაღები დავაკავეთ, ჩემი ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩავაყენე. 5 წუთში დამნაშავეებს უკვე ბორკილები ედოთ.... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ