სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საბედისწერო რეისი 1549 - დაუჯერებელი ფაქტები ავიაკატასტროფაზე, რომელსაც ყველა მგზავრი ცოცხალი გადაურჩა
საბედისწერო რეისი 1549 - დაუჯერებელი ფაქტები ავიაკატასტროფაზე, რომელსაც ყველა მგზავრი ცოცხალი გადაურჩა

ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხოდ მიჩ­ნე­უ­ლი ტრან­სპორ­ტი ზოგ­ჯერ დიდი კა­ტას­ტრო­ფე­ბით გვა­მახ­სოვ­რებს თავს. სა­უ­ბა­რია ავი­ა­ცი­ა­ზე, კერ­ძოდ სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვებ­ზე. იშ­ვი­ა­თია ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რომ ათე­უ­ლო­ბით ათა­სი მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მყო­ფი ხო­მალ­დი უსაფრ­თხოდ და­ეშ­ვას, მა­შინ როცა ტურ­ბუ­ლენ­ტურ ზო­ნებ­ში დიდი მაგ­ნი­ტუ­რი შე­ფერ­ხე­ბე­ბია, ან თუნ­დაც მე­ხის სა­შიშ­რო­ე­ბა და კი­დევ უა­რე­სი - მო­უ­ლოდ­ნე­ლი ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბა.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ისეთ შემ­თხვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი, რო­მე­ლიც სა­მუ­და­მოდ ჩა­ი­წე­რა ავი­ა­ცი­ის ის­ტო­რი­ა­ში - მდი­ნა­რე ჰუდსონ­ზე მო­ტივ­ტი­ვე თვითმფრი­ნა­ვი და ამ ამ­ბის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი.

2009 წელი 15 იან­ვა­რი. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი. ამე­რი­კის ავი­ა­ხა­ზე­ბის კუთ­ვნი­ლი თვითმფრი­ნა­ვი ეარ­ბას A320-200, ფრე­ნის ნომ­რით 1549, ნიუ იორ­კის ლა გვარ­დი­ას აე­რო­პორ­ტი­დან დღის 3 სა­ათ­სა და 27 წუთ­ზე აფ­რინ­და. ხო­მალ­დი კო­მერ­ცი­ულ ფრე­ნას ას­რუ­ლებ­და და 155 მგზავ­რი ჩრდი­ლო კა­რო­ლი­ნას შარ­ლო­ტა დუ­გ­ლა­სის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დაჰ­ყავ­და. ფრე­ნა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ხო­მალ­დის ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბის გა­რე­შე და­ი­წყო.

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი PALITRANEWS-ზე

ასე­თი დიდი ზო­მის ავი­ა­ლა­ი­ნე­რი ფრე­ნის და­წყე­ბამ­დე დე­ტა­ლურ ტექ­ნი­კურ შე­მოწ­მე­ბას გა­დის და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ხდე­ბა ფრე­ნის უფ­ლე­ბის გა­ცე­მა. მი­უ­ხე­და­ვად ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბი­სა, ჰა­ერ­ში­ვე არ­სე­ბობს უამ­რა­ვი საფრ­თხე­ე­ბი. ერთ-ერთი მათ­გა­ნია ფრინ­ვე­ლე­ბის გუნ­დი, ან თუნ­დაც მცი­რე ზო­მის ჩიტი. ავი­ა­ტო­რე­ბის თქმით, სხვა საფრ­თხე­ებ­თან ერ­თად, ფრინ­ვე­ლებს სხვა­დას­ხვა სა­ხის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ ხო­მალ­დის­თვის - სა­ქა­რე მი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა-გა­ტეხ­ვა, რაც არ­ღვევს ჰერ­მენ­ტუ­ლო­ბას. ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა პა­ტა­რა ფრინ­ვე­ლის ძრა­ვის პრო­პე­ლერ­ში მოხ­ვედ­რის გამო აფეთ­ქე­ბა ხდე­ბა.

აფ­რე­ნი­დან სამი წუ­თის შემ­დეგ პი­ლო­ტებ­მა ჩი­ტე­ბის გუნ­დი შე­ნიშ­ნეს - მათ წინ ბა­ტე­ბის გუნ­დი მიფ­რი­ნავ­და. კა­პი­ტან­მა სა­ლენ­ბერ­გმა ცენ­ტრს შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ ხი­ფა­თის წი­ნა­შე იდგა და ავია მეთ­ვალ­ყუ­რე­ებს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. დრო იმ­დე­ნად მცი­რე იყო, ცენ­ტრმა პი­ლო­ტე­ბის­თვის პა­სუ­ხის დაბ­რუ­ნე­ბა ვერ მო­ას­წრო. კა­პი­ტა­ნი თა­ვის კო­ლე­გას­თან ერ­თად შე­ე­ცა­და საფ­რე­ნი მარ­შრუ­ტი შე­ეც­ვა­ლა და საფრ­თხე თა­ვი­დან აე­რი­დე­ბი­ნა, თუმ­ცა სა­ლენ­ბერ­გმა და პირ­ველ­მა ოფი­ცერ­მა სკა­ილსმა, ბა­ტე­ბის გუნდს ხო­მალ­დი ვერ აა­რი­დეს. გა­დამფრე­ნი ფრინ­ვე­ლე­ბის ნა­წი­ლი ავი­ა­ლა­ი­ნე­რის ძრა­ვის პრო­პე­ლე­რებ­ში აღ­მოჩ­ნდნენ. დიდი ზო­მის ფრინ­ვე­ლის სის­ტე­მა­ში მოხ­ვედ­რამ აფეთ­ქე­ბა და ხო­მალ­დის ორი­ვე ძრა­ვის ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­თიშ­ვა გა­მო­იწ­ვია. მწყობ­რი­დან გა­მო­სულ­მა თვითმფრი­ნავ­მა ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა და­ი­წყო.

ძრა­ვებ­გა­თი­შუ­ლი ხო­მალ­დის უახ­ლო­ეს აე­რო­პორ­ტამ­დე მიყ­ვა­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. კა­პი­ტან­მა სა­ლენ­ბერ­გმა და ოფი­ცერ­მა ჯეფ­რი სკა­ილსმა შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­და­წყვი­ტეს, რომ ხო­მალ­დი მდი­ნა­რე ჰუდსონ­ზე და­ეს­ვათ. ჩრდი­ლო­ე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან, ავი­ა­ლა­ი­ნე­რი მათ სამ­ხრე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­აბ­რუ­ნეს. გეზი მა­ნ­ჰე­ტე­ნის­კენ აი­ღეს. რო­გორც გა­ირ­კვა, კომ­პი­უ­ტერ­მა ჯი პი ეს-ით მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის ფარ­თო ყელი, სწო­რედ მა­ნ­ჰე­ტენ­თან სი­ახ­ლო­ვეს და­ა­ფიქ­სი­რა. ძრა­ვის გა­თიშ­ვი­დან, დაშ­ვე­ბის და­წყე­ბამ­დე სულ სამი წუთი გა­ვი­და, 15 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე ხო­მალ­დი მდი­ნა­რე ჰუდ­ზო­ნის კა­ლა­პო­ტის თავ­ზე აღ­მოჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი და უპ­როგ­ნო­ზო სი­ტუ­ა­ცი­ი­სა, პი­ლო­ტებ­მა ხო­მალ­დი მდი­ნა­რის ზე­და­პირ­ზე დას­ვეს. პა­რა­ლე­ლუ­რად ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლი გა­დას­ცეს სას­წრა­ფო ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის, რად­გან დიდი ალ­ბა­თო­ბით თვითმფრი­ნა­ვი მდი­ნა­რის ფსკერ­ზე მცი­რე დრო­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და.

მოხ­და დღემ­დე სას­წა­უ­ლად და და­უ­ჯე­რებ­ლად მიჩ­ნე­უ­ლი ფაქ­ტი - თვითმფრი­ნავ­ში წყა­ლი არ შე­ვი­და. ხო­მალდმა მდი­ნა­რის ზე­და­პირ­ზე ტივ­ტი­ვი და­ი­წყო. მა­ლე­ვე ეკი­პა­ჟის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბორტზე არ­სე­ბუ­ლი მგზავ­რე­ბი გა­რეთ გა­ეყ­ვა­ნათ და თვითმფრი­ნა­ვის ფრთებ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლიყ­ვნენ. ასეც მოხ­და. ეკი­პაჟ­მა ჰერ­მენ­ტუ­ლად და­ცუ­ლი ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბის კა­რე­ბი გახ­სნეს და მგზავ­რე­ბი გა­და­უშ­ვეს. კა­რე­ბის გახ­სნის შემ­დე­გაც ხო­მალ­დში მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით შე­ვი­და წყა­ლი. თვი­თე­ვა­კუ­ა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ხო­მალდთან სა­მაშ­ვე­ლო გე­მე­ბი და ნა­ვე­ბი გა­მოჩ­ნდნენ და სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი მგზავ­რე­ბი ეკი­პა­ჟის წევ­რებ­თან ერ­თად უსაფრ­თხოდ გა­და­იყ­ვა­ნეს. ერთი შე­ხედ­ვით უმ­ძი­მე­სი ავი­ა­შემ­თხვე­ვა უმ­სხვერ­პლოდ დას­რულ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საბედისწერო რეისი 1549 - დაუჯერებელი ფაქტები ავიაკატასტროფაზე, რომელსაც ყველა მგზავრი ცოცხალი გადაურჩა

საბედისწერო რეისი 1549 - დაუჯერებელი ფაქტები ავიაკატასტროფაზე, რომელსაც ყველა მგზავრი ცოცხალი გადაურჩა

ყველაზე უსაფრთხოდ მიჩნეული ტრანსპორტი ზოგჯერ დიდი კატასტროფებით გვამახსოვრებს თავს. საუბარია ავიაციაზე, კერძოდ სამგზავრო თვითმფრინავებზე. იშვიათია ისეთი შემთხვევები, რომ ათეულობით ათასი მეტრის სიმაღლეზე მყოფი ხომალდი უსაფრთხოდ დაეშვას, მაშინ როცა ტურბულენტურ ზონებში დიდი მაგნიტური შეფერხებებია, ან თუნდაც მეხის საშიშროება და კიდევ უარესი - მოულოდნელი ტექნიკური გაუმართაობა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ისეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რომელიც სამუდამოდ ჩაიწერა ავიაციის ისტორიაში - მდინარე ჰუდსონზე მოტივტივე თვითმფრინავი და ამ ამბის დაუჯერებელი ფაქტები.

2009 წელი 15 იანვარი. ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ეარბას A320-200, ფრენის ნომრით 1549, ნიუ იორკის ლა გვარდიას აეროპორტიდან დღის 3 საათსა და 27 წუთზე აფრინდა. ხომალდი კომერციულ ფრენას ასრულებდა და 155 მგზავრი ჩრდილო კაროლინას შარლოტა დუგლასის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გადაჰყავდა. ფრენა ჩვეულებრივად, ხომალდის ტექნიკური ხარვეზების გარეშე დაიწყო.

იხილეთ სიუჟეტი PALITRANEWS-ზე

ასეთი დიდი ზომის ავიალაინერი ფრენის დაწყებამდე დეტალურ ტექნიკურ შემოწმებას გადის და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ფრენის უფლების გაცემა. მიუხედავად ტექნიკური გამართულობისა, ჰაერშივე არსებობს უამრავი საფრთხეები. ერთ-ერთი მათგანია ფრინველების გუნდი, ან თუნდაც მცირე ზომის ჩიტი. ავიატორების თქმით, სხვა საფრთხეებთან ერთად, ფრინველებს სხვადასხვა სახის ზიანის მიყენება შეუძლიათ ხომალდისთვის - საქარე მინის დაზიანება-გატეხვა, რაც არღვევს ჰერმენტულობას. ხშირია შემთხვევა, როცა პატარა ფრინველის ძრავის პროპელერში მოხვედრის გამო აფეთქება ხდება.

აფრენიდან სამი წუთის შემდეგ პილოტებმა ჩიტების გუნდი შენიშნეს - მათ წინ ბატების გუნდი მიფრინავდა. კაპიტანმა სალენბერგმა ცენტრს შეატყობინა, რომ ხიფათის წინაშე იდგა და ავია მეთვალყურეებს დახმარება სთხოვა. დრო იმდენად მცირე იყო, ცენტრმა პილოტებისთვის პასუხის დაბრუნება ვერ მოასწრო. კაპიტანი თავის კოლეგასთან ერთად შეეცადა საფრენი მარშრუტი შეეცვალა და საფრთხე თავიდან აერიდებინა, თუმცა სალენბერგმა და პირველმა ოფიცერმა სკაილსმა, ბატების გუნდს ხომალდი ვერ აარიდეს. გადამფრენი ფრინველების ნაწილი ავიალაინერის ძრავის პროპელერებში აღმოჩნდნენ. დიდი ზომის ფრინველის სისტემაში მოხვედრამ აფეთქება და ხომალდის ორივე ძრავის ავტომატური გათიშვა გამოიწვია. მწყობრიდან გამოსულმა თვითმფრინავმა ავარიული დაშვება დაიწყო.

ძრავებგათიშული ხომალდის უახლოეს აეროპორტამდე მიყვანა შეუძლებელი იყო. კაპიტანმა სალენბერგმა და ოფიცერმა ჯეფრი სკაილსმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ ხომალდი მდინარე ჰუდსონზე დაესვათ. ჩრდილოეთის მიმართულებიდან, ავიალაინერი მათ სამხრეთის მიმართულებით მოაბრუნეს. გეზი მანჰეტენისკენ აიღეს. როგორც გაირკვა, კომპიუტერმა ჯი პი ეს-ით მდინარის კალაპოტის ფართო ყელი, სწორედ მანჰეტენთან სიახლოვეს დააფიქსირა. ძრავის გათიშვიდან, დაშვების დაწყებამდე სულ სამი წუთი გავიდა, 15 საათსა და 30 წუთზე ხომალდი მდინარე ჰუდზონის კალაპოტის თავზე აღმოჩნდა. მიუხედავად რთული და უპროგნოზო სიტუაციისა, პილოტებმა ხომალდი მდინარის ზედაპირზე დასვეს. პარალელურად ხმოვანი სიგნალი გადასცეს სასწრაფო ევაკუაციისთვის, რადგან დიდი ალბათობით თვითმფრინავი მდინარის ფსკერზე მცირე დროში აღმოჩნდებოდა.

მოხდა დღემდე სასწაულად და დაუჯერებლად მიჩნეული ფაქტი - თვითმფრინავში წყალი არ შევიდა. ხომალდმა მდინარის ზედაპირზე ტივტივი დაიწყო. მალევე ეკიპაჟის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ბორტზე არსებული მგზავრები გარეთ გაეყვანათ და თვითმფრინავის ფრთებზე განლაგებულიყვნენ. ასეც მოხდა. ეკიპაჟმა ჰერმენტულად დაცული ორივე მიმართულების კარები გახსნეს და მგზავრები გადაუშვეს. კარების გახსნის შემდეგაც ხომალდში მხოლოდ მცირე რაოდენობით შევიდა წყალი. თვითევაკუაციიდან რამდენიმე წუთში ხომალდთან სამაშველო გემები და ნავები გამოჩნდნენ და სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრები ეკიპაჟის წევრებთან ერთად უსაფრთხოდ გადაიყვანეს. ერთი შეხედვით უმძიმესი ავიაშემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა.

გაიცანით ბიჭუნა, რომლის "გაცოცხლებულ" ანბანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "თითოეულზე მოთხრობას წერს, რაც შემდეგ უნდა, რომ ანიმაციად იქცეს"

მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, გახდება თუ არა ქალიშვილი "ოცნების" პარლამენტარი - დებ კვიციანების წარმატება, ოჯახური ბიზნესი და კავშირები

"საქართველოში ყველას თანაბრად არ მიუწვდება ხელი განათლებაზე..." - 26 წლის ბიჭი აფხაზეთიდან, რომელმაც უკვე 5 სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში ისწავლა