სუხიშვილების სოლისტი ნინო ჯოხაძე: "ვთვლი, რომ კარგი დედა არ ვარ..."

 სუხიშვილების სოლისტი ნინო ჯოხაძე: "ვთვლი, რომ კარგი დედა არ ვარ..."

ნინო ჯოხაძე სუხიშვილების მოცეკვავე გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა, 2 წლის და 9 თვის შვილი ჰყავს, კარიერული თვალსაზრისით ძალიან აქტიურია. უჭირს გასტროლების დროს ბავშვთან განშორება, იმასაც კი ამბობს, არ ვარ კარგი დედა, რადგან შვილთან იმდენ დროს ვერ ვატარებ, რამდენიც საჭიროაო, მაგრამ ცეკვის სიყვარული და შრომით დღემდე მოტანილი კარიერა, მისატოვებლად არ ეთმობა. რთული დილემის წინაშე დგას, თუმცა დამხმარეების წყალობით, დედობასა და მოცეკვავეობას ერთმანეთს უთავსებს.

- ბავშვი 26 წლის ასაკში გავაჩინე. შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვიყავი დედობისთვის, ასაკიც მიწყობდა ამაში ხელს და პასუხისმგებლობაც გათვითცნობიერბული მქონდა.

- ძიძის შერჩევა ძალიან რთულია, თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა ეს?

- ძიძა რჩევით მივიღეთ. მერე და მერე რომ გავიცანით კარგად, ჩვენი ოჯახის წევრი გახდა, ნატალიას გარეშე ყოფნა ვერ წარმომიდგენია. მასში ძალიან გამიმართლა, მადლობელი ვარ, ეს ადამიანი რომ შეგვხვდა.

- მშობიარობიდან რამდენ ხანში დაუბრუნდით ცეკვას?

- 5 თვის გაჩენილი მყავდა ლუკა, როცა დავუბრუნდი აქტიურ ცხოვრებას. ბავშვი 8 თვის იყო, პირველად გასტროლზე რომ წავედი და ძალიან გამიჭირდა, ეს იყო ურთულესი დღეები. მართალია, ერთი კვირით ვიყავი წასული, მაგრამ არ დამავიწყდება, რას განვიცდიდი. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, მერე ეჩვევი ადამიანი ამ ყველაფერს. თავიდან გოგოები რომ მეუბნებოდნენ, პირველად ჭირს, თორემ ნელ-ნელა ყველაფერს შეეჩვევიო, ვერ ვითავისებდი, მაგრამ მართლა ასე ყოფილა.

- თვითონ ბავშვი განიცდის იმას, რომ დედა დაკავებულია და ვერ ახერხებს დიდი დოზით მასთან ყოფნას?

- პატარაა და იმდენად არ განიცდის, რომ მივდივარ გასტროლზე არ ტირის და არ ითხოვს დედას, რაც გარკვეულწილად მეხმარება. მაგრამ მონატრებას, რა თქმა უნდა, გამოხატავს. რომ მხედავს, სიხარულისგან კანკალებს  განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება