სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კახა ცხადაძე აღარ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი" - ლევან კობიაშვილი
"კახა ცხადაძე აღარ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი" - ლევან კობიაშვილი

დღეს, 23 იან­ვარს, "მი­ხე­ილ მეს­ხის" სტა­დი­ო­ნის მე­დი­ა­ცენ­ტრში სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა, სა­დაც ეროვ­ნულ ნაკ­რებ­სა და მისი მწვრთნე­ლის სა­კი­თხზე ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ამ­ბებ­ზე ისა­უბ­რა. ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ კახა ცხა­და­ძემ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი აღარ გაწ­ვრთნას.

"კახა დიდ ზი­ანს აყე­ნებს სფფ-ს და იმ ინ­სტი­ტუ­ტებს, ვის­თა­ნაც ფე­დე­რა­ცია თა­ნამ­შრომ­ლობს, თუნ­დაც სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს. ის, რაც კა­ხამ წა­მო­ი­წყო, არის იმ ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლებ­მაც ვერ მო­ი­ნე­ლეს 3 ოქ­ტომ­ბრის შე­დე­გი. ეს არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სა­უბ­რე­ბი და ხე­ლის გაშ­ვე­რა. მათ ამის არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა და სა­ფუძ­ვლე­ბი არ აქვთ. ისი­ნი ქარ­თულ ფეხ­ბურთში ვე­ღარ დაბ­რუნ­დე­ბი­ან და ზუს­ტად ეს იყო ფე­დე­რა­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბა - ხალ­ხი, რო­მე­ლიც პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის იყე­ნებ­და ფეხ­ბურთს, მათი ად­გი­ლი აქ აღარ იქ­ნე­ბა.

ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, რომ კა­ხამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ეს პოს­ტი. მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში მო­ვიწ­ვევ აღ­მას­კო­მს და ვი­სა­უბ­რებთ, რომ კახა აღარ იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი. ჩემ­თვის ეს სა­კი­თხი უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია!

სამ­წუ­ხა­როდ, კა­ხას­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფიქ­სი­რე­ბუ­ლი თან­ხა, რაც მას კონ­ტრაქ­ტში უწე­რია და არა ის, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყოს თა­ვი­სი გუნ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა.

sportall.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"კახა ცხადაძე აღარ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი" - ლევან კობიაშვილი

"კახა ცხადაძე აღარ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი" - ლევან კობიაშვილი

დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის საკითხზე ბოლო პერიოდში განვითარებულ ამბებზე ისაუბრა. ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას.

"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც სპორტის სამინისტროს. ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.

ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!

სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

sportall.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია