სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ფოთის პროკურორი, რომლის მანქანასაც ცეცხლი გაუხსნეს, მასზე თავდასხმაში "ნაციონალების" კვალს ხედავს
ფოთის პროკურორი, რომლის მანქანასაც ცეცხლი გაუხსნეს, მასზე თავდასხმაში "ნაციონალების" კვალს ხედავს

14 იან­ვარს ფოთ­ში ქა­ლა­ქის პრო­კუ­რო­რის მან­ქა­ნას ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. ავ­ტო­მან­ქა­ნას 4 ტყვია მოხ­ვდა, პრო­კუ­რო­რი ალექ­სან­დრე გო­გუ­ა­ძე, რო­მე­ლიც ავ­ტო­მან­ქა­ნას თა­ვად მარ­თავ­და, არ და­შა­ვე­ბუ­ლა. მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის 19, 108 მუხ­ლით აღიძ­რა, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა პრო­კუ­რო­რის გა­მო­ძი­ე­ბის ქვეშ მყოფ ერთ-ერთ საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა ზუს­ტი მო­ტი­ვის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

გა­ზეთ "ვერ­სი­ას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ფო­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი თავ­დას­ხმას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ არც ერთ ვერ­სი­ას არ გა­მო­რი­ცხავს და ამ­ბობს რომ შე­საძ­ლოა ეს მის რო­მე­ლი­მე მიმ­დი­ნა­რე საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბო­დეს, ან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით - "აი, პრო­კუ­რო­რებს რო­გორ ხო­ცა­ვე­ნო". თუმ­ცა, თა­ვად გო­გუ­ა­ძეს კი­დევ ერთი ვერ­სია აქვს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

-სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვად და­მი­ძა­ხა და დამ­ნიშ­ნა მო­სა­მარ­თლედ. მე ჩემი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ვადა ამოვ­წუ­რე და ამით და­ვას­რუ­ლე. ჩემ­თან რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ და შე­იძ­ლე­ბა, სწო­რედ მათ და­ვე­ში­ნე­ბი­ნე, თუკი ეს თავ­დას­ხმა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით იყო. ამას არ გა­მოვ­რი­ცხავ. სხვა­თა შო­რის, ჩემი აზ­რით, სწო­რედ ეს ვა­რი­ან­ტი უფრო ლო­გი­კუ­რია, რად­გან პი­როვ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რით ეს ვერ­სია აიხ­სნე­ბა.

-ანუ რას ამ­ბობთ, რომ ეს არის თქვენ­ზე თავ­დას­ხმა და პრო­ვო­კა­ცია ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მხრი­დან? ისე, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, სა­სა­მარ­თლო­ში მუ­შა­ო­ბის დროს მტრე­ბი გა­გე­ჩი­ნათ, არამ­ხო­ლოდ ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ში?

-ახლა ერთ რა­მეს გე­ტყვით - დიახ, მე პო­ლი­ცი­ა­შიც ვმუ­შა­ობ­დი. მა­ში­ნაც კი, როცა მხედ­რი­ო­ნი არ­სე­ბობ­და და მთე­ლი ქვე­ყა­ნა იქ­ცე­ო­და, ქუ­ჩა­ში ისე დავ­დი­ო­დი, ცხოვ­რე­ბა­ში ია­რა­ღი არ მი­ტა­რე­ბია და ჩემ­თვის კა­ციშ­ვილს შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მო­უ­ყე­ნე­ბია. ამი­ტომ იმ დრო­ის გახ­სე­ნე­ბა და ჩემ­ზე მიბ­მა ცოტა უხერ­ხუ­ლია. მა­შინ არა­ვინ შემ­ხე­ბია და ახლა ვის გა­ვახ­სენ­დე­ბო­დი?! როცა ჩემს სა­მე­გობ­როს ვე­კი­თხე­ბი და ამ თე­მა­ზე ვმსჯე­ლობთ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რად სწო­რედ ეს ვერ­სია მი­მაჩ­ნია.

-არის კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბა თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფოთ­ში დღემ­დე გროვ­დე­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი "ობ­ში­ა­კე­ბი", ტე­რორ­დე­ბი­ან ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, თურ­მე, თქვენც ხართ ჩარ­თუ­ლი.

-არის რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­თა გვა­რებს არ და­ვა­სა­ხე­ლებ. ისი­ნი ამ ჭო­რებს მივ­რცე­ლე­ბენ, რა­ტომ­ღაც მი­აჩ­ნი­ათ, რომ მე პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი მაქვს. დიახ, 2012 წელს "ოც­ნე­ბის" შტაბ­ში ვი­ყა­ვი, მერე? არა­ფე­რი სხვა არ მდო­მე­ბია, ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი ტყუ­ი­ლია, მა­ჟო­რი­ტა­რის შტაბ­ში ვი­ყა­ვი და მას მხარს ვუ­ჭერ­დი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს, სულ ეს იყო. აგერ არი­ან ეს ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც, მუ­შა­ობს ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბიც და ნა­ხონ ერთი, და­ე­ლა­პა­რა­კონ იმ ხალ­ხს და ჰკი­თხონ, ვი­ნაა და­ტე­რო­რე­ბუ­ლი ან ვის მიერ.

ნინო კო­მა­ხი­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ფოთის პროკურორი, რომლის მანქანასაც ცეცხლი გაუხსნეს, მასზე თავდასხმაში "ნაციონალების" კვალს ხედავს

ფოთის პროკურორი, რომლის მანქანასაც ცეცხლი გაუხსნეს, მასზე თავდასხმაში "ნაციონალების" კვალს ხედავს

14 იანვარს ფოთში ქალაქის პროკურორის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ავტომანქანას 4 ტყვია მოხვდა, პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე, რომელიც ავტომანქანას თავად მართავდა, არ დაშავებულა. მთავარ პროკურატურაში საქმე სისხლის სამართლის 19, 108 მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევა პროკურორის გამოძიების ქვეშ მყოფ ერთ-ერთ საქმეს უკავშირდება, თუმცა ზუსტი მოტივის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში ფოთის საოლქო პროკურორი თავდასხმასთან დაკავშირებით არსებულ არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს და ამბობს რომ შესაძლოა ეს მის რომელიმე მიმდინარე საქმეს უკავშირდებოდეს, ან განხორციელებულიყო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით - "აი, პროკურორებს როგორ ხოცავენო". თუმცა, თავად გოგუაძეს კიდევ ერთი ვერსია აქვს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

-სააკაშვილმა თავად დამიძახა და დამნიშნა მოსამართლედ. მე ჩემი საკონსტიტუციო ვადა ამოვწურე და ამით დავასრულე. ჩემთან რაღაც პრობლემები ჰქონდათ და შეიძლება, სწორედ მათ დავეშინებინე, თუკი ეს თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით იყო. ამას არ გამოვრიცხავ. სხვათა შორის, ჩემი აზრით, სწორედ ეს ვარიანტი უფრო ლოგიკურია, რადგან პიროვნული ფაქტორით ეს ვერსია აიხსნება.

-ანუ რას ამბობთ, რომ ეს არის თქვენზე თავდასხმა და პროვოკაცია ნაციონალების მხრიდან? ისე, რატომ არ შეიძლება კრიმინალურ პოლიციაში, პროკურატურაში, სასამართლოში მუშაობის დროს მტრები გაგეჩინათ, არამხოლოდ ნაციონალებში?

-ახლა ერთ რამეს გეტყვით - დიახ, მე პოლიციაშიც ვმუშაობდი. მაშინაც კი, როცა მხედრიონი არსებობდა და მთელი ქვეყანა იქცეოდა, ქუჩაში ისე დავდიოდი, ცხოვრებაში იარაღი არ მიტარებია და ჩემთვის კაციშვილს შეურაცხყოფა არ მოუყენებია. ამიტომ იმ დროის გახსენება და ჩემზე მიბმა ცოტა უხერხულია. მაშინ არავინ შემხებია და ახლა ვის გავახსენდებოდი?! როცა ჩემს სამეგობროს ვეკითხები და ამ თემაზე ვმსჯელობთ, სიმართლე გითხრათ, ყველაზე რეალურად სწორედ ეს ვერსია მიმაჩნია.

-არის კიდევ ერთი ბრალდება თქვენს წინააღმდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, ფოთში დღემდე გროვდება გაურკვეველი "ობშიაკები", ტერორდებიან ბიზნესმენები და ამ საქმიანობაში, თურმე, თქვენც ხართ ჩართული.

-არის რამდენიმე პიროვნება, რომელთა გვარებს არ დავასახელებ. ისინი ამ ჭორებს მივრცელებენ, რატომღაც მიაჩნიათ, რომ მე პოლიტიკური ამბიციები მაქვს. დიახ, 2012 წელს "ოცნების" შტაბში ვიყავი, მერე? არაფერი სხვა არ მდომებია, ყველაფერი დანარჩენი ტყუილია, მაჟორიტარის შტაბში ვიყავი და მას მხარს ვუჭერდი საარჩევნო კამპანიის დროს, სულ ეს იყო. აგერ არიან ეს ბიზნესმენებიც, მუშაობს ოპერატიული სამსახურებიც და ნახონ ერთი, დაელაპარაკონ იმ ხალხს და ჰკითხონ, ვინაა დატერორებული ან ვის მიერ.

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."