ტრაგედია თბილისში - გაზის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაიცვალა

ტრაგედია თბილისში - გაზის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაიცვალა

ნაძალადევის რაიონში, ხორნაბეჯის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ბინა ნაქირავები ჰქონდა. მეზობლებმა მას შემდეგ, რაც მათთან დაკავშირება ვერ მოახერხეს, სამაშველო სამსახური გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც "ინტერპრესსნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია